მეორე მე და მე

სავსე მთვარე კარგად ანათებდა ირგვლივ ყველაფერს. მის მაისურზე დატანილი ნახატის ფერების გარჩევაც კი შეიძლებოდა, რის ნაკლებობასაც აშკარად არ განიცდიდა ეს ნაჭერი…
გაჩერდა. მოწყვეტით მოეშვა მუხლებში და იქვე გრილ ბალახზე მიჯდა. გონებამ რეალური უკუაგდო და ერთი წლით უკან გადაახვია მიმოფანტული კადრები.
აი, დგას ქუჩის კუთხეში, გვიანია. თითებს შორის ატრიალებს სიგერეტის ღერს და ცალი ფეხით მიყუდებულა ხეზე, ღამის სუსხს არ იმჩნევს. ადამიანი დალანდა ცუდად განათებული ლამპიონების შუქზე. თანდათან უახლოვდებოდა ძლივს შესამჩნევი ბარბაცით ახალგაზრდა. საკმაო მანძილზე მოახლოვებული შეძლო დაეთვალიერებინა. თავისუფალ სტილში ჩაცმულს, პერანგი ქამრის ზემოდან გადმოეფინა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ტუჩების კუთხეში მოქცეულ სიგარეტს მშვიდად, თუმცა ხარბად ექაჩებოდა. ოდნავ გაღიმებული სახე წამოწითლებული ჰქონდა და თვალები საოცრად უბრწყინავდა. ხო, ასეთი ამოიცნო საკუთარი თავი! შეხვედრას არ ელოდა, მოუსვენრობა დაეტყო. ხეზე მიყუდებული ფეხი ძირს დაუშვა და დატანჯული სიგარეტის ღერი მოუკიდებლად პირში გაიქანა.
-აქ რას აკეთებ? – აჯახა, როგორც კი ერთმანეთს გაუსწორდნენ.
-სახლში მივდივარ. – პირზე ღიმილის მოუშორებლად უპასუხა და ფილტრამდე მიყვანილი ,,ბიჩოკი’’ წკიპურტით გაისროლა შორს.
-არა, საერთოდ რას აკეთებ აქ?
-საერთოდ? დაგავიწყდა? ჩვენ ერთნი ვართ! მეც იქ ვარ სადაც შენ, მაგრამ ამ ბოლო დროს შენ ცდილობ გამექცე.
-მე არ მინდა შენთან.
-მართალი ხარ არ გინდა! მაგრამ შეხედე შენ თავს! აღიარე რომ მოგწონვარ. მე ვიცინი, ბედნიერი ვარ, მეგობრები მყავს… მერე რა, რომ მთვრალი ვარ ცოტა? სამაგიეროდ შენსავით მარტო არ დავყუდებულვარ შუა ქუჩაში. რას ჰგავხარ? –ის მართალი იყო, მაგრამ დანებება არ ივარგებდა.
-შენ ნასვამი ხარ…
-სხვა არ სვამს? მე კი არა ჩვენ ვართ ნასვამები! მე შენი წარსული ვარ და წარსული გჯობივარ ფხიზელ აწმყოს, არა? თუ გინდა შევეჯიბროთ ნებისმიერ რამეში. ადამიანი აღარ გქვია!
-მე ვცდილობ გამოვწორდე… – მოუკიდებელი სიგარეტი ნერვიულად მოისროლა.
-ცდილობ? რითი? სიგარეტი გადააგდე? რა მიაყოლე ზედ იცის თქვი… მეგობრობა, გვერდში დგომა, გამბედაობა, სიმშვიდე, ოცნებები, სიყვარული… არაფერი აღარ გაბადია ამათგან და სათითაოდ დაკარგე ბოლო დონის გოიმივით.
-წადი!!! არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.
-წავალ, მაგრამ იცოდე რომ შენ გამიშვი და გახსოვდეს, რომ საკუთარ თავს კარგავ ჩემი სახით. – ჯიბიდან ისეთივე ღიმილით ამოიღო ახალი ღერი, მოუკიდა და მხიარული ნაბიჯით გაუყვა ტროტუარს.
გრილმა ბალახმა წამით გამოაფხიზლა და კადრები ოდნავ გვიან პერიოდზე გაჩერდნენ. ისევ იმ ქუჩის კუთხეში დგას მიყუდებული და ნერვიულად ელოდება საკუთარ თავს. იმედი აქვს, რომ გამოივლის და ისევ გამოელაპარაკება. ამჯერად დაუგდებს ყურს და რაღაცას მაინც დაუჯერბს, მაგრამ არ ჩანს, არ მოდის. მთელი ღამეები ასე დგას და ახსენდება როგორ დაკარგა ყველაფერთან ერთად სახე იმ ღამეს.
სავსე მთვარე კარგად ანათებდა ირგვლივ ყველაფერს. მის მაისურზე დატანილი ნახატის ფერების გარჩევაც კი შეიძლებოდა… მიგდებულიყო ისევ ცივ ბალახზე და მძიმედ სუნთქავდა. ნახევარი საათი ირბინა და ძალამ ერთიანად მიატოვა, წამოდგომის თავი არ აქვს. ვის მისდევს არ იცის, მაგრამ საკუთარი ,,მეს’’ არჩრდილი ელანდება ყველგან და ყოველთვის. საოცრად ძლიერია და მოუსვენარი. ვერაფრით ვერ ეწევა, რომ პატიება სთხოვოს.
თვალები დახუჭა, სუნთქვა დაიმშვიდა ნელ-ნელა და მთელი ტანით გაიშოტა მიწაზე. იქნებ დაანებოს აჩრდილებს თავი, იქნებ მის გარეშე შექმნას ახალი პიროვნება… იქნებ იმიტომ წავიდა, რომ ცუდი იყო… იქნებ…
ტელეფონის მომაბეზრებელმა ზარმა გამაღვიძა.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

5 Comments

  1. იქნებ მართლაც იმიტომ წავიდა, რომ ცუდი იყო…

    მე მჯერა, რომ აჩრდილების გარეშეც შექმნის ახალ ცხოვრებას და ახალ პიროვნებას, თუმცა, რატომღაც მგონია, რომ ამ ეტაპზეც საკმაოდ კაი პიროვნება უნდა იყოს.

    წარმატებებს ვუსურვებ 😉

    პასუხი
  2. მე შენი ორივე მე მომწონს 😛 ორივე სხვადასხვაგვარად კარგია..

    და ეს პოსტი კიდევ განსაკუთრებულად სხვანაირად საინტერესო, დიალოგები პირველად შემხვდა შენს პოსტებში თუ არ ვცდები ხომ? 😕

    პასუხი
  3. დიალოგები ჩემი ტკივილია :)))))

    პასუხი
  4. კარგად გამოგივიდა, მომეწონა 😉

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: