* * *

ვიცი სხვისი ხარ,

მტკივა, არ ვამბობ,

თავში მკიდიხარ,

გულში კვლავ ვნანობ.   

სადღაც მიმათრევ,

ყველგან მოგყვები,

თუ გამიმართლებს

შენგან მოვკვდები.

მტანჯავს ეჭვები,

მისი შეხება,

ვერ შევეჩვევი

ცუდის შექებას.

შორი ვნებებით,

თითების ენით,

ისევ გნებდები,

და ვცოცხლობ შენით.

ვიცი სხვისი ხარ,

 არც გექაჩები,

შორს ნუ მირბიხარ,

მუზად დამრჩები. 

Advertisements

ილუზია


ერთხელაც ისე მოხდება, შენც შეგიყვარდება ვინმე და მიხვდები რა არის ღრუბლებში ფრენა, დაბინდული გონებით სიარული, ხმის ამოუღებლად საუბარი და ურთიერთობა. ერთხელაც შეგიყვარდება და მიხვდები რომ ეს მხოლოდ შენი დახატული სამყაროა ისეთი, როგორიც ბავშვობიდან გსურდა რომ ყოფილიყო. ცისარტყელებითა და დიდფიფქა თოვით. უძილო ღამეებიც, ფანჯარაში გაშტერებული მზერები, ყველაფერი ეს შენი წინასწარ გამზადებული პროექტია. დადგმული და კარგად შესწავლილი სცენები, რომლებსაც ვირტუოზული ხელოვნებით თანდათან გზადაგზა რაღაცეებს ამატებ, კიდევ უფრო ფერადს ან პირიქით ჩამუქებულს ხდი და შენივე ყოველი წარმატებული დუბლით იძენ კმაყოფილებას, რომელსაც ცალკე ინახავ სადღაც, რომ მერე როცა დრო მოვა, გახსნა და თქვა: ,,მე მიყვარდა!’’ (more…)

ინტერვიუ

დავსვი და დიკტოფონი ჩავრთე. ხმა არ ამომიღია…
,,ძირითადად ადამიანების მოქმედება ხომ მათი მოთხოვნებიდან გამოდინარეობს, ამიტომაც შეიძლება ყველაფრის დასაწყისად ჩავთვალოთ ეს ჯადოსნური ,,მინდა!’’
სწორედაც რომ მინდა ახლა ლაპარაკი! უბრალო მშვიდი დიალოგი მინდა ადამიანთან. ეს ძალიან მჭირდება, იმდენად, რომ ბოლო პერიოდში საკუთარ თავის შეცნობის გადაულახავ ბარიერადაც მექცა. იმდენად საჭიროა ეს დიალოგი, რამდენადაც ყოველ დღე რამდენიმე კილოკალორია ორგანიზმისთვის…
საქმის სერიოზულობა ალბათ მხოლოდ სიტყვების ფასის დონეზე დადის ჩემს ტვინამდეც, თორემ სხვანაირად აფორიაქდებოდა გონება და აიყოლიებდა ხორცისგან შემდგარ იარაღსაც ტანის სახით, აქედან კი ალბათ გამოვიდოდა რაღაც… რეალურად ის ისევ ჩუმად მიკუნჭულა ნაცემი და მისუსტებული სველ კუთხეში. მხოლოდ თავისთვის შოკირეულ რეჟიმში იმეორებს ოცნებას იმ უტოპიაზე, რომლისაც გონების რეალურ დროში მუშაობის დროს საერთოდ აღარ სჯერა თვითონაც. (more…)

! ! !

ძალიან მშვიდად გამეღვიძა. აი, ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე გარედან, ვიწექი მძინარე და უბრალოდ თვალები გავახილე ნელა. არც გავნძრეულვარ, ისევე წყნარად გადმოვიტანე ფიქრი სიზმრიდან ცხადში და განვაგრძე… სიზმარი კი დიდად არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, მაგრამ რაღაც იყო მასში ისეთი, რამაც იქვე დამაფიქრა და მერე აგერ ეხლაც არ მასვენებს…
ვისაც ალკოჰოლთან ნორმალური დამოკიდებულება გააჩნია, ეცოდინება რა არის მთვრალი კაცის სიარული, ყოველგვარი წესის გარეშე რომ გაქანებს აქეთ-იქეთ. კიდევ უფრო საოცარია ეს მომენტი სიზმაში, ცოტა ფანტაზიასაც თუ შეურევ საინტერესო რამე გამოდის. მეტი უწონადობა და მოძრაობების უმართაობა… მგონი ძალიან გავერთე! მოკლედ, დამესიზმრა, რომ ელბაქიძის დაღმართს მოვუყვებოდი მთვრალი. მსუბუქი, გაქცეული ნაბიჯებით. გზის ყოველი წამით ვტკბებოდი და როცა ვისკის ზედმეტმა დოზამ მარცხნივ პატარა სკვერისკენ მიბიძგა, შევყევი მას და მძიმედ დავეშვი ქვის სკამზე. ,,მგონი მარტო ამ სკვერშიღა დარჩა თბილისში ასეთი სკამები’’” – გავიფიქრე და გავახილე თვალები…
რამდენიმე წლის წინ გეგა თვაურიც ამ სკამზე იჯდა და კარგად დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევად, მისი ტანიც ქანაობდა წითელი ღვინის მადლიანი ხასიათის გამო. პალტოს აკეცილი საყელო ლამის ბეჭებზე გადაეგდო, ღილები შეეხსნა და არანაირი მიმიკით არ იმჩნევდა სუსხიან თოვლნარევ ქარს, რომელიც პირდაპირ სახეში ურტყამდა გამწარებულად. პრინციპში ვერც სხვა მიმიკების თვალერებით იჯერებდით გულს, თითქოს გაყინულაო ისე მიმკვდარიყო უსიცოცხლო სკვერის გარემოს. ვინ იცის რა ფიქრები უტრიალებდა იმ წამს თავში. შეიძლება სწორედ ლუკაზე ფიქრობდა… (more…)

Друзья

была пора, я был ребенком,
Пешком под столиком шатался,
Любил её да и не только,
Для всех любимым сам казался.

Прошли года, подрос, стал думать…
Вокруг менялись все цвета.
Я различал что ум, что тупость,
Натягивалась клевета.

Все с тем-же сердцем напивался,
Любовю подлых мне персон;
Простить всему всех собирался,
Но это был наверно сон…

Настал тот час, раскрылос небо,
Весь маскарад пошел на дно,
Понять кто мой, а кто им не был,
Смог только после и на зло…

На зло себе и всем на свете,
Я развернулся и ушел,
Проснулся в парке на рассвете,
Как будто весь с ума сошел.

Вернули в жизнь меня, подняли,
Кормухи дали и попить;
Друзья, что руку мне подали,
За них любово’б утопить…

Они мой свет и моё горе,
Объект всех дум мойх и слёз,
Любовь к ним у меня как море
Если’б не вы, друзья, то кто ж…?

შენ

მთქნარებითა და თვალებით,    
რომლებსაც სძინავთ ნახევრად,
კლავიატურის წამებით
ამ სიტყვებს მოგწერ საქებად…
გეტყვი, გაგართოს ოცნებამ
რომ მუდამ ღიმილს გხედავდე.
დამათროს შენმა კოცნებმა,
ფხიზლობას ვეღარ ვბედავდე.
სიცილით სავსე თვალები,
ცრემლით არასდროს აგევსოს.
გადამეხადოს ვალები,
არა თქვან, – ქალთან აგებსო!
გულს მოგცემ, სულსაც გაგიყოფ,
მკერდში რაცა მაქვს ქონება.
გემუდარები, ამიტომ
სულ ნუ დამიბნევ გონებას.
მინდა ლამაზად  შეგაქო,
გიწოდო მშვენიერება!
თითები ნაზად შეგახო,
და ვიგრძნო ბედნიერება…
ეს ის ფიქრია, ძილის წინ,
რომ მექცა მინი-ოცნებად,
სიზმარში გნახავ ვინ იცის,
დაგშლი უამრავ კოცნებად.
მივენდო ღამეს ფიქრიანს,
სანაცვლოდ შენს თავს მივიღებ,
კადრები სწრაფად მიქრიან
და შენც უფრო შორს მიიწევ.
ვინატრებ მუდმივ სიბნელეს,
რომ ძალიან დიდხანს გეფერო,
ვერ შემაშინებს სიძნელე
ჩემო სინათლის ელფერო!

Viva სიხარული!

არა რაა, რაც არ უნდა ილაპარაკოს გოგი გვახარიამ, პრეზიდენტმა საოცრად დიდი სიხარული გვაჩუქა რიყის პარკის გახსნით. არ გჯერათ? იმდენად დიდი, რომ წეღან მოვკატაობდი რუსთაველზე და დებილივით ვიღრიჭებოდი ჩემდაუნებურად. ხალხიც, ზოგი ღიმილით მპასუხობდა,ზოგი კი შეჭმუხნული და ცხვირის გასწვრივ აწეული წარბებით იქნევდა თავს აქეთ-იქეთ. ჩემი ფსიქიკური თუ სულიერი მდგომარეობა რა თქვენი საქმეა ახლა თავზე რომ გახვევთ, ამიტომაც ისევ იმ სიხარულს მივუბრუნდეთ, რომელიც ალბათ ჩემი სახის ასეთი მიმიკების მიზეზი გახდა…  (more…)

%d bloggers like this: