ჩვენ

სადმე რომ წავიდეთ არ გინდა? უბრალოდ ავდგეთ და წავიდეთ… გზას დიდი დრო მოვანდომოთ, დღეები, გინდაც კვირები. ვიაროთ ნელა და აუჩქარებლად. ოღონდ ვიმოძრაოთ, ოღონდ არ გავჩერდეთ და ფიქრებს არ მივცეთ საშუალება აფრენის. ფიქრებს, რომლებიც დაგვაკნინებენ და შეგვიშლიან ხელს ბედნიერების მიღებაში. მთავარია, რომ ერთმანეთის გვესმის. ან იქნებ ვცდილობთ კარგად გავუგოთ… რა აზრი აქვს?! მთავარია, რომ ერთმანეთისკენ მივისწრაფვით, მთავარია, რომ ოდესღაც მოხდა ამ პლანეტაზე საოცრება და შეიქმნა ორი რაღაც, ჩემი და შენი სახით, ერთმანეთისთვის!!! მერე რა, რომ ახლაც, როდესაც საოცრად გულწრფელობის ხასიათზე ვარ, მაინც მიჭერს ყელზე ეს სახრჩობელა, მაინც ვერ გეუბნები იმას, რაც უკვე ნათქვამია და მაინც ვერ გიყურებ თვალებში მართალი მზერით? მერე რა, რომ მხოლოდ ხელი ჩაგვიკკიდია ერთმანეთისთვის და გულში ჩაკვრას ვერ ვბედავთ?
დრო ნელი მტანჯველი სიკვდილია ყველაფრისთვის, რომელიც ამ ბარიერსაც მოუღებს ბოლოს და მერე სრულად შერწყმულებს ერთმანეთთან, მე და შენც მოგვაქცევს თავის ხავერდოვან მკლავებში.
რა იშვიათად ვახერხებ გამოგიჭირო და გელაპარაკო გაძღომამდე, სულ სადღაც გამირბიხარ, სულ არიდებ თავს ჩემს მონოლოგს. ხო, მონოლოგს იმიტომ, რომ ახლაც ზიხარ და ჩუმად მისმენ. მიღიმი დ ავერ ვხვდები ამ ღიმილში დაცინვაა თუ გულში მოგარტყი სიტყვა… არაუშავს გავა ის ზემოთ ხსენებული დრო და გაგიგებ, მიგიხვდები ბოლომდე რა გიყვარს და რას ვერ იტან. ახლაც ხომ ხდება ისე, რომ ორივე სულის შეხუთვამდე ვიცინით ხოლმე… თუნდაც მაშინ, როდესაც საშინელ უაზრობას წამოვროშავ შენთან დაკავშირებით და მიამიტურად ვცდილობ დაგაჯერო ის, რისიც მე თვითონაც არ მჯერა. ასეთ მომენტებში მემართება სწორედ უიმედობის და უმწეობის შემოტევა, იმ ისტერიული სიცილების მერე და ამ დროს მჭირდები ხოლმე ზუსტად, თუმცა როგორც ყოველთვის შენი კვალიც კი არსად ჩანს ჩემ სიახლოვეს!
ვიცი, ცუდად გექცევი. ამდენი კრიტიკა ამოგიყვანე ყელში, მაგრამ ეს ყოველივე საჭიროა ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის. იმისათვის რომ ერთად წავიდეთ! სადმე, სადაც მაღალი ხეების ჩრდილში წამოვგორდებით ერთად და ფოთლებს შორის გამოპარულ მზის სხივებს გავუსწორებთ თვალებს. იქ სადაც მივხვდებით ორივე, რომ ჩვენ არ ვარსებობთ, ჩვენ ერთი ვართ! ერთი მთლიანის ორი მხარე… ჩემი ორი მხარე…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

2 Comments

  1. მომწონს ასე უშუალოდ და გადაპრანჭვის გარეშე რომ წერენ. თითქოს უბრალო სიტყვებია, მარა მართლა ძალიან კარგად იკითხება და გრძნობა შეიმჩნევა, რასაც ბიჭის ნაწერში იშვიათად ვხვდები.

    ყველაფერი კარგად იქნება, ნახე თუ არა 😉

    პასუხი
  2. სხვა რა გზა აქვს აბა უნდა იყოს კარგად :))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: