წუხანდელი თეთრი ღამე

რა უნდა ქნა როცა ურთიერთობები არ ლაგდება? ადამიანი ხომ ჭანჭიკი არ არის, ხრახნი შეუსწორო და მიარგო სხვას… საოცრად რთული მექანიზმები ვართ და ყველა პატარა უჯრედში ინდივიდუალური გამოხტომები გაგვაჩნია. შესაბამისად ძნელად შესაძლებელია ჩვენი ხრახნების გადაკეთება მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ხრახნებს უკვე დიდი ხნის ჟანგი მოჰკიდებია და თავის ფერზე ჰყავს წაყვანილი.
,,მთავარია გაგება და ადამიანობა!” გავყვირივართ და გვავიწყდება რომ ადამიანობა ანუ ინდივიდუალურ სუბიქტად არსებობა უკვე თავისთავად გამორიცხავს გაგებას, რადგან თუკი ყველას გავუგეთ და საკუთარი აზრი გადავღებეთ სქელი საღებავით ეს რთული რაღაცაც მოყვება მისი ფენის ქვეშ, რასაც ადამიანი ეწოდება. არადა ამ სტატუსის ტარება დაბადებიდან დაგვევალა და სხვა გზა არც გაგვაჩნია. სიკვდილიც კი ვერ გვიხსნის ადამიანობის მოვალეობისაგან!
დილაობით უაზროდ ადრე გაღვიძებული ვწევარ და ვფიქრობ რამდენს მოვახვიე ჩემი სულელური აზრი თავზე ისე, რომ არც მიკითხავს მოწონთ თუ არა ის. სხვაა, როდესაც რამე ,,ხორციანზეა” დავა და დებატების პროცესი უკვე შედეგია, მაგრამ როდესაც ადამიანები შენს მიმართ ,,გაგებას” იჩენენ და პატივისცემის, მოთმენის და ათასი რამის გამო უბრალოდ გისმენენ, რამდენად დასაფასებელია ეს მომენტი? დადებითია, როგორც გამგებიანი პიროვნება შენს გვერდით, თუ უარყოფითი, როგორც ადამაინი, რომელიც გატყუებს და გიღიმის მაშინ, როდესაც ერთი სული აქვს ხმა ჩაიგდო?
ამ დედააფეთქებული ,,მედალის” არსებობა ბოლოს მომიღებს და ნელ-ნელა იქით ვიხრები, რომ დავინახო ის მხარე რომელიც მაწყობს (პრინციპში სხვანაირად არც ხდება), მაგრამ აღარ ვიწუწუნო და ვიფიქრო მერე მეორეზე!
ეს დამპალი გაგებაც რომელი მხრიდან უნდა შევატრიალო ვეღარ ვხვდები, რომ სიამოვნება მომანიჭოს. ჩემსას თავი დავანებოთ და სხვის გაგებას მივადექი ჩემს მიმართ. ვდგევარ და იმის მაგივრად რომ მადლობელი ვიყო, დილას ვათენებ იმაზე ფიქრში, კარგად მოიქეცი თუ ცუდად რომ გულისხმიერება გამოიჩინე და გამიგე.
ალბათ ხასიათსა და განწყობასაც გააჩნია… ხან უსამართლოდ და სულელურად გინდა რომ სიბრალულის ობიექტი იყო, არადა ამის არანაირი უფლება არ გაგაჩნია, ხან კი პირიქით, როცა ამ სიბრალულს იმსახურებ, გამაღიზიანებლად მოქმედებს შენზე და მადლ-ობის მაგიერ, უარყოფითად განეწყობი მის მიმართ.
,,მადლი” საოცარი სიტყვაა და ქართველებმაც ბევრი მნიშვნელოვანი სიტყვა ვაწარმოეთ მისგან, რაც შემთხვევითი არაა და უსათუოდ ემსახურება კეთილ საქმეს. იმ საქმეს, რომელიც უნდა ვაკეთოთ ალბათ ცხოვრებაში და რისი მიზეზიც სწორედ ის მადლია, რომელიც ჩვენში ჩაიდო დაბადებისას, ღმერთის სახით. ისევე აქედან გამომდინარეობს ლოგიკურად, რომ ბუნებით ეგოისტი არსებები, ადამიანები, უნდა ვემსახურებოდეთ საკუთარი მადლის გაზრდას და ეს კი მხოლოდ სხვისთვის მისი განაწილებითაა შესაძლებელი, მადლობის თქმით. ამიტომაც ალბათ, ჩემი მოკრძალებული აზრით, მაინც ჯობია ვეძებოთ ყველაფერში ნათელი მხარე რომ საქმე სამადლობელოდ გვქონდეს, მეორე შავი მხარე ისედაც გვივსებს თვალებს თავისით და მუდამ გვეტენება და მის ძიებაში ძვირფასი დროის დახარჯვა სრული სისულელე იქნებოდა…
თქვენი დროის ნაყოფიერად გახარჯვას გისურვებთ! 🙂

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. დროის ნაყოფიერი ხარჯვის შესახებ ადამიანები უბრალოდ ზღაპრებს იგონებენ ხოლმე. დრო დროულად იხარჯება იმაზე რაზეც საჭიროა და კიდევ, ყველაფერი მალე მართლა ზალიან მაგრად იქნება აი ნახავ თუ არა კიდე რაა! 🙂

    პასუხი
    • რახან შენ გამოჩნდი აწი სხვანაირად ვერც იქნება, რაღა მომკლავს?! :)))) ნაყოფიერებას რაც შეეხება, ნაყოფსაც გააჩნია და ნაყოფსაც…. 🙂

      პასუხი
  2. “დადებითია, როგორც გამგებიანი პიროვნება შენს გვერდით, თუ უარყოფითი, როგორც ადამაინი, რომელიც გატყუებს და გიღიმის მაშინ, როდესაც ერთი სული აქვს ხმა ჩაიგდო?” – შენ ასე ხარ ხოლმე?

    დასკვნაში გეთანხმები 🙂

    პასუხი
  3. მეც ასე არ ვარ მაგრამ თუ ვინმე ასე დამინახავს, შეიძლება ავტომატურად გავხდე კიდეც 🙂

    პასუხი
    • ხოდა, საქმეც მაგაშია ზუსტად. როგორც შენ არ ხარ, ისე არაა სხვაც. და როგორც შენ შეიძლება გახდე ასეთი თუ ვინმე ასე დაგინახავს, ისევე სხვაც. დასკვნა – შენც ნუ დაინახავ მასე.
      არ სჭირდება ადამიანურ ურთიერთობებს მასეთი ჩაღრმავება, უბრალოდ უნდა იცხოვრო აწმყოში, თან ისე, როგორც გინდა. როცა ადამიანი გისმენს, არ ნიშნავს იმას, რომ ერთგვარი მოვალეობის გამო აკეთებს ამას და ერთი სული აქვს “ხმა ჩაიგდო”.

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: