ილუზია


ერთხელაც ისე მოხდება, შენც შეგიყვარდება ვინმე და მიხვდები რა არის ღრუბლებში ფრენა, დაბინდული გონებით სიარული, ხმის ამოუღებლად საუბარი და ურთიერთობა. ერთხელაც შეგიყვარდება და მიხვდები რომ ეს მხოლოდ შენი დახატული სამყაროა ისეთი, როგორიც ბავშვობიდან გსურდა რომ ყოფილიყო. ცისარტყელებითა და დიდფიფქა თოვით. უძილო ღამეებიც, ფანჯარაში გაშტერებული მზერები, ყველაფერი ეს შენი წინასწარ გამზადებული პროექტია. დადგმული და კარგად შესწავლილი სცენები, რომლებსაც ვირტუოზული ხელოვნებით თანდათან გზადაგზა რაღაცეებს ამატებ, კიდევ უფრო ფერადს ან პირიქით ჩამუქებულს ხდი და შენივე ყოველი წარმატებული დუბლით იძენ კმაყოფილებას, რომელსაც ცალკე ინახავ სადღაც, რომ მერე როცა დრო მოვა, გახსნა და თქვა: ,,მე მიყვარდა!’’
ამდენ თამაშს ცხოვრება არავის პატიობს და შენც ფრთხილად უნდა იყო, რომ როლებში შეჭრილს არ გამოგეპაროს დეტალები, რომლებიც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს შენს სიცოცხლეში. დეტალები, რომელთა დროზე არშემჩნევა გაკარგვინებს ადამიანს, იმ ღვთით მოვლენილ პიროვნებას, რომელიც შეიძლება შენი ნამდვილი კისერი იყოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თუკი ეს შანსი გაგეპარება, მერე დროის გასვლის შემდეგ, ყოველთვის ხვდები საკუთარ შეცდომას, მაგრამ ,,გვიანი არასოდეს არაა’’ ფრაზა აღარ ჭრის და შენც სრულად განადგურებული უბრუნდები ახალი და ახალი სცენების წერას. თუკი ადრე ეს თავისთავად ხდებოდა ახლა მთელი მონდომებას ახარჯავ იაფფასიანი სცენარის შექმნას და ცხოვრების საუკეთესო წლებს მაწანწალას სამოსში გამოწყობილი დააბოტებ დედამიწაზე, იქნებ ბედმა ვერ მიცნოს ასე გამოწყობილი და შემეშვასო. ბედი კი რისი ბედია, რომ მოულოდნელად არ დაგემხოს თავზე და ყოველგვარად იმედდაკარგულს დაგაყაროს თავზე ის რასაც უკვე აღარც კი ნატრობდი უგზო-უკვლოდ დაკარგული.ხო, ალბათ ყველას ეძლევა მეორე შანსი და ამიტომაც ყოველთვის ისევ ის დეტალები, ისევ ისეთი ადამიანი რომელიც კოსმოსის კანონებით შენია, ისევ გეყრება გზაზე, მაგრამ შენ ყველაზე მეტად უნდა იყო ამ დროს ყურადღებად ქცეული. ცხოვრების ქარიშხლების შემდეგ თვალები დაბინდული გაქვს და ახლა უკვე შინაგანი გრძნობით აღიქვამ სამყაროს რომელშიც აუცილებლად უნდა შეამჩნიო ნათელი სხივი, რომელიც ადრე ასე უდიერად გაუშვი და სიყვარულის ერთი დღეც კი არ გაატანე თან გასახსენებლად მაინც.
ვინ იცის რამდენჯერ გაქვს გადახატული მთელი შენი ცხოვრება იმ ერთ დღეს რომ არ შემცდარიყავი და ხელი მოგეხვია. რამდენად სხვანაირი იქნებოდა შენი არსებობა და რამდენად სხვა იქნებოდი შენ, თუნდაც იმ ფაქტის გამო, რომ იდიოტივით არ გადააგდე ღვთის საჩუქარი და მერე წლები იმაზე არ იფიქრე რატომ ფიქრობდი იქ სადაც ყველაფერი ნათელი იყო…
დააბოტებ გამხმარ დედამიწაზე და იცი, ოდესმე, სწორედ მაშინ, როდესაც ძალიან დაიღლები და სიცივე სიკვდილზე ფიქრს დაგაწყებინებს, მისი თბილი ხელი შეგეხება. იცი, რომ ეს წუთი მთელ შენს ცხოვრებას აანაზღაურებს და სულიერად ემზადები, რომ ზედმეტმა ბედნირებამ არ მოგკლას, მისი თვალები ისეთივე თბილი იქნება როგორც მაშინ, იმ დღეს როცა მოლოდინით იყვნენ სავსე შენ კი ზურგი აქციე. მაშინ აჩუქებ იმ პატარა, გამხმარ გულს რომელსაც უბით ატარებ ამდენი ხანი და რომელიც უკვე არავისთვის გემეტება თითქოს… არავისთვის, მის გარდა!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. სიმღერა კი… 🙂

    პასუხი
  2. შეყვარებული ხარ თუ იყავი თუ რა ხდება? 😀

    პასუხი
  3. რატომ ფიქრობენ ადამიანები მუდმივად იმაზე, თუ რა იქნება მომავალში? იქნებ აწმყოთი ცხოვრება ჯობია, ცოტა ხნით მაინც. ისე, რომ დაიკიდო მომავალი და იცხოვრო მხოლოდ დღევანდელი დღით, დღევანდელი დღისთვის.

    ბედისწერის არ მჯერა 🙂 შენც იგივეს გირჩევ.

    პასუხი
  4. ხოდა წარმატებები.. 😉 ეხლავე უნდა დაიწყო შენთვის სასურველი აწმყოს შენება, რომ მომავალი შენებური გქონდეს 🙂 გუდ ლაქ

    პასუხი
  5. შიო რა კარგი ვინმე ხარ შენ არ იცი

    პასუხი
  6. კიდე კაი რომ არ ვიცი :D:D:D:D

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: