***

ვწერ კვლავ იმაზე რაც მომდის თავში,
გამოღამებულ თვალებს ვერ ვმალავ,
შენი აჩრდილი ისევ დგას კარში,
ისევ მეძახი, მაგრამ მე წავალ…

წავალ, ცხოვრების ბილიკს მივაგნებ,
იქნებ მაგისთვის იღბალიც მეყოს;
ვიცი, საქციელს ჩემსას ვინანებ,
მაგრამ ჩავიკლავ ამ გულის ექოს.

სადღაც წარულმა დასერა სული,
სადღაც ისევ ვგრძნობ სიცოცხლის სურვილს,
გავგლიჯო მინდა შუაზე გული,
მაგრამ დარაჯად ისევ შენ უვლი.

არ მაძლევ ნებას მაღლა გავფრინდე,
იქ, სადაც მინდა ვიყო ღვთაება;
რატომ არ მომკალ ან რად დამინდე?
რატომ მარგუნე ბედად წამება?

ახლაღა ვხვდები ფასს, რაც დავკარგე
ღიმილი ჩემი მსოფლიოდ ღირდა.
ფირქუშის რუხი თავი დამადგეს
წამართვეს ისიც, რაც იყო წმინდა.

ავიტან მასაც, მოვირგებ მხრებზე,
ეს მარტოობა ვიცი მოკვდება;
ვიღაცა მოვა, მოვკიდებ ხელზე
და თეთრი ღამეც მაშინ მორჩება!

 

 

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. რა კაია ლექსების გამოქვეყნებაც რომ დაიწყე.
    კარგად წერ შიო, მაგრად მომეწონა. ხშირად წერე, რა იცი რა ხდება 😀

    პასუხი
  2. მთავარია ვინ იქნება შემდეგიი! 😀

    პასუხი
  3. მომეწონა :))

    პასუხი
  4. virtualomani

     /  ივნისი 15, 2011

    ჩემს დაწერილ ლექსებს ისე ჰგავს -გავშტერდი.. არასოდეს არავისთვის წამიკითხავს, თორემ ჩავთვლიდი გადააკოპირას პონტში თქო 🙂 🙂 🙂 ეხლა რომ გითხრა კარგი ლექსია თქო, ტეხავს, გამოვა ჩემს თავს პიარს ვუკეთებ 🙂 🙂 🙂

    პასუხი
  5. ვაიმე დამეწვა გული 😀 ყოჩაღ შიო, სულს ბოლომდე ჩაწვდა შენი დარდი და სევდა :* 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: