დავიწყება

ცარიელ ქაღალდს დაჰყურებს ქალი,
უსისხლო თითებს თავი დააყრდნო
გარედან სანთელს ვერ აქრობს ქარი
და ვერც შავ ღრუბელს რამე დააკლო.

ინგრევა ზეცა, ძირს აფენს ფოთლებს,
კალამი ხელში ისევ თამაშობს;
ლამაზად ხატავს სასმელის ბოთლებს
და აზრი შენზე ისევ კამათს შობს.

ისევ ჰგვრის ღიმილს შენი ტუჩები,
მაგრამ ამჯერად ის იქვე კვდება.
ისევ სავსეა შენით ქუჩები,
მაგრამ ყინული მაინც არ დნება.

მოგონებებში მხოლოდ შენა ხარ,
თუმცა სუყველა წარსულში რჩება.
ისევ ჩუმად ზის, ნეტა გენახა
სანთელთან ერთად, ისიც რომ დნება…

მის ღვთიურ სახეს გადასდის ფერი,
სიცოცხლეს მხოლოდ ოხვრაში იმჩნევს,
ალბათ შველასაც არსაიდან ელის,
და არჩევითაც არაფერს ირჩევს.

სანთელი, როგორც მზე ჩამავალი
მოფარებამდე კაშკაშა გახდა
და შენზე ფიქრიც, აწ წარმავალი,
მის სულის სიკვდილს ბოლომდე ახლდა.

ფანჯარას ისევ აწყდება ქარი,
სანთელის ძაფიც აღარსად დარჩა,
წყვდიადში მოკვდა მწერალი ქალი
და მის მაგივრად ახლა სხვა გაჩნდა.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ აქ მე ვერაფერს ვიტყოდი.
    თუმცა, პოზიტივი იგრძნობა მაინც და მიხარია 😉

    და კიდევ, საშინლად სასიამოვნოდ იკითხება შენი ლექსები 😉

    პასუხი
  2. პოზიტივი თუ გინდა იქით წამო group-ში :))) ნახა რა პოზიტივი აქაც 😀

    პასუხი
  3. რატო მოკალი საცოდავი ქალი და ისიც წყვდიადში?:(

    პასუხი
  4. ვერაფერს იტყვი.. AMAZING!!! :))

    პასუხი
  5. manuchari

     /  ივნისი 27, 2011

    მაგარიაააა. მართლაც ვერაფერს იტყვი ძირითადად

    პასუხი
  6. leqsi kargia magram …….

    პასუხი
  7. მაგრამ…. 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: