შენ

მთქნარებითა და თვალებით,    
რომლებსაც სძინავთ ნახევრად,
კლავიატურის წამებით
ამ სიტყვებს მოგწერ საქებად…
გეტყვი, გაგართოს ოცნებამ
რომ მუდამ ღიმილს გხედავდე.
დამათროს შენმა კოცნებმა,
ფხიზლობას ვეღარ ვბედავდე.
სიცილით სავსე თვალები,
ცრემლით არასდროს აგევსოს.
გადამეხადოს ვალები,
არა თქვან, – ქალთან აგებსო!
გულს მოგცემ, სულსაც გაგიყოფ,
მკერდში რაცა მაქვს ქონება.
გემუდარები, ამიტომ
სულ ნუ დამიბნევ გონებას.
მინდა ლამაზად  შეგაქო,
გიწოდო მშვენიერება!
თითები ნაზად შეგახო,
და ვიგრძნო ბედნიერება…
ეს ის ფიქრია, ძილის წინ,
რომ მექცა მინი-ოცნებად,
სიზმარში გნახავ ვინ იცის,
დაგშლი უამრავ კოცნებად.
მივენდო ღამეს ფიქრიანს,
სანაცვლოდ შენს თავს მივიღებ,
კადრები სწრაფად მიქრიან
და შენც უფრო შორს მიიწევ.
ვინატრებ მუდმივ სიბნელეს,
რომ ძალიან დიდხანს გეფერო,
ვერ შემაშინებს სიძნელე
ჩემო სინათლის ელფერო!

წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ ❤

    პასუხი
  2. shioooo dzaliiiian magariaaaaa :*:*:*vaih exla bbevrjer wavikitxav!!! 😀 :*:*:*

    პასუხი
  3. მე შენ როდის გეუბნებოდი “გადავარდნილი” ხარ მეთქი.. მაგრამ ვინ რას გეტყვის 🙂 …

    პასუხი
  4. შენი ყველა ლექსი სხვადასხვაგვარია. ანუ, იმას ვგულისხმობ, რომ ერთის სტილიც კი არ ჰგავს მეორისას და ეს მომწონს. თუმცა, ეს მაინც ყველაზე განსხვავებული გამოვიდა 🙂

    კაია, ყოჩაღ 😉

    პასუხი
  5. I love you soooooo muchhhhhhh!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    პასუხი
  6. ამის დამწერი უნიჭო ვერანაირად ვერ იქნება :))))))) ესეც პასუხი შენს პოსტს- “მაგრძნობინეთ” :))

    პასუხი

Leave a reply to ninuca კომენტარის გაუქმება