ტყვე


როცა Word-ის მეორე გვერდის შუაში მისული მშვიდად მონიშნავ მთლიან ტექსტს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აამოქმედებ Shrift+Delete-ს და მოუგონარში გადაუძახებ მას, არ უნდა იყო მთლად ნორმალური. თანაც ამაზე მთელი საღამოა ფიქრობ, მაგრამ ერთი სიტყვა არ წავიდა. ერთგან არ ჩაჯდა რაღაც და დამთავრებას აზრი აღარ აქვს. ალბათ რამე მნიშვნელოვანი უნდა გეთქვა, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იმ ერთმა ,,არჩამჯდარმა’’ სიტყვამაც კი გააფუჭა საქმე. უნდა უნაკლო ყოფილიყო, ხარვეზი გამორიცხულია! ასეთი მხოლოდ უმაღლესი შინაარსის მქონე ტექსტი თუ იქნებოდა, აღიარება, რომელიც თავის თავში გულის ყველაზე მიყრუებული ადგილების გამოძახილს იტევდა. აქამდე ხელუხლებელსა და სუფთას, ისეთს, როგორიც დაიბადა ოდესღაც და მაშინვე ათასგვარი მიზეზებისდაგამო საიდუმლოდ გამოამწყვდიეს ყველაზე ბნელ და მიწვდომელ კუთხეში. ამდენხნიანი სიბნელის მაყურებელს თითქმის აღარც ჰქონდა გარეთ გამოსვლის სურვილი და შიშიც არც მთლად უსაფუძვლოდ შეპარებოდა. ის უკანონო შვილივით შეიძლება უარყოფილიყო თავიდანვე, ამიტომაც არ შეწინაღმდეგებია ღრმა დილეგში გამოკეტვას. მხოლოდ ხანდახან ოცნებობდა დღის სინათლეზე, მაგრამ ალბათ მისი მითხოვნილება იქ არ იყო. იმედი დიდი ხანია დაასაფლავა თავის სამყოფელზე უფრო შორს და მისი გამოღწევის შანსები არალეალურად ეჩვენებოდა მუდამ. არა, დარწმუნებულიც კი იყო ამაში. სწორედ ეს სათქმელი იყო წეღან რომ გადმოინთხა ელექტრონულ ფურცელზე და ისევ გაქრა უკვალოდ, წამიერ მოჩვენებად დაენახა მის მკითხველს და მიყუჩდა ისევ გულის შავ-ბნელ ლაბირინთებში. ამოვიდა, დახედა მზის სინათლეს, უნდოდა რაღაც ეთქვა კიდეც, უნდოდა დაენახათ იგი და ეღიარებინათ. უნდოდა, მაგრამ მიხვდა, ჯერ არ იყო დრო და ისევ ჩაიმალა ქვესკნელში. ისევ მიიიკეტა გულის კარები და იმდენ ხანს იქნება შიგნით სანამ არ მოვა დრო სიცოცხლის. წავიდა და მხოლოდ მსუბუქი ჰაეროვანი კვალი დატოვა გონებაში. ზუსტად ისეთი, კარგი ხარისხის სუნამო რომ ტოვებს, ძალიან დახვეწილი და გემრიელი. მხოლოდ ღიმილსა და სიამოვნებას რომ განიჭებს მისი გახსენება. ხოდა ეხლაც გაღიმებული ვაგდივარ გულაღმა და მივყვები ამ კვალს, რომელსიც მსუბაქად მაგდებს წარსულში! უსიტყვოდ, უკალმოდ, ყოველგვარი გულწრფელობის და განცხადებების გარეშე… მხოლოდ გრძნობაა გარშემო… წარსულის ტკბილი, საოცრად ტკბილი გრძნობა… ვხვდები, მონატრება შემძლებია… ვხვდები – მომნატრებია… ვხვდები – ბედნიერი ვარ… ვხვდები – ცოცხალი ვარ!!!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. მიყვარს ასეთი ლამაზი პოსტები, ემოციებს და გრძნობებს რომ ეხება რაღაცნაირად. თითქოს ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ ალბათ ყველა ნახავს რაღაც დეტალს, რაც მისია. ხოდა, მიყვარს ასეთი პოსტები მე 🙂

    მიხარია, რომ მონატრება შეგძლებია, გენატრება, ბედნიერი ხარ და ცოცხალი ხარ 🙂 ასე გააგრძელე 😉

    პასუხი
  2. შიო ბედნიერი ვარ, რომ ბედნიერი ხარ :* ძალიან მინდა ისევ მალე გააღოს გულის კარები და ამოვიდეს ქვესკნელიდან 🙂 გამოუშვი გამოუშვიიი 😛

    პასუხი
  3. მთავარია, რომ ბედნიერი ხარ. დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: