სწორედ ის პერიოდი იდგა, თბილისის პატარა ქუჩების აგურისფერს ოდნავ მწვანე რომ შეერევა ხოლმე და მზეც სასიამოვნოდ ატყუებს ხალხს მომაჯადოებელი სითბოთი ტალახიანი მარტის მერე…
მეგობარმა წიგნი ათხოვა. სასიამოვნო გარეგნობის ფურცლების კრებული თავიდანვე კარგად წავიდა და პირველი ნახევარი თვალმოუწყვეტლად ჩაამთავრა. იმდენად ჰგავდა სიუჟეტი მის ცხოვრებას, რომ სახიდან აღტაცება და გარკვირვება არ მოშორებია. ყოველი ფურცელი მისი ცხოვრების რომელიმე დღე იყო და ეს აგიჟებდა, თუმცა მთელი არსებით ცდილობდა გამკლავებოდა თითქოსდა უაზრო გრძნობებს, რომლებიც წიგნის მთავარი გმირის მიმართ გასჩენოდა.
საოცრად ბევრი საერთო ჰქონდათ… მასაც ის უხაროდა რაც იმ აჩრდილს, ორივეს ერთი და იგივე პრობლემები ჰქონდათ და ორივეს ერთი რითმით ენგრეოდათ ცხოვრება თავზე. ხო… სცენარში ნეგატივმა იმატა, იმდენად, რომ სასიამოვნოდ გაყოლებული სტრიქონები თავის ტკივილად გადაიქცა. ,,მეგობრები წავიდნენ…” აქ შეწყდა ყველაფერი. ამის ატანა უკვე მაზოხიზმისკენ იხრებოდა და ლამაზყდიანი წიგნი მაშინვე მოექცა ქსეროქსის ფურცლებისა სხვა მხატვრული ლიტერატურის ქვეშ, ყველაზე ბოლო ადგილას.
თბილისის ქუჩებმა მთელი დოზით შეიწოვეს სიმწვანე და უკვე გახუნებულ მტვრის ფერსაც ირევდნენ ნელ-ნელა. აუტანელი სიცხის მერე უჩვეულოდ გრილი საღამო იყო, როცა თხელმა წიგნმა ისევ დაიმსახურა ყურადღება და ქაღალდების მაღალი სვეტის სიმძიმეს თავი დააღწია. რამოდენიმე წაუკითხავი ფურცელი მეგობრების წასვლის მომენტის მერე წამებში იქნა აღქმული და გული სწორედ იმ მეგობრებისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით აივსო, რომლებიც არსად წასულან და პირიქით, ყოველთვის როდესაც ამის შიში ჰქონდა, იქვე, ახლოს იმყოფებოდნენ და მის გადარჩენაზე ზრუნავდნენ. იქნებ ეს წიგნიც თვეების წინ წასაკითხად განწირული იყო იმ თანადგომისთვის, როგორიც ჩინელებს გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ!
ყოველ შემთხვევაში ამ წიგნის დასრულება უნდა იყოს რაღაცის დასაწყისი, რაღაც კარგის! ისეთის, რაც ბოლო პერიოდის უღირსობებს ჩამოარერეცხავს სახიდან, რაც დაეხმარება საკუთარი ფესვის მონახვაში და დააბრუნებს დედამიწაზე, სადაც თურმე სიყვარული ბევრად მეტია სხვა უაზრო სისულელეზე. იმ სისულელეზე, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა, სიკეთის კატალიზატორობაა!
ერთი წიგნის ამბავი
Advertisements
Posted by შიო on ივლისი 17, 2011
https://shiosmarani.wordpress.com/2011/07/17/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98/
წინა ჩანაწერი
ტიბეტი
ტიბეტი
შემდეგი ჩანაწერი
უაზროდ გრძელი პოსტი
უაზროდ გრძელი პოსტი
Nini
/ ივლისი 18, 2011როგორც იქნა დაამთავრე? 🙂 ხომ გითხარი ჰეფიენდით მთავრდებათქო 😛
შიო
/ ივლისი 18, 2011კი წუხელ მთელი ძალებით დავეცი და 12 წუთში გავანადგურე 🙂
აქსიომა
/ ივლისი 19, 2011დიდი მწერალი დადგება შენგან! 🙂
შიო
/ ივლისი 19, 2011საიდან დაასკვენი ერთი? წუხელ სახის გაძრობა მჭირდა ისევე როგორც გუშინწინ და იმის წინ და კიდე იმის წინ. ქალიშვილივით 12 საათზე ეროტიულ სიზმრებში ვარ! 😛 😀