ინტერვიუ

დავსვი და დიკტოფონი ჩავრთე. ხმა არ ამომიღია…
,,ძირითადად ადამიანების მოქმედება ხომ მათი მოთხოვნებიდან გამოდინარეობს, ამიტომაც შეიძლება ყველაფრის დასაწყისად ჩავთვალოთ ეს ჯადოსნური ,,მინდა!’’
სწორედაც რომ მინდა ახლა ლაპარაკი! უბრალო მშვიდი დიალოგი მინდა ადამიანთან. ეს ძალიან მჭირდება, იმდენად, რომ ბოლო პერიოდში საკუთარ თავის შეცნობის გადაულახავ ბარიერადაც მექცა. იმდენად საჭიროა ეს დიალოგი, რამდენადაც ყოველ დღე რამდენიმე კილოკალორია ორგანიზმისთვის…
საქმის სერიოზულობა ალბათ მხოლოდ სიტყვების ფასის დონეზე დადის ჩემს ტვინამდეც, თორემ სხვანაირად აფორიაქდებოდა გონება და აიყოლიებდა ხორცისგან შემდგარ იარაღსაც ტანის სახით, აქედან კი ალბათ გამოვიდოდა რაღაც… რეალურად ის ისევ ჩუმად მიკუნჭულა ნაცემი და მისუსტებული სველ კუთხეში. მხოლოდ თავისთვის შოკირეულ რეჟიმში იმეორებს ოცნებას იმ უტოპიაზე, რომლისაც გონების რეალურ დროში მუშაობის დროს საერთოდ აღარ სჯერა თვითონაც.
ნუთუ ასეთი ძნელია გაგებითა და ურთიერთმოსმენით სავსე საუბრის ორგანიზება?! ალბათ ამ საკითხში წინასწარი გეგმების დაწყობა სავსებით უაზრობაა, რადგან განწყობის გარეშე აბა რა გულახდილობაზეა საუბარი და მით უმეტეს იმის მიღებაზე, რაც ასე ძალიან მჭირდება. ყველაზე საშინელება ისაა, რომ ის ადამიანი ვისაც ასე შევნატრი ერთგვარად ,,ვალდებულიც’’ კია მორალური მხარდაჭერა აღმომიჩინოს ან ეცადოს მაინც, რის საპირისპიროდაც მხოლოდ იმას ვიღებ რაც საბოლოო ჯამში ჩემი შინაგანი ჰარმონიის სრულ მოშლას განაპირობებს. მეორე პრობლემა მის ინდივიდუალურობაშია, რადგან სხვა მის ადგილს უბრალოდ ვერ დაიკავებს და მეც ამ ყველაფრის გააზრებისდაშედაგად მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივდივარ: ,,მე დასკვნის გაკეთება არ შემიძლია’’. გადაუჭრელი რჩება მთელი რიგი საკითხები რომლებიც მეტროს ვაგონებივით გამირბიან თვალწინ და ყოველგვარი სინდის-ნამუსის გარეშე მიყვებიან წლებს. იმ წლებს, რომლებსაც ყველაზე დიდი მონდომებითაც ვეღარ დავიბრუნებ და მათზე ოცნებაც ისევე არანორმალურ ფორმაში ჩამრჩება გონებაში რა ფორმაშიც მიექანება ჩემი აწმყო ვექტორის გარეშე.
კაცი, რომელიც წარსულზე ოცნებობს და ეს იმ დროს როდესაც მომავლის ოცნებების ასრულებაში უნდა ხარჯავდეს გადათვლილ, მკაცრად გამოყოფილ საათებს. როცა გასული წლები ბაღლინჯოებივით მოჰკიდებიან ზურგზე და ბინძური ხელებით უფარავენ გაძვალტყავებულ სახესა და ჩაცვენილ თვალებს, აქაოდა წინ არ გაიხედოსო. ამ ყველაფრით ყელამდე დაღლილი ხოხვითღა მიიწევს სადღაც და ისიც იმიტომ, რომ სიკდილის ეშინია. სიკვდილი და უმოძრაობა კი რაღაცნაირად სინონიმდება მის მოქანცულ გონებაში. ხანდახან ის აზრიც კი გაურბენს ხოლმე გონებაში, ადამიანი რომ ყველაზე ძლიერია და მონდომებითა შენითაო, თუმცა ეს მხოლოდ წამიერად რადგან იმ ჯადოსნურ ,,მინდა’’-საც სჭირდება თავისი მიზეზი. რისთვის ან ვისთვის უნდა გინდოდეს თუნდა წინ სიარული. ეს მიზეზი კი აშკარად არ მოდის შეკვეთით და ნებისმიერი მისი ილუზიის სახით არსებობა მერე მხოლოდ უბედურებას მოიხვეჭს ხოლმე თავისთან. ამიტომაც სწორედ, ხოხვითა და სიკვდილთან ბრძოლის ამგავრი ხერხით გართული ვიცდი. ვიცდი და ვაკვირდები ყოველ ცდუნებას, რომელიც მხსნელად დამეხატება, რომ მათგან ერთი ის ავარჩიო, ვინც ნამდვილად შეძლებს ჩემი ჭაობის ბაღნარად ქცევას და ვისაც სანაცვლოდ ჩემს პატარა პლანეტას ვაჩუქებ!”

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. ჰუუუუსაააა შიო 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: