ნახევრად წასაკითხი პოსტი

თუ დაფიქრებულხართ რა დონეზე ცოტას ვცხოვრობთ?!
ორმოცდაათი? სამოცი? თუნდაც ასი წელი ავიღოთ… გამოვაკელით პირველი 5-10 წელი, რადგან ამ დროს არაფერს არ ვაზროვნებდით და შესაბამისად მხოლოდ სხეულის სრულყოფით ვიყავით დაკავებული, დაახლოვებით 40 წელი, რომელიც ძილში გავატარეთ და უკეთეს შემთხვევაში შეგვრჩა 50 წელი. ისიც თუ ვუნდერკინდები ვართ და ათი წლის ასაკიდან დავიწყეთ კოსმოსში საკუთარი კვალის დატოვება. რეალურად კი ამ ყველაფერს ვიწყებთ ოცი წლიდან და იმ ქვეყნად ვბარდებით სამოც წელს მიტანებულები ანუ ესეც
შენი ცხოვრების ათი წელი. ეს ბევრია? არაფერია!
მშობლებმა იწვალეს არაერთი ღამე ათიეს, დედამ თითქმის წელიწადი გზიდა, სამყარომ ითმინა შენი ყოველგვარი ბოროტება და რის გამო? საცოდავი ათი წლის გამო, რომელიც ან არის შენს ანგარიშზე და ან არა, კიდე საკითხავია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დილით გაღვიძებულს საკუთარი თავის მიმართ დაახლოვებით ზიზღისმაგვარი გრძნობა მემატება. ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ ვფიქრობ რაში ვადგები რამეს ან ვინმეს?! უი გამახსენდა!!! მიყვარს, ვეხმარები, ვუყვარვარ, ვამხნევებ, ხე დავრგე, ბლა… ბლა… ბლა!
რა აზრი აქვს ამგვარ თავის მართლებას სამყაროს წინაშე? რამდენი გაკეთებული ,,სიკეთეც” არ უნდა გავიხსენო რა მოსატანია ეს იმ დროსთან რაც სულიერებმა უნდა გავატაროთ ამ პლანეტაზე?
არც პაგანინი გამოვა აწი ჩემგან და მით უფრო აინშტაინი, აქედან გამომდინარე ვერაფერს გამოვიგონებ ისეთს. რომ მსოფლიომ ჩემი სახელის გაგონებაზე გულში იამაყოს, რადგან ისიც ჩემსავით ადამიანია. ბევრი ფული ვიშოვო? მერე რა?! ვის არ უშოვია? ესეც ნაგავი იდეაა…
მოკლედ, უაზროდ რომ არ გავაგრძელო მაგალითების ჩამოთვლა, მე ვფიქრობ რომ დაახლოებით ,,ჩემ მდგომარეობაში” ბევრია ამ ქვეყანაზე და აი, ისევ ვაგრძელებ ჩემს მიერ შექმნილ “კანონს” და გთავაზობთ რიგით მე-3 მუხლს.. რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შეეხება.. მოგახსენებთ რომ ეს განხრა ჩემთვის უსაყვარლესი და უმნიშვნელოვანესია.. ამიტომაც გადავწყვიტე რაიმე ჩემეულიც დამეწერა მასთან დაკავშირებით..
ადამიანის უფლებებზე საუბარი ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყო.ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ ადგილას ადამიანისთვის დაბადებიდან აუცილებელი იყო, არის და იქნება: წყალი, ჰაერი, საკვები, ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება. ეს უფლებები ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს, საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა და სანამ ადმიანი იარსებებს, არც შეიცვლება. სწორედ ამიტომ მათ ადამიანის ბუნებითი უფლებები ეწოდა. ეს არის უმთავრესი, სასიცოცხლო მნიშვნელობის უფლებები, რომელთა გარეშე საზოგადოების არც ერთ წევრს არ შეუძლია არსებობა.
საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ მისი მოთხოვნილებები იზრდებოდა და შესაბამისად, ადამიანება ახალი უფლებები შეიძინეს. მაგალითად, მათ გაუჩნდათ სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის სურვილი. შედეგად, ადამიანის ბუნებით უფლებებს დაემატა ახალი, შეძენილი უფლებები..
მუხლი 3 . სათაურით:” ადამიანს ბევრი რამის უფლება აქვს, მაგრამ ყველას გამოყენება საჭირო არ არის” )))))
მაგალითად, ადამიანს გააჩნია ინფორმაციის მიღების უფლება, მაგრამ ტვინის ზედმეტად დაძაბვა სრულიად არ არის საჭირო ამ შემთხვევაში. გარეთ 45 გრადუსი სიცხეა და გატანჯული ადამიანები ცდილობენ რამენაირად მაინც შეიქციონ თავი, ამიტომაც უბრალოდ გაიღიმეთ იმ ადგილზე სადაც პოსტის კითხვისას აზრი აგერიათ. რა მოხდა მერე?! ვის არ მოსვლია… ამ პოსტს ორი ავტორი ჰყავს და შესაბამისად აზრთა სხვადასხვაობაც გამორიცხული არაა. ხოდა ნუ ეძებთ ყველაფერში მიზეზებს, ზოგი რამ ისევე სულელური სახით მიიღეთ როგორც მოგეწოდებათ ხანდახან ამაშიც არის ხიბლი

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. postis kitxvisas azri ar amrevia, imitom rom mec xshirad vfiqrob msgavs ramerumeebze..megona marto viyavi. kargia rom marto ar var 🙂

    პასუხი
  2. მარტივია იწუწუნო იმაზე, რომ ცოტას ცხოვრობ. ვერც პაგანინი და ვერც აინშტაინი ცხადია ვერ იქნები, იმიტომ რომ ორი პაგანინი არავის სჭირდება. სამაგიეროდ, შენ შეგიძლია იყო შიო და შენი არსებობით თუნდაც რამდენიმე ადამიანს გაუხარო გული, პარალელურად შენც რომ გიხროდეს ისე. და ეს ცოტაა? ბევრია შენი აზრით მსოფლიოში ადამიანი, ვინც საკუთარი კვალი დატოვა და სხვა ადამიანები მისით ამაყობენ? ძალიან ცოტაა ასეთი ხალხი და რა ვქნათ დანარჩენებმა, არ ვიცოცხლოთ? თუ შევეცადოთ ჩვენც დავტოვოთ რაღაც კვალი? თუნდაც სულ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაში?

    “რამდენი გაკეთებული ,,სიკეთეც” არ უნდა გავიხსენო რა მოსატანია ეს იმ დროსთან რაც სულიერებმა უნდა გავატაროთ ამ პლანეტაზე?” – ამოვწყდეთ მაშინ ყველა ერთ დღეს, ვამძიმებთ დედამიწას როგორც ჩანს.

    პასუხი
  3. 1. მდაა.. რა კალკულაციით გამოიყვანე 10 წელი ვერ მივხვდი, გეგონება ბევრი იწვალე რაც შეიძლება ცოტა რომ გამოსულიყო 😛 . ადამიანს დაახლოებით 8 საათი სძინავს, ანუ დღის მესამედი, ანუ ცხოვრების მესამედი.. თუ 120 წელი ვცოცხლობთ მაშინ 40 წელი ძილში ნუ დაგვენანება, მაგრამ თუ ამბობ რომ 60-ს ძლივს მივატანთ მაშინ 40 2-ზე გაყავი.

    2. საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 77 წელია და არა 50 ჰაჰაჰა 60 ეზ იუ სინქ 😛

    3. ვერ დავიჯერებ რომ ჰეროსტრატოსის დაავადება გჭირთ 😀 ! სულ არ გკიდიათ რა კვალს დატოვებთ ამქვეყნად? ჯასთ გაიღიმეთ და იცხოვრეთ ისე როგორც გინდათ 😀

    პ.ს ეს რიტორიკული კრიტიკა იმ ორი ავტორისთვის, რომლებიც ნახევრად ცარიელ ჭიქას ხედავენ (ბოროტინინისსმაილი), კარგია პოსტი ღიმილით (ან “გაიღიმეთ” მოწოდებით) რომ მთავრდება 🙂 :* 😀

    პასუხი
  4. აი მესმის სტატისტიკური მიჩმორება! 😀 😀 😀 მე ჩემი გადმოსახედიდან მოვახდინე კალკულაცია და თან ეს 2 თვის წინანდელი ,,სტატისტიკა” მაშინ სხვაგვარად ვიყავ 😛

    პასუხი
  5. გვირილა და თან ორი ერთად 😉

    პასუხი
  6. “ამიტომაც უბრალოდ გაიღიმეთ იმ ადგილზე სადაც პოსტის კითხვისას აზრი აგერიათ.”

    სულ ასე მემართება და ამიტომაცაა, რომ უკვე მეორე კვირაა (მგონი) ბლოგზე არაფერი დამიწერია! მე მიშველის ღიმილი? (ხელი შუბლზე)

    პასუხი
    • დებილი ვარ )))
      პოსტის კითხვისას წერია და მე რატომღაც პოსტის წერისას წავიკითხე! ))
      დებილი ვარ ))) (ვიღიმი) :))

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: