ისევ

ამ თვალებს მხოლოდ იმიტომ ვხუჭავ,
რომ სიზმრად მაინც შენს ტუჩს შევეხო.
ხვალ ისევ მარტო დავყვები ქუჩას,
ვეცდები, სევდა რომ არ შემეტყოს.

ჩავუვლი შენს სახლს, ზედ არც შევხედავ,
მხოლოდ ღრუბლებში გაქრება მთვარე,
იქ მეგულები, მოსვლას ვერ ვბედავ,
ამიტომ ჭიშკარს ვეცლები მალე.

ვიცი, კაცი ვარ, არ მშვენის შიში,
მაგრამ რას იზამ, ხან ჩვენც ვტირივართ,
მხოლოდ და მხოლოდ გავბედე ძილში,
რაც ვერ გითხარი, თუნდაც ირიბად.

ზმანება მჩუქნის შენ თავს საკოცნად,
თითქოს სასუნთქად ესეც კი მყოფნის;
გიყურებ, გხედავ, ლამაზს საოცრად
და ვხვდები გრძნობა გონებას ჯობნის.

მაღვიძებს გულის სუნთქვა აშლილი,
ვამშვიდებ, ვცდილობ აზრებს მოვეგო,
სახეში მხვდება სილა გაშლილი,
რომ რეალობას მჭიდროდ მოვერგო.

მთელ დღეს ვატარებ არ ვიცი, სადღაც…
ამ პლანეტაზე მე თავს უცხოდ ვგრძნობ;
მაინც ღიმილით დავდივარ, რადგან,
შენდამი გრძნობას მაინც უხმოდ ვფლობ!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

10 Comments

  1. არ ვიცი რა ვთქვა… მართლა მაგრად მომეწონა. შენს ლექსებში რაც ყველაზე მეტად მომწონს, არის ის, რომ უაზრო სიტყვების ბრახაბრუხი არაა და მართლა გრძნობით წერ.

    პასუხი
  2. სადაა გრძნობა, უწყლობით მეხოცებიან თანამოქალაქეები მე კიდე რაზე ვფიქრობ 🙂

    პასუხი
  3. ჩემი ფიქრები ჩამოაყალიბე ლექსად. მომწონს.

    პასუხი
  4. Shio dgitidge maoceb! Saocari leqsia usaocresiiiiiiii! Me rom eset leqsebs midzgvnidnen albat bednierebisgan 2 saukune vicocxlebdi 😀

    პასუხი
  5. დედა როგორ მოწონს ამ ბავშვს მოხუცობა გადავირიე! მეც უნდა ვცადო 😉 :*:*:*:*:*:*

    პასუხი
  6. გიორგი

     /  ივნისი 22, 2011

    რა შემიძლია ვთქვა, უბრალოდ მშვენიერია.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: