week end


შაბათია… მსუბუქად წაიხემსე დილით და წევხარ გრილად საყვარელ სავარძელში მაშინ, როდესაც გარეთ იწვის ქვეყანა. ჩაბნელებული ლეპტოპის დინამიკები დინჯად ატრიალებენ ჯაზისა და რეგის ნაზავ ფლეილისტს. ხმა საშუალოზე დაბლა გაქვს დაყენებული და დილით დაწყებული წიგნის ნახევარს რახანია გადაცდი… შიგა და შიგ უშაქრო ჩაის არომატით ამატებ კაიფს სიტუაციას და ლამაზი საღამოს დეტალების დაგეგმვასაც ასწრებ. კარგი მუსიკა, მეგობრები, სასიამოვნო გარემო იდეალური დღის დასასრულს გპირდებიან. იღიმი და ჩაის მორიგ ცარიელ ფინჯანს, დამარცხებულს, ოდნავი ბრახუნით ,,ახეთქებ” მაგიდაზე. წიგნი უკვე თავისით იკითხება. იცი, რომ აუცილებლად დაამთავრებ დღეს და ხვალისთვის მსგავსი გაქვს შერჩეული, რომელსაც ორი-სამი დღე მოუნდები მაგრამ სიამოვნებას მოგანიჭებს.
შუადღისით მეგობარმა შემოიარა. უცერემონიოდ მოგწყვიტა სტრიქონებად დალაგებულ ასოებს და რამოდენიმე ხელი ნარდი სასარგებლო ტაიმ-აუტი აღმოჩნდა. ფლეილისტი იგივე… გულითადი საუბარი საინტერესო თემებზე და ისევ რეგის ფონზე დაბრუნება სტროფების სამყაროში. წიგნის შემოლეული ფურცლების რაოდენობაღა დაგრჩა შესაცნობი. წინასწარ გრძნობ გამარჯვებას, წინასწარ მზად ხარ ,,დაპწიჭკვისთვის” ველში – ,,+ 1 წიგნი.” ამასობაში ღია ფანჯრიდან ფარდას გრილი ნიავი ებრძვის და სასიამოვნო შხაპუნა წვიმის ხმა უერთდება მასაკელას. საღამოს გეგმები ჩაშლის პირასაა, მაგრამ მაინც გიხარია გულში რომ ამის მიზეზი წვიმაა, ანუ ყველაფერი არაა დაკარგული, ანუ განწყობას შეინარჩუნებ მაინც და შეიძლება დღესვე შეუტიო ახალ წიგნს ახალი მუსიკალური ფონის თანხლებით…
ერთი შეხედვით მშვენიერი week end-ია. არაფერი გაღელვებს, დროდადრო იღიმი კიდეც, მშვიდად ხარ… სინამდვილეში კი დღეს მიხვდი, რომ კვირა დამთავრდა და ახალი თითქოს აღარ დაიწყება! გრძნობ, რომ აწი სულ week end იქნება, ორშაბათსაც და მერეც, მაგრამ რა მუღამი აქვს მას, თუ მთელი კვირა არ ელოდები? თუკი არ დაგიმსახურებია, ეს ყველაფერი მომაბეზრებელ აყროლებულ ყოველდღიურობად იქცევა და ახლა ხედავ, რომ ეს ყოველდღიურობა შენს წინ დგას!
თითქოს მზად იყავი ამისთვის, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება, გაცილებით მეტი პრობლემა დაგატყდა დღეს თავს. სწორედ იმ მომენტში როცა ძლივს სუნთქავ, როცა წვალებით ეძებ საარსებო ჰაერს, სწორედ მაშინ გამოაცხადეს ჟანგბადის ნაკლებობა და ამან ფსიქოლოგიურად გაგასწორა მიწასთან.
დღეს საბოლოოდ დარწმუნდი, რომ შენი ასეთი მდგომარეობა რეალურად ცუდად მოქმედებს შენს მეგობრებზე რეალურ დროში, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებ და მხოლოდ ოცნებებში ხატავ საკუთარ მეს, ისეთს, როგორიც ყველას გამოადგები და ზედმეტ ტვირთად არ დააწვები საკუთარ თავს პირველ რიგში. რამდენადაც სიბრალულსა და გაგებას გრძნობ იმდენად მეტია სურვილი ყველაფრის გამოსწორების, მაგრამ ამავე დროს შესაბამისად მეტია ყოველი შემდეგი მწარე მარცხის გემოც!
უკვე გგონია, რომ ამის გამოსწორება აღარასოდეს გეღირსება, ფიქრობ წინააღმდეგობებთან ურთიერთობის ყველაზე უბადრუკ ხერხზე, გაქცევაზე, მაგრამ ხვდები, რომ იმდენად უმწეო ხარ, ესეც კი არ შეგიძლია. წასასვლელიც არსად გაქვს და შინაგანად რაღაც შეგრჩენია იმისთვის რომ  ეს ნაბიჯი არ გადადგა. ბრძოლისა და სიკვდილის თავი არ გაგაჩნია, ამიტომაც ირჩევ ბოლო გზას და ამ სამყაროს ემალები… ნახევრად ზურგშექცევით ხარ მანამდე, სანამ რაღაც მაინც არ შეიცვლება, რომელიმე მხარეს. ამიტომაც ზიხარ მშვიდად და კითხულობ, ამიტომაც მიირთმევ ჩაის თითქოს არაფერი მომხდარა, ამიტომაც იღიმი მხოლოდ სახით, ამიტომაც ელაპარაკები მათ, რომ მკვდარი არ ეგონო, ამიტომაც აკეთებ ამ ყველაფერს, რომ გარშემო რაც შეიძლება მშვიდი აურა იყოს, რომ არ დაგინახონ… მათ, პრობლემებმა…. სამყარომ…

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

11 Comments

  1. მე არც მახსოვდა დღეს შაბათი თუ იყო…
    არ ვიცი რა გითხრა.

    პასუხი
  2. რაღაცნაირი პოსტია.. აი უცნაური .. კიარადა ძალიანაც ცნაურია კაცმა რომ თქვას..

    პასუხი
  3. 😀 მე როგორ გამიხარდა გუშინ წვიმა… რაფაზე შემოვჯექი, წიგნიც ახლოს მოვაჩოჩე და ვუყურებდი წვიმას.. აუუუუ რა კარგი იყო… ! ” რომ არ დაგინახონ… მათ, პრობლემებმა…. სამყარომ…” და სამყაროს ნუ ემალები შენ!!! 😀 😀 😀

    პასუხი
  4. “დღეს საბოლოოდ დარწმუნდი, რომ შენი ასეთი მდგომარეობა რეალურად ცუდად მოქმედებს შენს მეგობრებზე რეალურ დროში” – ბეშუმში მაინც წამოხვალ, სულ არ მაინტერესებს 😀

    პასუხი
    • 🙂 :* სახლიდან გავიპარები და ერთი კვირა არ მოვალ რომ ვერ მიპოვოთ 😛

      პასუხი
      • 😀 არადა შარშან ოჯახი ვერ გპოულობდა (დაგგრუზე?) 😛 მაინც გიპოვით, ტყუილად ფიქრით ნუ დაიღლი თავს :* ^_^

        პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: