ბოდიში წინა პოსტისთვის!

რამდენი რამ ხდება გარშემო რაც შეგვიძლია პარანორმალურ მოვლენასთან გავაიგივოთ… მაგალითად რამდენიმე დღით გამქრალი და ისევ ,,გაჩენილი” სათვალე, თუმცა ყველაფერი ეს ალბათ ჩვენი უზომოდ მრავალფეროვანი ფანტაზიებისა და შეხედულებების ნაყოფია და საკამათოც არაფერია, რადგან ვინ როგორ მიუდგება ამა თუ იმ მოვლენას, მისი პირადი საქმეა. მთავარი ამ ყველაფერში ისაა, რომ ადამიანები ვცდილობთ ათასი რამის გამოგონებას თავის გასართობად. ცხოვრება ხომ ციხეა, რომელშიც თუ არაფერი ამოკაწრე საკნის კედელზე, ისე უკვალოდ გაქრები, თითქოს არც კი ყოფილხარ. ამიტომაც ყოველ დილით გაღვიძებულებს გაგვაჩნია დღის გეგმა, ვაპირებთ ერთი ასო მაინც ამოვკაწროთ ჩვენს კედელზე. მეორე საკითხია განწყობა, რომლითაც ამას ვაკეთებთ… ან ათასგვარი ზედამხედველისა თუ ნებისმიერი გარეშე პირის ზეწოლით გავდივართ შავი სამუშაოს შესასრულებლად, ან საკუთარი ინიციატივით, ვიგონებთ რამე წამახალისებელ მიზეზს და ამ საბაბით შემართებულები ცხოვრების კიდევ ერთ დღეს სასიამოვნოდ ვატარებთ.
ყოველთვის არის შანსი გვერდზე ლატარიაში მოგებულივით აგვეწებოს რამე ისეთი ფაქტორი, რომელიც მთელი თავისი არსებით მოახერხებს ჩვენი ამაღლებული განწყობის უნიტაზში ჩარეცხვას, თუმცა ესეც ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ავყვებით. მაშინაც კი, როცა წინააღმდეგობის გაწევის თავი არ გვაქვს, შეგვიძლია უბრალოდ არ ვუსმინოთ, მაგრამ რატომღაც ალბათ სუსტი ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე თავს საკუთარი ნებით მივცემთ ხოლმე წამებას და მერე ვიმართლებთ იმით რომ ეგოიზმს არ მივეცით გასაქანი და ეს გვიხარია. ხო გვიხარია და ეს ამოწმებს იმას რომ უმეტეს შემთხვევაში მაინც ბოლოს კარგისკენ მივიწევთ უბრალოდ განსხვავებულია გზები და ხერხები ამ ფინიშთან მისაღწევად.
ფინიშიც თავიდანვე არჩეული გვაქვს და ვიცით რა გველოდება, მიახლოვებით მაინც მაგრამ მყარ ხიდზე გავლის მაგივრად მაინც წყალში ვტოპავთ ხოლმე ხშირად რომ შედეგით უფრო  მეტად დავტკბეთ. თავს დატეხილ უსიამოვნებას საკუთარი ნებით ვაბუქებთ და დრამატიზებას ვუკეთებთ, რათა უფრო მეტი თავდაჯერებულობა და ძალა ვიგრძნოთ როცა ყველაფერი გაივლის. ყველა ეს ნაბიჯი ჩვენი ინტიმური სამყაროა და ბატონ-პატრონები ამ ქონების ჩვენ ვართ, მხოლოდ არსებობს ერთი მაგრამ… იმას რასაც ჩვენ თვითონვე ვუწერთ საკუთარ თავებს ხშირად და თითქმის ყოველთვისაც სხვებს ვაბრალებთ და ეს ყველაზე დიდი შეცდომაა რაც კი ცხოვრებაში მოგვდის. შეიძლება გვაიძულონ ვთქვათ თეთრზე – შავიაო, მაგრამ არავის არ შეუძლია გვიკარნახოს ის თუ როგორ დავინახავთ ამ თეთრს. თუკი ეს პირიქითაა მაშინ ორი ვარიანტია ან ბრმები ვართ და მაშასადამე ხმა არ ამოგვეღება, ან ისევ და ისევ ვცდილობთ საკუთარი გადაწყვეტილება სხვას დავაბრალოთ!
თუ შევძლებთ და მართლა შევეშვებით ,,მტრის” გაკიცხვას, ლოგიკურად და რეალურადაც ის უბრალოდ დაკარგავს თავის სტატუსს რადგან  აღარ ექნება მტრობის საბაბი.
გისურვებთ ყველას ცხოვრებაში ერთ გასაკიცხ ადამიანს… საკუთარ თავს!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. “გისურვებთ ყველას ცხოვრებაში ერთ გასაკიცხ ადამიანს… საკუთარ თავს!”
    მომეწონა 🙂

    პასუხი
  2. მდაა.. თითქოს კარგია, მაგრამ ცოტა არ იყოს დამაბნეველია 😕 საერთო არსი ვერ გამოვიტანე, დავიღალე ალბათ 😛

    პასუხი
  3. შიო, ძალიან საყვარელი ხარ: ))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: