რობერტ ნესტა

მარიხუანას დიდი მოყვარული არ ვარ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამიტომ ერთი ,,სტოპკა” სახლის კარგი არაყი და წავედით…
მინდა დღეს მოგიყვეთ ადამიანზე, რომელმაც მეოცე საუკუნეში მოახერხა შეექმნა იმპერია და ამ იმპერიაში ახლაც ძალიან ბევრი ერია გაერთიანებული! ამ ადამიანმა შეძლო ადამიანის ინდივიდუალიზმის დამარცხება და გვასწავლა ერთი საერთო მიზნისთვის ერთად ბრძოლა! მიზანი რაღა თქმა უნდა უმაღლესია-სიყვარული!!!
ალბათ ბევრი თქვენგანი მიხვდა უკვე ვისზეც მაქვს საუბარი…. 🙂 

1945 წლის 6 თებერვალს იამაიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ერთ პატარა სოფელში დაიბადა პატარა რობერტ ნესტა მარლი. მისი მშობლები იყვნენ ბრიტანული წარმოშობის თეთრკანიანი ოფიცერი ნორვალ სინქლარ მარლი და ადგილობრივი, მაშინ სულ რაღაც 17 წლის გოგონა, სახელად სიდელა მალკომი.
თეთრკანიანი მამის გამო ბობის კანის ფერი არ იყო ,,საკმარისად შავი” და ამიტომ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია რასისტული იდეებით შეპყრობილი თანატოლების დაცინვებისა და რეპლიკების სახით. ამ ყველაფერს დაემატა მისი მშობლების განქორწინება და იგი ფაქტიურად დედამ აღზარდა. სიდელამ მოახერხა ის, რომ ბობმა ნორმალური განათლება მიიღო და სკოლა საუკეთესო მოსწავლის სტატუსით დატოვა, რითაც ბევრი მტერიც კი გაიჩინა რადგან ბავშვები მას არ თვლიდნენ ასეთი პატივის ღირსად მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო. მიუხედავად ამ ყველაფრისა ბობის ჰუმანური ნატურა საერთოდ არ შელახულა, რაც მკაფიოდ ჩანს მის შემდგომ შემოქმედებაში და რა პრინციპითაც ცხოვრობდა იგი  სიცოცხლის ბოლომდე.
თორმეტი წლის ასაკში ბობი დედასთან ერთად იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი ქალაქის ყველაზე ღარიბულ უბანში დასახლდნენ, რომელსაც თრენჩ თაუნი  (ორმოების ქალაქი)  ეწოდებოდა. სწორედ ამ უბანში, ჯო ჰიგზის ეზოში ჩატარებულ მუსიკალურ ღონისძიებაში მიიღო პირველად მონაწილეობა ბობ მარლიმ. ჯო უკვე წარმატებული მუსიკოსი იყო და მან გააცნო ბობს პიტერ ტოში, რომელიც შემდგომში ბობ მარლის ჯგუფის მთავარი გიტარისტი გახდა.
1961 წელს ბობ მარლიმ და პიტერ ტოშმა ბანი ლივინგსტონთან ერთად ჩამოაყალიბეს ჯგუფი სახელად ,, The teenagers”. 1963 წელს კი სახელი გადაირქვეს და ,,The wailers” გახდნენ.
ბობს ბავშვობიდან არ ჰქონია მოლხენილი ცხოვრება და ერთი ხანობა ამერიკაში წასვლაც კი მოუწია სამუშაოდ, რაც თავისთავად მუსიკალურ კარიერაში პაუზას ნიშნავდა. ბობმა ამერიკაში შვიდასი დოლარი იშოვა და ამ ფულით საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია გახსნა კინგსტონში მეგობრებთან ერთად.
ბობ მარლის კარიერა ნელ-ნელა მიიწევდა წინ და wailers-იც ახალ და ახალ ტურნეებს  მართავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 70-იან წლებში მათი მუსიკა და სტილი უკვე საკამოდ ცნობილი იყო და ბევრი სიმღერა დიდ ხანს იკავებდა სხვადასხვა ქვეყნების მუსიკალური ჰიტ პარადების სათავეს.
1976 წელს გამოიცა ბობ მარლის ძალიან მნიშვნელოვანი ალბომი ,,rastaman vibration” რომელშიც გაერთიანებული იყო ძირითადად ბობის პოლიტიკური შეხედულებები და მოიცავდა იმდროინდელი იამაიკის მოსახლეობის ყოფასა და დაძაბულ მდგომარეობას, რომელსაც დაბალი ფენა ეწირებოდა. ამავე წლის მიწურულს ბობ მარლიმ გადაწყვიტა თავისუფალი კონცერტის ჩატარება იამაიკელი ხალხისთვის და კონცერტმდე 2 დღით ადრე მასზე მოხდა თავდასხმა. ტყვია მკლავში გაჩერდა, ასევე მძიმედ დაიჭრა მისი მეუღლე რიტა მარლი და რამდენიმე მეგობარი. ამ ყველფრის მიუხედავად, ბობ მარლიმ მაინც მიიღო მონაწილეობა ,,smile jamaic” კონცერტზე.
ერთ-ერთი ევროპული ტურნეს დროს, საფრანგეთში ბობმა ფეხბურთის თამაშისას ფეხი დაიზიანა და საავადმყოფოში მას კანის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ექიმები და მეგობრები დაჯინებით ითხოვდნენ ბობის თანხმობას თითის ამპუტაციაზე, მაგრამ ბობმა მაინც უარი განაცხადა რადგან რასტაფარიანული რელიგიის მიხედვით სხეული ერთიანია და მისი ნაწილის ასე უბრალოდ მოჭრა ცოდვაა. ბობს ნამდვილად არ უნდოდა ასეთი საქციელით მაგალითი მიეცა იმ უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც სწორედ მისი მიბაძვით გახდნენ ამ რელიგიის მიმდევრები.
1980 წელს რეგის მეფე მაიამიში მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა და ამავე წლის ბოლოს გერმანიაში, ბავარიის ,,კიბოს სამკურნალო ცენტრში” გაემგზავრა სამკურნალოდ თუმცა მკურნალობას დიდი შედეგი არ გამოუღია და 1981 წლის 11 მაისს იგი იამაიკაში გაფრინდა, თუმცა მგზავრობისას ძალიან ცუდად გახდა და მისი თვითმფრინავი მაიამიში დაეშვა სადაც, ჰოსპიტალში, მან თავისი ბოლო სიტყვები უანდერძა შვილსა და მთელ მსოფლიოს: ,,money can’t buy life…”
ბობ მარლის სიკვდილზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა და საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა ვერსიას, რომლის მიხედვითაც იგი CIA-მ ,,მოიშორა”. სამოცდაათიანი წლების მიწურულისთვის ბობ მარლის სიმღერებს იაპონელებიც კი მღეროდნენ და მისი გავლენა მსოფლიოზე უდიდესი იყო. ბობის აზრი აფრიკელი ხალხის თავისუფლებაზე და საერთოდ დაბალი ფენების ჩაგვრასთან გაკავშირებით კი სერიოზულ პოლიტიკურ პოტენციალს წარმოადგენდა რაც ,,ზოგ-ზოგიერთებისთვის” საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო. ბევრი მას ჩე გევარასაც ადარებდა.
იამაიკელი ლეგენდის დასაფლავებისთვის მთავრობა 10 დღე ემზადებოდა და 21 მაისს ჩატარდა გრანდიოზული ცერემონია, რომელშიც აუარებელი ხალხი იღებდა მონაწილებას ქვეყნის ყველა კუთხიდან, ფეხითაც კი მოდიოდნენ ამ დიდი ადამიანის ბოლო გზაზე გასაცილებლად.
ბობმა მსოფლიოს დაუტოვა ახალი მუსკალური მიმდინარეობა ,,რეგე,” ლეგენდად ქცეული სიმღერების მთელი კრებულები და რაც მთავარია, სამყაროს აღქმის სულ სხვა ხედვა! სიყვარული, სიყვარული და ისევ სიყვარული! ამას ემსახურებოდა იგი მთელი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით! მის არც ერთ კონცერტზე არ მომხდარა სერიოზული ჩხუბი. ყველას ყველა უყვარდა და ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი მხარეებიც კი მისი მოსმენისას ხელჩაკიდებულები იდგნენ! მან არ გააერთიანა ერთი უბანი, ქალაქი და ქვეყანა! მან მთელი მსოფლიო შეკრა სიყვარულისთვის და ჩაუნერგა ამდენ ადამიანს ჰუმანიზმის გრძნობა! მან შექმნა სრულიად განსხვავებული მსოფლიო დედამიწაზე, რომელსაც ბობ მარლი ჰქვია!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. miyvars misi shemoqmedeba raaa…. magaria!!!! principshi vicodi misi istoria, magram shen ufro srulofilad giweria… like like like!!!

    პასუხი
  2. ყოჩაღ!.. ბევრი რამ არ ვიცოდი და აწი მეცოდინება.

    პასუხი
  3. კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლებოდა მაგრამ მერე საწყალი მკითხველი და წიგნის მაღაზიები ხომ უნდა გვახსოვდეს 😀 :D:D:D

    პასუხი
  4. ბობ მარლის მარტო ორი სიმღერა ვიცი… არ მიყვარს იმიტომ რომ “პლანს” ეწეოდა აშკარად! 😀

    პასუხი
    • ეს მათი რელიგიის ნაწილი იყო და ეგენი როგორც პლანს ეწევიან ნეტა ისე ლამაზად ბევრმა საჭმელი ჭამოს 😀 ნუ ეს მიზეზი არაა ამიტომ შენ არც შეგედავები 🙂

      პასუხი
  5. აი მესმის მოკლე ბიოგრაფია.. ადვილად საკითხავი და ყოვლისმომცველი 😉 მაგარი კაცი იყო ბობიკა 😀

    პასუხი
    • ამის წინ ერთმა მითხრა სუნიანია და მაგიტო არ მევასებაო? ნეტა სად ნახა მაგის სუნი? :D:D:D:

      პასუხი
  6. 😀 აი მესმის დაწუნება.. 😀 ეტყობა ჯასტინ ბებერს აქვს კარგი სუნი და ის მოსწონს 😉

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: