მაგრძნობინეთ

ხელოვანი მინდა ვიყო. იმიტომ არა რომ პოპულარობა მწადია. არა საერთოდ! პირიქით მთელი ცხოვრება ვცდილობ ჩრდილში დარჩენას და მეორეხარისხოვნებისთვის ვიბრძვი. ეს რა მოსატანია ეხლა და ისე კი ხელოვანი კაცის მშურს, რადგან შეუძლია თავისი რაღაცის მოწოდება ჩვენთვის, უბრალო მოკვდავი ადამიანებისთვის. სიმღერით, მელოდიით, ჩანახატითა თუ ფოტოთი ჩვენ მის ავტორს შევიგრძნობთ და ამით მისი მესაიდუმლეები ვხდებით. ასეთი ნიჭის პატრონი ალბათ მასებს დავგრუზავდი  მაგრამ სადაა ეს ბედნიერება?!
მარტივი ლოგიკა მეუბნება რომ თუ ძალიან გინდა წადი და ისწავლეო, მაგრამ რატომღაც უფრო მგონია რომ ასეთ რამეს ვერც ერთი მასწავლებელი ვერ გასწავლის თუ დაბადებიდან არ გაქვს გამჯდარი სულში და მხოლოდ თოჯინა გამოხვალ, რომელიც უსახოდ აგდია დიდი მოცულობის ტომარაში და ფასდაკლებით იყიდება, როგორც ,,დეშოვკა’’.
შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგალითისთვის კი მინდა მოვიყვანო თუნდაც ქართული ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები’’ და რუსული ,,დდტ’’. პირველის შემთხვავაში პირადად მე მესმის რაღაც მელოდია და რაღაც ტექსტი. მეორე ვარიანტში კი ვგრძნობ მათ ყველას, სოლისტს, გიტარისტს, სიმღერას, როგორც ერთ მთლიანს და ვხედავ იმ ემოციას, რისი გადმოცემაც მათ უნდათ. შესაბამისად მე ვთვლი, რომ ეს ადამიანები ხელოვნების ნიჭით არიან დაჯილდოებულები. მე ვუყურებ ფილმებს და ვხვდები, რომ რაღაც ახალი ვიგძენი და ვისწავლე ან ცხოვრების ორი საათი უაზროდ დავკარგე მონიტორთან. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მგონი მიმიხვდით რის განსხვავებას ვცდილობ და ამასთან ავღნიშნავ, რომ რაღა თქმა უნდა შეიძლება მეც უნიჭო აუდიტორია ვარ და ზოგიერთის ნათქვამი ვერ მოდის ჩემამადე, მე კი მას ზემოთ ხსენებულ ტომარაში ვათავსებ ეგრევე. ამიტომაც, კიდევ ერთხევ ვაფიქსირებ, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და მთავარი სათქმელი კი პირველსავე სტრიქონში ვთქვი. მეც მინდა ვინმეს ვაგრძნობინო და მხოლოდ უსულო ხორცის სახით არ წავიდე ამ ქვეყნიდან.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

22 Comments

  1. მე ყოველთვის მშურდა მომღერლების–მათ უყვართ სიმღერა და ამქას წარმატებებით აკეთებენ–ანუ ახდენილი აქვთ ოცნება!
    მე მესმის შენი ^__^

    პასუხი
  2. შენს ლექსებს თუ გადავხედავთ, ეგ პრობლემა ნამდვილად არ გაქვს : ))

    პასუხი
  3. მესმის შენი, მეც ძალიან მინდა რაიმე ღირებული შევქმნა და დავტოვო :დ

    პასუხი
    • მგონი სურვილი და მისი შეფასება ისე არ დაგვრჩება და გამოვა რამე! 🙂

      პასუხი
      • ოჰ, ორი გენიოსი 🙂 დავაი, ერთ რაღაცას გეტყვით ორივეს, მაინც მაგაზეა საუბარი და ჩავაკვეხებ 🙂 მოკლედ, ე.წ. ბლოგოსფეროში ყველაზე მეტად მაინც გოგოების ბლოგები მომწონს, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ წერონ გრძნობებით, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ ბევრ ბლოგს ვიცნობ უკვე და იშვიათად შეხვდები ბიჭი წერდეს გრძნობით, ან სისულელეს წერს, ან უბრალო პიარია, ან პრობლემატიკა, ან დღიური, თუმცა საინტერესო. მარა არი ორი განსხვავებული ბლოგი (იმათ შორის, რომლებსაც მე ვიცნობ), რომლის თითქმის ყველა პოსტი მომწონს. პოსტების ყველა სიტყვას შევიგრძნობ, ემოციით წერია, სხვანაირად. მოკლედ, ერთი სიამოვნებაა მათი წაკითხვა. და ეს ორი ბლოგი არის “გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქი” და “შიოს მარანი”.
        განსაკუთრებულად წერთ, მარა ვერ ვამბობ როგორია ეს განსაკუთრებულობა. ემოცია გადმოდის და თუ პოსტი მხიარულია, მეც კაი განწყობაზე ვდგები, თუ სევდიანია, მთელი დღე გამყვება ხოლმე. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, გრძნობებია შიგნით და იმიტომ

        ხოდა, მოკეტეთ ახლა ორივემ! 😀 კარგად წერთ, მართლა, უბრალოდ, ჩემი რჩევა იქნება, არ იზარმაცოთ 😉

        პასუხი
  4. ეჰჰ მეც მინდა ვიყო ,,ოდნავ ნიჭიერი ხელოვანი” მაინც, ისე კარგად გადმოვცე ოდესმე ყველაფერი რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ,რომ იმ სხვამაც იგრძნოს ისე როგორც მე…

    პასუხი
  5. ყველა ადამიანია დაჯილდოვებული რაღაც ნიჭით,უბრალოდ უნდა აღმოაჩინო ის შენს თავში..შეიძლება შენ კონკრეტულად რომელიმე ნიჭს ეძებ და რადგან ვერ პოულობ მას ,ამიტომ ავტომატურად ფიქრობ რომ უნიჭო ხარ,ამ დროს ვერ ამჩნევ და იგნორირებას უკეთებ სხვა ნიჭს…უნიჭო ადამიანი არ არსებობს :)) მაგრამ ჩემი აზროთ ჯობს უნიჭო იყო,ვიდრე იყო ნიჭიერი და ვერ იყენებდე შენს ნიჭს..

    პასუხი
    • უნიჭო ნამდვილად არ მგონია თავი მაგრამ მართლი ხარ ნიჭს გამოყენება უნდა, პრინციპში როგორც ყველა დანარჩენს

      პასუხი
  6. mec mesmis.. adamians yoveltvis ginda gqondes ganskakutrebuli nichi, ritac zustas gadsmoscem sakutar grdznobebs da raime girebuls datoveb am cxovrebashi….. amis swavla martla sheudzlebelia, magram me mjera, rom yvela adamians aqvs ragacis nichi. mtavaria agoachino da ganavitaro…..

    პასუხი
  7. კიდევ ერთხელ გამიხარდა ხელოვანი რომ არ ვარ. 🙂

    პასუხი
  8. ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭიო… მე კიდევ ვფიქრობ ყველა ადამიანს აქვს ყველაფრის ნიჭი, მეტ–ნაკლებად გამოვლენილი. საკუთარ თავზე მუშაობით ბევრი რამის შეცვლა და დახვეწა შეიძლება.
    მთავარია გქონდეს მიზანი და მძაფრი სურვილი ამ მიზნის მიღწევისა(რაც გაქვს), თან ისეთი, რომ ყოველ წუთს გახსენებდეს თავს და ყველაფერი გამოვა: *

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: