ჩვენი წონა

სიტუაციამ მოიტანა და მინდა ვთქვა… ამ თემის შესახებ ბევრი დაწერილა, ბევრი მსჯელობა გამართულა, თუმცა ამით საქმეს ვერ უშველი და არც ეშველა. საუბარი მაქვს ქართველი ახალგაზრდობის აღიარების საოცრად დაბალ დონეზე. არა მხოლოდ გარეშე თვალი, ჩვენ თვითონვე არ ვთვლით საკუთარ თავებს სრულფასოვან ადამიანებად, არადა ოცი წლის ასაკს კაი ხანია გადავაბიჯეთ. მიზეზები ბევრია. რა თქმა უნდა და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ქვეყანაში ყველასთვის კარგად ნაცნობი, ცხოვრების დაბალი დონე და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ერთვის. თითქმის არ არსებული პერსპექტივა და სამუშაო ადგილები მიწასთან ასწორებენ თვითრეალიზაციისკენ მისწრაფებას და თინეიჯერების საზოგადო პოტენციალს.
არის ვარიანტი, რომ მშობლებს ვამტყუვნებთ, აქაოდა თავისთან გვიტოვებენ და თვრამეტი წლის ასაკის შესრულებისთანავე გარეთ არ გვაპანღურებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. თუმცა მთლად მათი ბრალიც არაა, ისევ საერთო მდგომარეობა აიძულებს ბევრ ოჯახს, რომ შვილი რომელსაც კარი უნდა გაუღოს და გაუშვას ცხოვრების გზაზე, ისევ თავისთან დაიტოვოს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მას რაღაც შემოსავალი შემოაქვს ოჯახში. რა თქმა უნდა თვითშეფასება ასეთ ვარიანტში იმატებს, როგორც ოჯახში ,,შემომტანის’’ სტატუსით დაჯილდოებული პირის, მაგრამ ამ ვითარებაში ბევრი ვეღარ ,,ქაჩავს’’ საკუთარ ოჯახს, რაც ზემოთ ნახსენებ თვითშეფასებას ისევ მარხავს ღრმად. მეორეს მხრივ, გარეთ გაპანღურებული ახალგაზრდა იმდენად მოტიტვლებულ სამყაროში ხვდება, უბინაოდ, უსამსახუროდ, იუმედოდ, რომ მისი ,,გზიდან აცდენა’’ და თუნდაც როგორც პიროვნების სრული დაღუპვა ხშირ შემთხვევაში გადაუვალი ხდება. ქართველი მშობელი კი ვერც ერთ შვილს ვერ გაწირავს ამისათვის.
მოკლედ სიტუაცია ყველა მხრიდან ჩახლართულია. უახლოესი მომავალი ისევ ბინდითაა მოცული და ყველას მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ბოლო ძალებით დავუმტკიცოთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვებსაც, რომ შეგვიძლია სრულფასოვანი ახალგაზრდობა ვიყოთ! ოღონდ არა ისე, როგორც ამის გაკეთება გვიყვარს ამ ქვეყნის შვილებს, პოტიომკინის ფასადებს რომ ვიფარებთ სახეებზე, მაშინ როდესაც კუჭიდან მშიერი ბუყბუყის ხმა ისმის! ყველამ თავისი პატარა სამყარო უნდა აგორაოს სინათლისკებნ და იქნებ ერთიანობაში რამე მაინც გამოვიდეს, სხვანაირად წარმოუდგენელია ამ თაობის მოსწრება ცხოვრებას…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. როგორც ყოველთვის, ძალიან აქტუალური თემაა. მე კატეგორიულად ვფიქრობ, რომ დროა სკოლის დამთავრებისთანავე მშობელმა სვილი სადმე ფიზიკურ დატვირთვაზე ორიენტირებულ სამსახურსი მოაწყოს და პარალელურად სწავლის გაგრძელებაში დაეხმაროს. სხვაგვარად ახალგაზრდა –პიროვნებად დიიიიდი წვალების შემდეგ და სავარაუდოდ თუ ჩამოყალიბდება. შრომამ შექმნა ადამიანი– გთხოვ არ მეკამათო. შრომა –აკეთილშობილებს! :*

    პასუხი
    • ნამდვილად არ გეკამათები, დიდი შრომის შედეგია! 🙂 შრომა ხარ შრომად იქეციო ჩვენზე ნათქვამი 😀

      პასუხი
  2. ფიზიკურ დატვირთვაზე ორიენტირებული სამსახური სწავლის პერიოდში სწავლის მაღალი ხარისხით მიღების გარანტიას არ იძლევა სამაგიეროდ. 😉 ჩემი აზრით, ოჯახს უნდა ქონდეს შვილისთვის წინასწარ დაგოვილი ფინანსური რესურსი, რომელსაც სკოლის დასრულების შემდეგ “გადასცემს”, ამაში უნივერსიტეტის საფასურიც უნდა შედიოდეს და ცალკე ცხოვრების ხარჯებიც. ფულის ოპტიმალურ გამოყენებას მერე თვითონ შვილი უზრუნველყოფს (რა თქმა უნდა მანამდე არ უნდა მიაჩვიო შვილი ფულის ფლანგვას) და იმ შემთხვევაში თუ აღარ ეყოფა, მშობელთან საწუწუნოდ არ წავა და თვითონ დაიწყებს ცოტაოდენი ჯიბის ფულის შოვნას 😉 თუმცა ეს საქართველოში ცოტა რთული შესასრულებელია, ამას ცოტა დრო სჭირდება. ია ტაკ დუმაიუ 🙂

    პასუხი
    • 100% გეთანხმები სწავლასთან დაკავშირებით უბრალოდ ეს გეგმა რთული იმითაა რომ ჯერ ერთი უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს ამის საშუალება და მეორე კიდე ისევე ჩვენი გენ. კოდიდან გამომდინარე ცოტა ძნელია კი არადა საკმაოდაც, რომ ფულის ოპტიმალური ხარჯვა განახორციელოს ამ ასაკის ადამიანმა. აბა მთელ ავტობუსს თუ არ გადავუხადე ნაფეფარმა მგზავრობის ფული რას ამბობ!!! 🙂

      პასუხი
      • “თუმცა ეს საქართველოში ცოტა რთული შესასრულებელია, ამას ცოტა დრო სჭირდება.” – მაგას ვგულისხმობდი ზუსტად 😉 🙂

        პასუხი
    • გიორგი

       /  ივნისი 22, 2011

      ნინი მართალი ხარ, მაგარამ უმრავლეს შემთხვევაში მშობლები შესანახ სულს კი არა, საარსებო ფულს ძლივს შოულობენ და ეს სულაც არ არის მათი ბრალი.

      პასუხი
  3. არ არსებობს გამზადებული რეცეპტი რა და როგორ გააკეთოს მშობელმა, ერთია როგორ ზრდის შვილს და მეორეა როგორ გაიზრდება…. წრე, სადაც მშობლისგან დამოუკიდებლად ბავშვი ხვდება, ხშირად საჭიროზე დიდ გავლენას ახდენს მასზე… პლიუს ამას ქართული გენეტიკური კოდი… ,,მეზობლების, ნათესავების, დეიდების, მადიდების ა.შ” ინსტიტუტი, რატომ არ ცხოვრობს დასაოჯახებელი შვილი ბუდეში… ბიჭებთან ცოოოტა მარტივადაა საქმე… ისევ ქართული გე.კოდის დამსახურებით მაგრამ გოგო …. უკვე პრობლემაა… მოკლედ არც უმუშვერობის ამბავშია საქმე… ყველა კაბინეტში ვერ დაჯდება.. კაბინეტამდე გზა უნდა გაიარონ… ეს გზა კიდე შვილსთვის კი არა და მშობლისთვისაც მიუღებელია , ტექსტით ,,ჩემი შვილი… (და მერე ყველა თავისებურად ავრცობს)”

    პასუხი
    • მართალია, ქართული გენეტიკური კოდი და მენტალიტეტი ბევს საქმეს აფუჭებს 😉

      პასუხი
  4. ჩემი აზრით, გამზადებულ რეცეპტს იმიტომ ვერ მოიხმარ რომ ასეთ რეცეპტს უბრალოდ ვერ გაამზადებ ამ არეულობაში. ერთიანი რაღაც დონეზე მაინც სტაბილური სისტემა არ არსებობს რომ მას დააყრდნო რაღაც. აქ ისეთი სიტუაციაა როგორც ტორნადოში მოხვედრილი ადამიანი, რომელიც რაღაცას ჩაშჭიდებია მისი მხრიდან სხვა ხელმოსაკიდის ძებნა სისულელე იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვა დამოუკიდებლობა ჩვენთან სასიკვდილოდ საშიშია 😦

    პასუხი
  5. პრობლემაც ეგაა რომ დამოუკიდებლობა არ არსებობს 🙂 ყველას უნდა ასიამოვნო არა და გაგიმზადებენ კოცონს 🙂

    პასუხი
  6. ჩემი აზრით, მეორე კურსიდან უკვე უნდა მუშაობდეს სტუდენტი, არაა აუცილებელი ოჯახი არჩინოს. მთავარია შრომის ფასი გაიგოს და ცოტაოდენი ჯიბის ფულიც გამოიმუშავოს. თან ექნება გარკვეული პრაქტიკა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმების უფრო დიდი შანსი. თუმცა, თუ ეს სამსახური სწავლას ხელს უშლის, მაინც სწავლისკენ ვიხრები მე, ჯერ სწავლა და თუ შეათავსებ სამსახურიც, და არა პირიქით.
    დასკვნაში გეთანხმები სრულიად, მეც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და თუ მოვინდომებთ, მივაღწევთ კიდეც.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: