თუგეThერ

ადამიანი არაა ცხოველი, არ უნდა იყოს მაინც… ცხოველებიც კი ხროვებად, ოჯახებად დადიან, ერთმანეთს მხარში უდგანან და ეხმარებიან. ადამიანი ალბათ ან მათზე დაბლა ეშვება ან პირიქით ,,ზე” ხდება როცა ეთიშება თავის რასას და მარტოდმარტო მიათრევს ცხოვრებას. არადა ხომ არსებობენ ეგეთებიც… თუმცა ეს მხოლოდ ერთეულებია. დანარჩენები მგლების ხროვასავით ვცდილობთ ერთმანეთთან დაახლოვებას, ერთმანეთის მიხმარებას, ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩვენი ადამიანური მხარე ასეა დაპროგრამებული. უერთმანეთოდ უბრალოდ არ შეგვიძლია. ამ სიტუაციამ გარკვეულწილად იმედიც კი ჩაადუღა მაგრად ჩვენს ცნობიერებაში, სხვების იმედი გვაქვს მუდამ, მიუხედავად იმისა, რომ სულ გავყვირივართ, ,,მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს” და მსგავს აფერისტობებს ვახვევთ ჩვენივე თავს. ეს შეიძლება საკუთარი სისუსტის დასაფარად და თავის გასამართლებლად ვაკეთოთ მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ფაქტი სულ სხვაა. ფაქტი ისაა, რომ ყველაზე დიდ სიხარულსაც კი ვერ ვიტევთ გულში, ლაპარაკი აღარაა მწუხარებაზე და პრობლემებზე, რომლებიც ეგრევე უნდა გავუზიაროთ ვინმეს. დაუკითხავად ვაზიაროთ ჩვენს ტვირთს და ნახევარი მას ავკიდოთ. ამ მომენტში შეიძლება იგივე ,,ილეთს” სხვა გვიჩალიჩებს, მაგრამ რატომღაც ასე უფრო მშვიდად ვართ. ასე უფრო მარტივად ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკუთარი ტვირთი სულ რომ გვეტარებინა გაცილებით ნაკლები ყოფილიყო განაწილებულზე. 
მძიმე გადასატანია როდესაც ასეთი ,,პარტნიორისგან” სასტიკ უარს იღებ დახმარებაზე. ისეც ხდება რომ სრულიად უცნობი ადამიანი გიდგება გვერდში ან შეიძლება უნებლიედ მოუვიდეს ვინმეს, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ახლობელ ადამიანზე გაქვს აქცენტი გაკეთებული და საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ ერთი შეხედვით იგი ,,ვალდებულიცაა” დაგეხმაროს, ძნელია უარის მიღება! უბრალო და ყველზე მოთხოვნადი დახმარების სახე, მორალური დახმარებაა. მხოლოდ სიტყვით, გულწრფელი ლაპარაკით, გამხნევბით და როდესაც ამის მაგივრადაც სრულ ნოლს იღებ, დამანგრეველია. უფრო მეტიც, აქეთაც გავალდებულებენ საკუთარ ვალდებულებებზე, თან ისეთი ტონით თითქოს ვან დამი იყო, რომელიც ყოველთვის ჯერ სიკდილის პირამდე მიდის და მერე ეწყება სიცოცხლის ძალების მოსვლა და ცხოვრების გადატრიალების სურვილი, ზღაპარი!
ამ დამპალი მედალის ორი მხარის პრინციპი მექაჩება ეს პოსტი ძირფესვიანად წავშალო, მაგრამ მგონი განსაკუთრებულ მედალთან გვაქ საქმე რომელიც მრგვალია და სფეროს ფორმა აქვს, შესაბამისად მეორე, ნათელი მხარის ძებნას აზრი არ აქვს. იგი ყველა მხრიდან ერთნაირად უსახო და პირქუშია.
გადატანა ყველაფრის შეიძლება, თუ ვერა და არც ეგაა დასასრული. არსებობს კოსმოსის წონასწორობის ცნება, ,,გაეცი და მოგეცემა”! ხოდა გავცეთ, ჯობია გავცეთ მანამდე ვიდრე ეს კანონი მოგვთხოვს და ძალით წაიღებს. კარგის გაცემა ყოველთვის აინაზღაურებს თავს და ამიტომაც მთავარია გარშემო მხოლოდ ის ვთესოთ რისი მომკაც ჩვენ გვინდა ან მერე მოგვინდება, რადგან სხვა სამყაროდან არავინ გამოგვიგზავნის განსხვავებულ ვითარებას! თუ იცით, რომ გვერდზე მყოფ ადამიანს თუნდაც ღიმილით დაეხმარებით, გაეცით ის, თქვენი რა მიდის და იქნებ მოვა დრო იგივე ღიმილმა სხვა ადამიანისგან ცხოვრების ხალისიც კი შეგინარჩუნოთ!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. ურთულესი დიპლომატია-ადამიანებთან ურთიერთობაა..
    “გაეცით ის, თქვენი რა მიდის და იქნებ მოვა დრო იგივე ღიმილმა სხვა ადამიანისგან ცხოვრების ხალისიც კი შეგინარჩუნოთ!”- გეთანხმები.. მშვენიერი პოსტია, ეს იუჟუალ 🙂

    პასუხი
  2. ხო, იმედგაცრუება ცუდი რამეა, მარა სწავლობ რაღაცეებს სამაგიეროდ.

    ადამიანებს უერთმანეთოდ მართლაც არ შეგვიძლია და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა მუდმივად სხვების იმდედად ყოფნაც არ ვარგა. კაია, როცა იცი, რომ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვინც მხარში ამოგიდგება და ვისაც შენც ასევე მხარში ამოუდგები. თუმცა, ჩვენ, ადამიანებს, გადამეტებები გვახასიათებს და ხშირად იმაზე მეტის იმედი გვაქვს, ვიდრე რეალურად შესაძლებელია. სწორედ ამის შედეგია იმედგაცრუებაც.

    პასუხი
  3. ჰმ.. ნამეტანი მომხვდა გულზე 😛

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: