მუზა

მთელი ღამე დაუღლელად მუშაობდა სადარბაზოს კიბის თავზე დამონტაჟებული ჟოლობი. არც ღრუბელი ირცხვენდა თავს უმოქმედობით და დილამდე ყოველგვარი დანდობის გარეშე რეცხავდა  ბინძურ დედამიწას. ,,ხვალ ჰაერი გაკრიალებული იქნება” – გავიფიქრე მე და ეს ფიქრიც წამში მიარეცხა წვიმამ. ახალ-ახალი აზრები ისე სწრაფად შორდებოდა გონებას, თითქოს ვიღაცას წყლის ძლიერი ჭავლი მიემართა მათკენ. გარეთ კი დიდრონი წვეთების გმინვა არ წყდებოდა. ფიქრი და სიზმარი ერთმანეთში ამერია, როდის რომელს ვაკეთებდი ვეღარ ვარკვევდი. იმდენად რეალური იყავი ორივეგან, რომ გარჩევა მიჭირდა. უფრო სწორედ რუხი ფიქრებისგან განსხვავებით, ტკბილი სიზმრის დაჯერება ძალიან მინდოდა და მთელი ძალებით ვცდილობდი ეს მირაჟი რეალობად წარმომედგინა! ალბათ მოვახერხე კიდეც დამენახე ისეთი, როგორიც მსურდა რომ ყოფილიყავი, ისეთ გარემოში დაგხატე, სადაც საკუთარი თავიც კი მომეწონა თითქმის და დარწმუნებული ვარ, ბედნიერი სახით მეღვიძებოდა ყოველ ჯერზე. თუმცა გამოფხიზლებას არ ვაცდიდი თავს და იძულების წესით მაშინვე ვიბრუნებდი შენ თავს. გამოგონილს, სიზმარში, მაგრამ მაინც იმდენად ტკბილსა და სასიამოვნოს, რომ არანაირ ძალას არ ვიშურებდი შენს დასაკავებლად.
რა იქნებოდა, ასე რომ მოსულიყავი ორი-სამი წლის წინ და ასეთი თბილი ურთიერთობა შემოგეთავაზებინა?! ასე გულახდილად რომ გველაპარაკა და შენთან საუბრით დატვირთულს, რაღაც ისეთი მეკეთებინა ცხოვრებაში, რასაც მერე ორივე მოვიწონებით ღამღამობით. რასაც ხალხიც დააფასებდა და უბრალო ბოდვასავით არ ჩაივლიდა აქაურობის ქსელში.
ახლაც ზიხარ და მისმენ ჩუმად, ისე, როგორც თითქმის ყოველთვის… ურეაქციოდ მაძლევ ნებას ის ვილაპარაკო შენზე რაც გამიხარდება. წარბსაც არ შეირხევ თუკი სიყვარულს აგიხსნი ან გინებით აგავსებ! ესაა ურთიერთობა? ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა ჩვენს შორის განა მართლა სიზმარი იყო?! რატომ არ გესმის ამდენი და რატომ გამირბიხარ, მხოლოდ შენ შეგიძლია ამიხსნა.
ვიცი, რომ ბევრი ადამიანი არაა შენი ღირსი და მათ შორის შეიძლება მეც, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე სხვა გზა არ გამაჩნია შენს იქით, ამიტომ გინდა თუ არ გინდა ერთი ენა უნდა გამოვნახოთ და იმის ნახევრად მაინც ვიყოთ, როგორც იმ ღამით ვიყავით. შენ ერთადერთი ხარ რაც მე მაბადია და რაც შეიძლება რომ მებადოს. მეგობრობას არ შეგახებ და სხვა დანარჩენი კი იცი ისევე მკიდია როგორც სხვა დანარჩენს ვკიდივარ და ეს სახეზეცაა.
ალბათ ამ პოსტის ბოლოს ისე გამიღიმებ მე რომ მიყვარს, რადგან მაინც მითხარი რაღაც მისი სახით და ამიტომაც მეც მალე დავამთავრებ თორე შენი ღიმილი უკვე სანატრელიც კი გამიხდა… 🙂

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. ძალიან გულწრფელია შიო….
    : )

    პასუხი
  2. 🙂 მადლობა ნინიტო, სხვა გზა არცაა ცხოვრებაში 😉

    პასუხი
  3. ფინალი იყო განსაკუთრებულად კარგი. თბილი პოსტია 🙂

    პასუხი
  4. ვერაფრით ვიხსენებ რატომ არაა ჩემი კომენტარი ამ პოსტზე 😀

    “რა იქნებოდა, ასე რომ მოსულიყავი ორი-სამი წლის წინ და ასეთი თბილი ურთიერთობა შემოგეთავაზებინა?! ასე გულახდილად რომ გველაპარაკა და შენთან საუბრით დატვირთულს, რაღაც ისეთი მეკეთებინა ცხოვრებაში, რასაც მერე ორივე მოვიწონებით ღამღამობით. რასაც ხალხიც დააფასებდა და უბრალო ბოდვასავით არ ჩაივლიდა აქაურობის ქსელში.” – აწმყო კიდევ არსებობს შიო, ადამიანებს ბევრი რამ შეგვიძლია, ხომ გახსოვს 😉

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: