! ! !

ძალიან მშვიდად გამეღვიძა. აი, ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე გარედან, ვიწექი მძინარე და უბრალოდ თვალები გავახილე ნელა. არც გავნძრეულვარ, ისევე წყნარად გადმოვიტანე ფიქრი სიზმრიდან ცხადში და განვაგრძე… სიზმარი კი დიდად არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, მაგრამ რაღაც იყო მასში ისეთი, რამაც იქვე დამაფიქრა და მერე აგერ ეხლაც არ მასვენებს…
ვისაც ალკოჰოლთან ნორმალური დამოკიდებულება გააჩნია, ეცოდინება რა არის მთვრალი კაცის სიარული, ყოველგვარი წესის გარეშე რომ გაქანებს აქეთ-იქეთ. კიდევ უფრო საოცარია ეს მომენტი სიზმაში, ცოტა ფანტაზიასაც თუ შეურევ საინტერესო რამე გამოდის. მეტი უწონადობა და მოძრაობების უმართაობა… მგონი ძალიან გავერთე! მოკლედ, დამესიზმრა, რომ ელბაქიძის დაღმართს მოვუყვებოდი მთვრალი. მსუბუქი, გაქცეული ნაბიჯებით. გზის ყოველი წამით ვტკბებოდი და როცა ვისკის ზედმეტმა დოზამ მარცხნივ პატარა სკვერისკენ მიბიძგა, შევყევი მას და მძიმედ დავეშვი ქვის სკამზე. ,,მგონი მარტო ამ სკვერშიღა დარჩა თბილისში ასეთი სკამები’’” – გავიფიქრე და გავახილე თვალები…
რამდენიმე წლის წინ გეგა თვაურიც ამ სკამზე იჯდა და კარგად დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევად, მისი ტანიც ქანაობდა წითელი ღვინის მადლიანი ხასიათის გამო. პალტოს აკეცილი საყელო ლამის ბეჭებზე გადაეგდო, ღილები შეეხსნა და არანაირი მიმიკით არ იმჩნევდა სუსხიან თოვლნარევ ქარს, რომელიც პირდაპირ სახეში ურტყამდა გამწარებულად. პრინციპში ვერც სხვა მიმიკების თვალერებით იჯერებდით გულს, თითქოს გაყინულაო ისე მიმკვდარიყო უსიცოცხლო სკვერის გარემოს. ვინ იცის რა ფიქრები უტრიალებდა იმ წამს თავში. შეიძლება სწორედ ლუკაზე ფიქრობდა…
ხუთი დღით ადრე ლუკა სკოლაში გამოჩნდა. თვეზე მეტია არავის უნახავს გეგას გარდა და მისი გამოჩენა ერთგვარ ღონისძიებასაც გაემსგავსა. მთელი დღის განმავლობაში ხელს ართმევდნენ იკითხავდნენ და თან დაჰყვებოდნენ, ყველა, გეგას გარდა…
– ამომივიდნენ ყელში ამათი… თითქოს ხვალ რომ დამჭირდეს, რომელიმე გვერდში ამომიდგება, პაკაზუხები!
– გაიზრდებიან, დაბრძენდებიან. – ანუგშა გეგამ და სიგარეტს გაუკიდა.
– ბოლო ერთი კვირა სახლში ვიყავი, ბებიამ ვეღარ დამალა ჩემი ჭრილობა და დედამ აღარ დამტოვა. მთელი უბნის ექიმები გარს მეხვივნენ საოცარი ნაკაწრი გაქვსო. -სცადა ხუმრობა ლუკამ.
-მივხვდი რომ არ დამხვდი…
ის იარა, ლუკას ბარძაყს რომ ამშვენებდა გეგას უნდა შეხვედროდა, მაგრამ იგი საგრძნობლად დაბალი იყო ბავშვობის ძმაკაცზე და ამიტომ ეს შეიძლებოდა საკმაოდ ღრმა ჭრილობით დამთავრებულიყო მუცლის არეში. რა თქმა უნდა ლუკა სულ არ ფიქრობდა ამ დეტალებზე, როცა ხელი ჰკრა და მისი წილი დანა მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ გეგას არ გაუგდია ეს ფიქრი მთელი თვის განმავლობაში. მადლობას არ ეუბნებოდა, ეშინოდა შეურაწყოფად არ მიეღო. უბრალოდ ხვდებოდა, რომ ასე იყო საჭირო და თვითონაც ალბათ ასე მოიქცეოდა.
ლუკა ჩიქოვანს დიდი საძმაკაცო ჰყავდა. გეგა მეტნაკლებად იცნობდა, თუმცა დიდი ურთიერთობა არასოდეს ჰქონია მათთან. არა იმიტომ, რომ რომელიმე არ მოსწონდა. ამაზე არც არასოდეს იწუხებდა თავს, არასოდეს უფიქრია რომ ამ კუთხით შენიშვნა მიეცა ლუკასთვის. ,,ყველა ადამიანს აქვს მინუსი და ნაკლი. არც მე ვარ ანგელოზი და რა ჩემი საქმეაო’’” – თავისთვის გაიფიქრებდა ხოლმე, როცა რომელიმე მათგანის გამოხტომა მისი მოწონების ფარგლებში აღარ ჯდებოდა. პრობლემები არასოდეს შექმნილა. ლუკა მასთან ერთად შეიყვანეს საბავშვო ბაღში და მას მერე ერთმანეთის ყველაფერი იცოდნენ. ისიც კი, ვის როდის ამოუვიდა პირველი მუქი თმა სახეზე რაც წვერის ამოსვლის მომასწავებელი იყო. არასოდეს ჰქონიათ კონფლიქტები, რადგან ყოველთვის წინასწარ იცოდნენ ერთმანეთის აზრი ამა თუ იმ საკითხზე და თავშიც არ მოსვლიათ რამის ერთმანეთის ჯინზე გაკეთება.
იმ საღამოს ყველაფერი შეიცვალა, თანაც ისე, რომ ვერც ერთი მათგანი წარმოიდგენდა იქ, სკოლის უკანა ეზოში ჯდომისას. დაახლოვებით თერთმეტი საათი იქნებოდა სახლის კარი ლუკამ რომ შემოაღო და ოდნავ კოჭლობით შემოვიდა სამზარეულოში.
-როგორ ხართ ნანა დეიდა?
-ლუკა, შვილო! რა დაგემართა ფეხზე? რატო არ ჩანდი ამდენ ხანს? ხო მშვიდობაა? ეს არაფერს მეუბნება… -დააყარა კითხვები გეგას დედამ და გულში ჩაიკრა.
-კი ნანა დეიდა, სოფელში წამიყვანეს და ცხენიდან გადმოვვარდი მაგიტომაც ვერ ჩამოვდიოდი, ახლა კარგად ვარ. გეგა სახლშია?
-სადღაც გავიდა და მალე მოვა ალბათ. დაჯექი შენ საყვარელ კვერცხს გაჭმევ პომიდვრით…
-მადლობა, ნანა დეიდა. გარეთ შევხვდები, მეჩქარება, გვიანია და… არ მშია, მართლა. – ამ სიტყვებს უკვე კარში გასვლისას ამბობდა.
გეგას თათიას ხელი სათუთად ეჭირა და განათებულ ხიდს მიშტერებული უყვებოდა ბავშვობის დროინდელ თავგადასავლებს. ისიც უსმენდა… თებერვლის ქარი მათ სხეულებს უფრო და უფრო აახლოვებდა და ისინიც არ უწევდნენ დიდ წინააღმდეგობას. დრო გაჩერებულიყო, ეს მათთვის თორემ ლუკა ორიოდე საათია უკვე რაც უბანში დაბორიალობს. გეგა ბედნიერი სახით ბრუნდებოდა სახლში. არა, მოფრინავდა სიხარულით და ათასნაირი აზრი გონებას ეთამაშებოდა. ამჯერად თავს ნამდვილ მიჯნურად თვლიდა. თათიას საპასუხო გრძნობა იმდენ ძალას აძლევდა რომ ოცნებობდა კიდეც ის ბიჭები ყველა ერთად შეხვედროდა მაშინ რომ სცემეს და ლუკა დაჭრეს. ეს მხოლოდ ოცნება იყო…
-ასე არ უნდა იგვიანებდე სახლში, ნანა დეიდა ინერვიულებს! – სიბნელეში ლუკას ხმა ამოიცნო.
-ლუკა! რა ხდება გარეთ რატომ ხარ? დედა ნახე?
-კი, საქმე მაქვს… მოკლედ ფული მჭირდება!
გეგამ სიგარეტი ამოიღო. ლუკას არასოდეს უთხოვია მისთვის ფული. ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც ვერ ბედავდა. ამაზე არასოდეს ულაპარაკიათ, მაგრამ ლუკამ იცოდა რომ გეგა თავის მწირე ხელფასით თითქმის ერთადერთი შემომტანი იყო ოჯახში და ცხოვრებაში სიტყვა არ დასცდენია ასეთ რამეზე. ხანდახან გეგას ეს აღიზიანებდა კიდეც, მაგრამ იცოდა ძმაკაცის ხასიათი და ამიტომაც არაფერს ამბობდა. დღეს კი ალბათ მართლა რაღაც სერიოზულია…
-კი, რამდენი გინდა?! როდის? მაქვს ცოტა გადანახული. დედას გამოვართმევ….
-არა! შენ თუ გაქვს მასესხებ! ბევრი არ მინდა.
ლუკას მძიმე ტონი ნიშნავდა კამათის უაზრობას და გეგამ ყოველგვარი კითხვების გარეშე გამოუტანა თავისი დანაზოგი. ორასი ამერიკული დოლარი იმ დღეს შეასრულა ლუკა რომ დაჭრეს. დედისთვის ახალი სამზარეულოს ყიდვას აპირებდა. ლუკამ მადლობა გადაუხადა და სიბნელეში გაუჩინარდა.
ოთხ დღეში გეგამ თავისი ფული უკან მიიღო და ლუკას საღამოს თათიას გაცნობასაც დაპირდა.
ზამთრის ძილს მიცემული ბაღი საოცარ სიმყუდროვეს აფრქვევდა. ცა გადამეტებით მოღრუბლულიყო და ეტყობოდა თოვას აპირებდა. სამივე მოყავისფრებულ ხეივანს მიყვებოდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ეკლესიასთან გაჩერდნენ, პირჯვარი გადაისახეს და დიდი ნაძვის ქვეშ დაგდებული მორისკინ გასწიეს.
-თათია! – ლუკას სახე შეეცვალა. ის ბიჭი, ლევანი, რომელიც თათიას ეძახდა მისი ძმაკაცის ნაცნობი იყო. ლუკამ ის ორი თვის წინ გაიცნო და თავიდანვე არ მოეწონა მეტად უხეში ხასიათის გამო. ახლაც, მოუახლოვდა და ყოველგვარი სალამის გარეშე ეცა თათიას.
-ვინ არის?!
-ლევან ეს გეგაა. ჩემი მეგობარი, ეს კი…
-ვიცნობ. ლუკა გქვია ხო?!
-ხო ლევან! – გამოსცრა ლუკამ და ყველანაირად შეეცადა ბრაზი დაემალა.

-სეირნობთ ესე იგი… – აგრძელებდა ლევანი იგივე ტონში. – რომანტიკა კარგია თქვენს ასაკში, მთავარია გადამეტებით არ მოგივიდეთ. ხო მართლა ლუკა, იმ ორას დოლარზე… ზაზა დაგელაპარაკება.
ლუკა ჩუმად იყო და ცდილობდა გეგას გაკვირვებული მზერა მოეგერიებინა.
-შენი სახლში წასვლის დროა ქალბატონო! –თათიამ რაღაც წაიბურდღუნა საწინააღმდეგოდ, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. ძლივს მასწრო ბიჭებთან დამშვიდობება და მალევე მიეფარა მიწისქვეშა გადასასვლელს.

-ხომ მითხარი ფული ჩემთვის მინდოდაო. – გეგა წყენას არ მალავდა.
-ასე იყო საჭირო დამიჯერე. ვლოცულობ რომ ეგ ფული არ დამიბრუნონ. დიდი ხანია მათი გამოცდა მინდა. ყელში ამომივიდნენ თავისი პუსტა-პუსტა სიტყვებით ძმობაზე, ამჯერად საბაბი მექნება რასაც სახეზე ავაკრავ. ომი უაზრო ადამიანებთან ქაოსს იწვევს ასე რომ მიღირს მაგ ორას დოლარად ამათი მოშორება. – გეგა დუმდა… – ხვალ აქვთ ბოლო ვადა, ისე მივეცი რომ უნდა დამიბრუნონ წესით, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩემ სახელს ვეღარ ახსენებს ვერც ერთი!
-რატომ აქამდე არ მითხარი? იქნებ…
-შენ სხვანაირი ხარ! შენ არ უნდა ჩაერიო ამ საქმეში. შენ ერთადერთი ხარ ვისაც ვენდობი ბოლომდე… ხვალ დაველაპარაკები და თათიაზეც ვერტყვი, რომ ერთად ხართ, მერე აღარ მოაწყობს სცენებს.
მთელი ღამე არ ეძინა. დილით ადრე წამოხტა და აივანზე გამოსულს ირგვლივ სრული სითეთრე დახვდა. გეგამ მოაჯირიდან გუნდა ააგროვა და მეზობლის სახურავისკენ გაუშვა. კიდევ ბარდნიდა და უბანს საუცხოო სიმშვიდე გადაფარებოდა. დღეს ისევ უნდა ენახა თათია. საგანგებოდ განეწყო დილიდანვე და სამსახურში წასასვლელად დაიწყო მზადება.
-დედა, დღეს ცოტა დამაგვიანდება, სამსახურის მერე გავისეირნებ. დედა! – ქალბატონი ნანა უგონოდ იწვა იატაკზე, ჰაერში კი ტელეფონის ყურმილი ქანაობდა. სასწრაფო მალე მოვიდა. გეგას დედა მოასულიერეს, ის კი ერთი და იგივეს იმეორებდა ჩუმად ,,ლუკა! ლუკა!’’
გეგა აღარავის არ უსმედა. არაფერს არ უყურებდა მხოლოდ გარბოდა. გაუჩერებლად ჰკვეთდა ქუჩებს იმ უბნისკენ სადაც ბავშვობა გაატარა. ეზოში მოგროვილმა ხალხმა ვერ შეაჩერა…
,,მაპატიე გეგა ეს ერთადერთი დღეა ჩემს ცხოვრებაში როცა გატყუებ. ლევანს და ზაზას დღეს ვხვდები არ მინდა კიდევ ერთხელ გაგრიო ამ საქმეში. შენ ჩემი ძმა ხარ და ასეც იქნება ბოლომდე თუ ამ წერილს კითხულობ ე.ი. ყველაფერი კარგად არაა და არაკაცობა ხანდახან სიკეთეზე მეტია ხოლმე. დამიჯერე ის ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს, მხოლოდ გარედან ჩანს ლამაზად. ისეთი მეგობრები აირჩიე როგორც შენ ხარ ჩემთვის და ისინი არასოდეს გიღალატებენ სასვენი ნიშნები დაიკიდე ვნერვიულობ ალბათ და მაგიტომ… ისე ცხოვრება წერტილს თითონ სვამს მთავარია როგორი საქციელით დაიმსახურებ მას’’
წერილი ლუკას გულის ჯიბეში ედო და ზედ გეგას სახელი ეწერა. დაკეცილი ქაღალდი ნახევრად იყო გაპობილი და სისხლის სუნი სდიოდა, როგორც იმ თოვლს, რომელიც ასე მშვიდად ათოვდა გაყინულ ხელებს…
გეგა ბარბაცით ჩამოუყვა ელბაქიძის აღმართს და სკვერში წამოჯდა. დიდხანს იყო მიშტერებული ცარიელ სივრცეს მერე კი თავისთვის რამდენჯერმე წარმოსთქვა: ,,დედა, დღეს ცოტა დამაგვიანდება, სამსახურის მერე გავისეირნებ… გავისეირნებ!’’
განათებულ ხიდზე ნამქერი ტრიალებდა ყველაფერი შეყუჟულიყო თითქოს. მხოლოდ ხანდახან ლამპიონის ქვეშ გამოჩნდებოდა ბარბაცით მიმავალი ადამიანის სილუეტი, რომელსაც ცხოვრება ეკიდა ზურგზე.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. ინწერესნა. კარგია ^^

    პასუხი
  2. დამბურძგლა )))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: