რამდენიმე ქართველი


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დონის გოიმები, ამპარტავნები, უზომოდ ,,პაკაზუხა” ხალხი ვართ და შეგვიძლია ძირფესვიანად გავანადგუროთ ისეთი რამეები, როგორიცაა ფეხბურთი, კაცური სიტყვა და დემოკრატია, მაინც არის ჩვენში რაღაც საოცრად კარგი და ლამაზი.
თითქოს იმ დიდ ბინძურ ხროვას, რომელსაც წარმოვადგენთ, ბზარები აქვს დაყოლებული და ამ ბზარებიდან დრო და დრო გადმოსჩქეფავს ყველაფერი ის, რაც ნამდვილად შეგვიძლია, სიყვარულიდან დაწყებული საკუთარი მეობის საუკეთესო ხარისხში წარმოდგენით დამთავრებული. 
ცოტა ხნის წინ სახლისკენ ფეხით დავუყევი გზას აბანოთუბნიდან პლეხანოვისკენ… კოლმეურნეობის მოედანთან რომ მიწისქვეშა გადასასვლელია, შუაში დიდი სვეტი დგას. გასასვლელები ხალხით იყო გადავსებული, გაჭირვებით გავიკვლიე გზა და მათი შეკრების მიზეზიც დავინახე, თუმცა მანამდე კარგად მესმოდა… ოთხი ახალგაზრდა… ცალი ფეხით მიყუდებულიყვნენ კედელზე, ერთ-ერთს ფანდური ეჭირა და დანარჩენ სამს ბანს აძლევდა. ძლიერი, ლამაზი ხმა ჰქონდათ და საოცრად სასიამოვნოდ მღეროდნენ ყოველგვარი აპარატურის გარეშე, ერთი გაცრეცილი ფანდურის ამარა. ხალხი სულგანაბული უსმენდა, ზოგს მობილური ამოეღო და სპონტანური ვიდეო ჩანაწერის გაკეთებას ცდილობდა, ზოგი იღიმოდა და ზოგი თავდახრილი მთლიადან სმენად ქცეულიყო.
ისინი ქართველები იყვნენ! დიდი ღიპებისა და კისერზე შემოხვეული ყანწების გარეშეც ქართველები იყვნენ. არ ყვიროდნენ, რომ ყველაზე მაგრები არიან, მაგრამ მათი ხმა სულის ყველაზე შორეულ კუთხეებს სწვდებოდა. არ იფიცებოდნენ ქართველი დედის სიყვარულს საჯაროდ, მაგრამ სიმღერას მას უძღვნიდნენ. ისინი ნამდვილი ქართველები იყვნენ, ისინიც და ისინიც, ვინც მიწისქვეშა გადასასვლელის ამოსასვლელში იდგნენ სკვერის კიბეებთან და ბავშვების დასაცინად ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევდნენ ნახევარ საუკუნეს გადაცილებული ხალხი! რა ვერ გაეყოთ არ ვიცი მაგრამ იმდენად სასტიკად გაემეტებინათ ერთმანეთი, რომ მათი საცოდაობით დამსწრე საზოგადოების სახეებზე მხოლოდ ზიზღი გამოიხატებოდა!
მეც  შინაგანად საშინელი დისკომფორტის გრძნობით გადმოვკვეთე მშრალი ხიდი… ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შოკოლადის ტორტის ნაჭერზე მჟავე ტყემალი მომისხესო… მოვდიოდი და ვფიქრობდი ოდესმე რამე გვეშველება? ოდესმე შევძლებთ  გარეშე თვალი რომ შემოგვხედავს, დათრგუნული, დაღლილი და დამანჭული ერის ნაცვლად ჩვენს მასაში სიყვარული და ღიმილი დაინახოს?!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. იმედია გვეშველება… ოდესმე… მაგრამ ეს მხოლოდ..იმედია 😦

    პასუხი
  2. იმედი თუა რა გვიჭირს კიდე 🙂

    პასუხი
  3. მე ვფიქრობ, რომ გვეშველება.
    ქვეყნის სიყვარული სიტყვებით არ იწონება, მოქმედებაა მთავარია და ის ფანდურიანი ხალხიც ამის დასტურია. მესმის შენი ემოციებიც.
    მაგრამ, მასაში სიყვარული და ღიმილი რომ დაინახოს ვინმემ, ჯერ ცალკეულმი პიროვნებებმა უნდა ისწავლონ ღიმილი და სიყვარული, ეს კიდე რატომღაც დიდ სირთულეს წარმოადგენს ჩვენთან. ხოდა, თითოეულმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში და საბოლოო ჯამში გამოვა რამე.
    არ მომწონს შეძახილები – “რა გიკვირთ, ეს ხომ საქართველოა” და ა.შ. გამიხარდა, რომ მსგავსი ფრაზები შენთან ვერ მოვიკითხე 🙂

    პასუხი
  4. მთლად მასე პირდაპირ არა, მაგრამ ჩემი აზრი საქართველოსთან და ქართველებთან დაკავშირებით კი იცი მგონი 🙂

    პასუხი
    • არც მე ვამბობ, რომ ყველაზე მაგრები ვართ. მე დამოკიდებულებაზე მაქვს საუბარი, ყველას ყველაფერი კიდია და რასაც ეტყვი პასუხად – კაი რა, რა გიკვირს, ეს ხომ საქართველოა. იმის ნაცვლად, რომ თვითონაც გააკეთონ რამე ამ საქარველოს შესაცვლელად.

      პასუხი
  5. გეთანხმები

    პასუხი
  6. ვინც მაგრები ვართ–ქართველები ვართ! 🙂

    პასუხი
  7. მე მიყვარს ფანდურიანი ქართველები ^_^ ნელ-ნელა თვითშეგნების დონე აიწევს (აი ჰოუფ სოუ), ყველაფერს დრო სჭირდება შიო 😉

    პასუხი
  8. გიორგი

     /  ივნისი 14, 2011

    გვეშველება, შიო, მაგრამ როდის არ ვიცი.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: