…………………


დღეს, როდესაც შენი ოცნებები სრულდება და უსასრულობამდე ბედნიერი ხარ, შენი თვალები იმ კაშკაშა ვარსკვლავებითაა სავსე, რომლებიც მე მუდამ გზას მინათებდნენ. შენი თვალები… მმმ… ეს საერთოდ სხვა სამყაროა. ეს საოცრებაა, რომლის ნახვაც მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს უწერია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. იმათ, ვისაც მართლა უყვარხარ და ვისაც ერთხელ მაინც გაუღიმებ. ამ უძირო ორ წერტილში ჩახედვით ეცნობა კაცი სამყაროს, რომელიც ყველაზე ლამაზია კოსმოსში არსებულ სამყაროთა შორის. ამის გაძლება დამეთანხმებით და ძნელია, ამიტომაც მხოლოდ წამით შემხვედრი მზერა საკამრისია, რომ მთელ ტანში ცუნამის გადავლა იგრძნოთ. შენი თვალები მაქანებს ახლაც, მათი გახსენებაც მაქანებს და ბედნიერი ვარ, რომ მე მინახავს უსასრულო სამყარო მათი საშუალებით!
გაბრუებული სივცე თავის გარშემო და მხოლოდ ხმა, რომლითაც მელაპარაკები, მარტო ჩვენ ვარსებობთ ამ ქვეყნად და მის იქით მდებარეობს დანარჩენი რაღაც… რაღაც, რაც არ და ავერ მაინტერესებს როცა მიღიმი… გიყურებ და ვხედავ რა არის სიკეთის სახე, რომელიც შეგიძლია უბრალოდ დახატო. ალბათ შენც დაგხატეს ოდესღაც და გამოგაგზავნეს ამ მიწაზე, რომ გვანახო ბრმებს ნათელი და გაგვაგონო ყრუებს ის მელოდია, რომელსაც აქ, ჩვენთან სიყვარულს ეძახიან.
მე არ ვიცი რა არის სიყვარული, იმიტომ რომ არ გიცნობ ჯერ, მაგრამ მე დაბეჯითებით ვიცი, რომ მინდა გაგიცნო. გამიგია, მაგაზე ძლიერი არაფერი გამოუგონიათო და თუნდაც სიკვდილი მეწეროს, მირჩევნია საუკეთესო იარაღისგან მოვკვდე შენი სახით, ვიდრე უსიყვარულოდ დავტოვო ეს სამყოფელი. მინდა, სიბერისგან დაბრმავებულიც კი, ასი წლის მერე შენს თვალებში ჩახედვისგან ვეგდო საწოლზე გაბრუებული. მინდა, შენი შეხებისგან ისევ ჯრუანტელი მივლიდეს ტანში მიუხედავად უფუნქციო მკვდარი კუნთებისა. თუ ჩემი მთავარი კუნთი იმოქმედებს მკერდში, მინდა მას მაინც დაეხვეს თავბრუ, როდესაც შენი გამხმარი ტუჩების სიახლოვეს იგრძნობს… მინდა შენი სუნთქვის შეხებისას ჩემი სუნთქვა შემეკრას. მინდა, როდესაც ჩემი სული ამოვა, საკუთარი სხეულისა და მოტირალი მეზობლების თვალიერების მაგივრად, შენი ნაკვთები ათვალიეროს! მინდა გიყვარდე! 

 

 

 

 

 

ბევრი მინდა???

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

15 Comments

  1. აქ რაღა უნდა თქვა? ვერაფერსაც ვერ ვიტყვი 😀
    მარა ამ სიტყვების მერე ნებისმიერი ქალი ბედნიერი იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამხელა სიყვარული შეგიძლია. წარმატებებს გისურვებ 😉

    პასუხი
  2. სიტყვები არ შველის საქმე უნდა 😉

    პასუხი
  3. სად მივიდე კაცო? მე არსად არ წავალ ცხელა 😛

    პასუხი
  4. ყურებამდე შეყვარებული შიო…:DDDDDDDDDDDDDDDD

    პასუხი
  5. ვაიმე გადავირიე 😀 შიოოოო ეხლაც მეტყვი რაღაც ქვეტექსტიაო? 😛 მოხვალ შენ სკაიპში 😛

    პასუხი
  6. გიორგი

     /  ივნისი 23, 2011

    shio yurebamdeo?!

    პასუხი
  7. გიორგი

     /  ივნისი 23, 2011

    es ukve momcons 😛

    პასუხი
  8. da ar grcxvenia shio amden adamians rom atyueb?

    პასუხი
  9. ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. 2. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. 3. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. 4. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, 5. არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, 6. არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; 7. ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. 8. სიყუარული არასადა დავარდების

    პასუხი
  10. საყურადღებოდ თქვენდა, ვისაც აინტერესებს!
    პოსტი ესე ჩემი არის ჩემი შთაგონების ნაყოფი. მოგიყვებით მისი შექმნის ისტორიას! ვიწექი ამ რამდენიმე დღის წინ საწოლსა ზედა და ვიტანჯებოდი სნეულებითა ჩემითა (ზოგმა თქვენგანმა იცის რაზეც მაქ საუბარი). ერთადერთი რაც მიშველიდა იმ მომენტში,იყო ყურადღების გადატანა. ხოდა მეც ავდექი და წარმოვიდგინე კაცი, რომელიც შეყვარებულია და დავწერე მაგალითად რას ეტყოდა ის თავისი სიყვარულის ობიექტს. სწორედ ამიტომაც, არაა აუცილებელი იგულისხმოთ რომ ეს კაცი მაინც და მაინც მე ვარ, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია…
    მე ვერაფერს შევცვლი, რადგან ყოველი ადამიანი ისე ხედავს საგანს, როგორც მხოლოდ მას უნდა მისი დანახვა; ამიტომაც, ყველას თქვენ ხედვაში გაგიმარჯოთ!

    პასუხი
  11. გენაცვალე შენ 😀 წარსულის მოგონებებს+მომავლის ოცნებები=შენს პოსტებს 😛

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: