Viva სიხარული!

არა რაა, რაც არ უნდა ილაპარაკოს გოგი გვახარიამ, პრეზიდენტმა საოცრად დიდი სიხარული გვაჩუქა რიყის პარკის გახსნით. არ გჯერათ? იმდენად დიდი, რომ წეღან მოვკატაობდი რუსთაველზე და დებილივით ვიღრიჭებოდი ჩემდაუნებურად. ხალხიც, ზოგი ღიმილით მპასუხობდა,ზოგი კი შეჭმუხნული და ცხვირის გასწვრივ აწეული წარბებით იქნევდა თავს აქეთ-იქეთ. ჩემი ფსიქიკური თუ სულიერი მდგომარეობა რა თქვენი საქმეა ახლა თავზე რომ გახვევთ, ამიტომაც ისევ იმ სიხარულს მივუბრუნდეთ, რომელიც ალბათ ჩემი სახის ასეთი მიმიკების მიზეზი გახდა… 
საითაც არ უნდა გაიხედო, როგორც კი მზის სხივები თვალს ეფარება და ქალაქს ნახევრად ბნელი, რომანტიკული ჰაერი ავსებს, ჩანს ზღვა სიხარულისა! ფერებისა, რომლებიც ასე ძალიან აკლია რეალურ საქართველოს. ამოღებული აქვთ კარადაში მანამდე მიჩქმალული, ფერად-ფერადი კაბები და მაისურები, საგანგებოდ გაკეკლუცებულნი და მოწესრიგებულნი (ბიჭები) სეირნობისთვის ცოტა სწრაფი ნაბიჯით მიეშურებიან ერთი წერტილისაკენ. მიდიან იქ, სადაც შესასვლელში კიდევ ერთხელ, ღრმად ამოისუნთქებენ და აწი უკვე სრულიად დამშვიდებული ნაბიჯით, ოდნავ მომაბეზრებლად ნელაც კი, გააგრძელებენ სეირნობას.
არ ვაფერადებ! შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ გადავწყვიტე სასარგებოლოს დამემატებინა სასიამოვნო, თუ როგორცაა და პატარა კვლევასავით ჩამეტარებინა. რამოდენიმე დღის განმავლობაში ვკატაობდი ორთაჭალის, სოლოლაკის და თავისუფლება-რუსთაველის ტერიტორიაზე, თავისთავად პლეხანოვით ვიწყებდი. რა გასაკვირია, რომ ფეხით მოსიარულეებზე სწრაფად ვმოძრაობდი, გზადაგზა კი ვცდილობდი დამემახსოვრებინა მეტნაკლებად რამით გამორჩეული კვლევის ობიექტები (მოკლე კაბა, ბევრი ,,შპაკლი”, დიდი მკერდი ან საოცრად დაკრიალებული ფეხსაცმელები)… რა თქმა უნდა მათი მოძრაობის მიმართულება რიყის პარკის მარშრუტს ემთხვეოდა, რომელშიც სახლში დაბრუნებისას გავივლიდი და რომელშიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მიერ ,,დამახსოვრებული” პერსონებიდან 70-80% აღმომიჩენია. აქედან დავასკვენი, რომ ჩემი შემჩნეული ,,გამოპრანჭული ნაკადი” სწორედ იქ მიემართებოდა, სადაც მქონდა ეჭვი. არ იფიქროთ რამეს ვერჩოდე ამ ახალგაზრდებს, ან რა უფლებით უნდა ვერჩოდე?! წამალს არ იკეთებენ, არაფერს აშავებენ და სეირნობენ.  მაშფოთებს ერთი მხოლოდ… პარკი,  რომელიც უნდა იყოს პარკი, ისევე როგორც, ვერის, ალექსანდროვის, ვაკის და ა.შ. დაემსგავსა ლონდონის ,,ჰაიდ პარკს” და აშკარად გვიჩვენებს რამდენად უსაქმურია ჩემი თაობა. არამგონია დასაქმებული რომ ვიყო, საღამოთი ნახევარი თბილისის გავლის სურვილი მქონდეს, საგანგებოდ გამოპრანჭულს, იმისთვის რომ ამ ,,პარკში” ლაყაფით დავკავდე. თუ მაინც და მაინც ბუნების მოყვარული ვარ და ვერ ვძლებ უმისოდ ბეტონით სავსე დედაქალაქში, არც ესაა მიზეზი, რადგან მოგეხსენებათ ჯერ-ჯერობით რიყეზე მხოლოდ ხელოვნური გაზონის ნაგლეჯები წარმოადგენენ დედა-ბუნებას. სანახაობა დამავიწყდა, პარდონ! მივედი, ვნახე ერთხელ… ჰოი, საოცარი განათებები და პროექცია ფანტანზე. მართლა ლამაზი იყო! მივედი მეორედ, ისევ საოცარი განათებები და პროექცია ფანტანზე… ამიხსენით, რა მინდა ამ კუთხით იქ მესამედ? სკლეროზი ჯერ არ მაწუხებს!
დარჩა რა? მიზეზი, რომელიც ესოდენ დიდ სიხარულს გვჩუქნის და ჩვენც გვიხარია! მიზეზი კი ისაა, რომ მთელი დღე სახლში და ქუჩაში უსაქმოდ დაგდებულებს ლოგიკურად გაგვახარებს ასეთ ხალხმრავალ ბირჟაზე მოხვედრა, ნაცვლად ძველი, გრილი ხეებითა და ბუჩქებით სავსე პარკისა, სადაც გაზონი გაუნათებელია და ლამპიონები ყვითელი, მკრთალი შუქით ღამის სიმშვიდეს მხოლოდ მხარს უჭერენ.  აბა  ასეთ პარკში ყოფილიყო  ,,კოცნის აქცია”… -არ იზასავესო! რა თქმა უნდა არ იზასავებდნენ, რა რომანტიკა უნდა ყოფილიყო ბეტონის ტრიბუნებზე, მშენებარე ტერიტორიის გვერით. ამ ამბავმაც მეტ-ნაკლებად ტკივილით ჩაიარა და შევეშვათ…
თუმცა რა საჭიროა ლოგიკა, როცა მიზეზი კონკრეტულად სახელდება. ,,მივდივართ ევროპისკენ!” მივდივართ ბატონო და მოგეხსენებათ ევროპაშიც არის მრავლად ასეთი სალაზღანდარაო ადგილები, ზემოთ ნახსენები ,,ჰაიდ პარკისა” არ იყოს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ხალხმა, რომლებიც იქ მიდიან ზუსტად იციან რა უნდათ იქ და არავინ იტყუებს თავს საღამოს სახლში დაბრუნებული, – ,,დღეს პარკში ვისეირნეო”!
ისე მთავარია გული ხარობდეს ხო?! რა აზრი აქვს სად და რომელ პარკში ვიქნებით!  სასიამოვნო საღამოების გატარებას გისურვებთ!
Viva სიხარული!

შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. შენ მაგარი გაბრაზებული ხარ აშკარად 😀 😀

    ეს რაა ბულვარის სიტუაციასთან შედარებით 😀 ერთი კვლევა მაქაც კია ჩასატარებელი, მარა არ მცალია ჯერ მაგისთვის 😀

    პასუხი
  2. ბულვარი ბულვარია და აქ ვერ გაიგებ რა ხდება

    პასუხი
  3. აბა, რა გითხრა, სულ არ ვარ მაგ ბულვარზე ნამყოყი 😀

    პასუხი
  4. (ბულვარში)

    პასუხი
  5. შიო, შენი სკაიპი მომწერე 🙂

    პასუხი
  6. აუ რა მაგარი იყო, გეთანხმები. მივდივართ ევროპისკენ და ვიღებთ ყველაფერ ცუდს და რაც კარგი აქვთ იმას არათუ იღებენ არც კი ამჩნევენ! შენ რიყის პარკმა ილია ჭავჭავაძის “იზლერის ბაღი” (პეტერბურგის გული) გამახსენა. 🙂

    პასუხი
  7. ცუდ დღეში ვართ 😦

    პასუხი

Leave a reply to შიო კომენტარის გაუქმება