კინო, რომელიც გიყვარს

ეს დამპალი მუსიკა თუ მომიღებს ბოლოს, თორემ სხვა ვერაფერი! ახლაც ამ პოსტის დაწერა მოლის გამოქვეყნებულმა ერთმა, ვიტყოდი ლეგენდარულმა საუნდტრეკმა გადამაწყვეტინა, ასევე ლეგენდარული ფილმისა.
ფილმებზე მინდოდა სწორედ საუბარი… ამ ბოლო დროს სახლში მეტ დროს ვატარებ და შესაბამისად კინოსეანსებისთვისაც მეტი დრო მაქვს, მაგრამ არის ერთი პრობლემა. რას ვუყურო? პოპულარული ქართული საიტები გადაჭედილია ათასგვარი ნაგავით, რომელთა ნახვის მერე მხოლოდ ერთი კითხვა რჩება საპასუხო, ,,რატომ უნდა გადაიღო ეს?” მეორე პრობლემაა რეზოლუციის, გახმოვანების ხარისხი რომელიც სამიანზე ქაჩავს ათბალიანი სისტემით. ერთადერთი გამოსავალი ორიგინალი ვერსიებია ან ძმა და მეგობარი  Torrent…
ნუ ასეა თუ ისე ხარისხს შეარჩევ ადამიანი, მაგრამ ხარისხამდე ჯერ ფილმიც უნდა იპოვო… მოწყურებული და დამშეული ხშირად ისევ ძველ სიყვარულობებს ვუბრუნდები და მეათედ ისეთივე აღტაცებით ვუყურებ, როგორც პირველად. რა დროც არ უნდა გავიდეს, 4-D რომ გადაიღონ მასიურად, ,,შინდლერის სია” ,,ქალის სურნელი” ,,ლეონი” ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ,,რა აწუხებს გილბერტ გრეიფს?” და რომელი ერთი ჩამოვთვალო კიდე, ყველა ეს ფილმი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში როგორც კინო რომელიც დაგამახსოვრდა და გიყვარს! თავისი საოცარი მსახიობებით, სიუჯეტებით, შესრულებული როლებითა და მუსიკით, ისინი გვიმონებენ როგორც კარგი წიგნი, მასაჟი, ზღაპრული მზის ჩასვლა ან ვნებიანი სექსი! უბრალო მაგალითად შემიძლია ,,მოდილიანი” მოვიყვანო და მისი ჯადოსნური ,,ავე მარია”. უბრალოდ უსმენ და სულს ძრავს!!!

ათიოდე წლის წინ მთელი კინემატოგრაფია სპეცეფექტებზე იყო გადასული და სწორედ ეს ფასობდა, ყველას გვახსოვს ,,მატრიცას” ,,ჩასაფრებული ვეფხვი უჩინარი დრაკონის” და მსგავსების წარმატება. მოგვიანებით ხარისხმა აიწია და კამერუნმა საერთოდ დახურა თავისი სამგანზომილებიანი ,,ავატარით”. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს უკვე მხოლოდ ტექნიკის პროგრესია და გამოდის ისაა კარგი ფილმი, რომელიც მეტ დაფინანსებას და შესაბამისად უკეთეს აპარატურას მიიღებს გადაღებებისთვის. ამ ფონზე ცოტა უკანა პლანზე გადადის ნამდვილი ღირსებები, იგივე მსახიობების, სცენარის, როლის შესრულების ხარისხი. თუმცა ვაღიარებ, ახალ ფილმებშიც მოიპოვება დამაინტრიგებელი შერწყმა ტექნოლოგიებისა ძველ ღირებულებებთან, რასაც თუნდაც კრისტოფერ ნოლანის ,,დასაწყისი” ადასტურებს.
მე კინოს ხელოვნებად მივიჩნევ, მთელი თავისი ფერებით, გახმოვანებით და მუსიკით, რომლის მშვენიერებას ცოტა არ იყოს უახლესი ტექნოლოგიები ძველებურ სუნსა და არომატს უკარგავს, ამიტომაც ახლა წავალ და ჯიგრულად ჩავუჯდები ჯუზეპე ტორნეტორეს რომელიმე გემრიელ ნამცხვარს. სასიამოვნო კინო სეანსს გისურვებთ ამ საოცარ საღამოს! 😉

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

18 Comments

  1. კაი ხანია არ მინახია რამე ნორმალური ფილმი… არადა, კომპიუტერის მონიტორზე ვერ ვამუღამებ, ან კინო, ან ისევ ტელევიზორი 😀

    “ავატარზე” გეთანხმებისავით 😀

    პასუხი
    • ახლა ხელფასს რომ მომიმატებენ პროექტორს ვიყიდი და მერე დაგპატიჟებ სეანსებზე 🙂

      პასუხი
      • მე მქონდა მაგაზე კარგი იდეა და ვნახოთ თუ გამოვა 😉 ჯორჯი ინგლისში თუ ჩემი ბეშუმში პერიოდის დროს წავა, ვთხოვ პროექტორს თავისი ეკრანით და მათხოვებს, მთავარია მაგ დროს წავიდეს 😀 (ნეტაწავიდესნეტაწავიდესსმაილი)

        პასუხი
      • კაი, იყოს მასე 🙂 მანამდე მარტოც ვნახავ რამდენიმე ფილმს თუ შეიძლებოდეს 😀 😛

        პასუხი
    • მშვენიერი სტრატეგიაა სწორედ ამას ველოდი რომ ვინმე რამეს მირჩევდა… შენ გაიხარე მაგ ნათქვამში ბიძია! 😉

      პასუხი
  2. უი შიო “as good as you get?” 😀 თუ ეგეც ნანახი გექნება 😕

    ჰმ.. ჩვენი სეანსისთვის შეარჩიე რამე? 😛

    პასუხი
  3. ვარჩევ ნინ რაცხა იქნება! გუშინ ერთი ორი დავლანდე და შემომეყურა ვერ გავუძელი 😀 😀 😀

    პასუხი
  4. მემგონი საღამოს ჩავუჯდები 😉

    პასუხი
  5. შემოგეყურა?? 😦 ოოო შიო კარგი რააა 😦 ყველა კარგი ფილმი შემოყურებული გაქვს და რაღას უნდა ვუყუროოოთ? 😦 მთელი ზაფხული ყოველ დღე რომ ვუყურო ფილმებს მაინც ვერ დაგეწევი 😛

    პასუხი
  6. ჯორჯ, წადიიიი წადიიიიიიი სამშობლო არ მოგენატრა ერთი კვირიიით? :)))))))))

    პასუხი
  7. Mr. Nomad

     /  ივნისი 9, 2011

    ავატარზე ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, გარდა ტექნიკური პროგრესისა და ფულისა, ასეთ ფილმებშიც არანაკლები რეჟისორული ოსტატობა იმალება, ვიდრე სხვა რომელიმე ჟანრში. უბრალოდ თუ 1996–ში სპილბერგმა თავისი ნიჭი “შინდლერის სიის” მსახიობების ოსტატობასა და სცენარის დახვეწას შეალია, 2009–ში კამერონმა საკუთარი ფანტაზიით ახალი სამყარო შექმნა, რაც არათუ ყველა ადამიანს, ყველა რეჟისორსაც არ შეუძლია. შენ რომ იცოდე, როგორ იღებენ ავატარის ჟანრის ფილმებს, დარწმუნდებოდი რომ ნაკლებ სააზროვნო არც ეგაა, უბრალოდ ხელოვნების სხვადასვა დარგია ეს ფილმები, ისევე, როგორც მუსიკა და მხატვრობა :))

    გუგულის ბუდეზე და შინდლერზე მეც ვგიჟდები, შედევრებია :))

    პასუხი
  8. გეთანხმები მეც ზუსტად იგივე ვთქვი კამერონმა მართლა ახალი რაღაც შექმნა და ამიტომაც არ ვადარებ ერთმანეთს, ეს სულ სხვა სამყაროა, სხვა ღირებულებებით და პარამეტრებით… რაც შეეხება ავატარს მისი ორიგინალი ხარისხით ნახვის სურვილი მაქვს თუ არ ვცდები სადღაც 40 GB-მდეა და ამბობენ ზღაპარიაო 🙂

    პასუხი
  9. შაბათ-კვირას ორი ფილმის ნახვას თუ ვახერხებ და თუ ცოტა ხანგრძლივი უიქენდი გამოვიდა, და სხვა საქმეც არ მაქვს, მინი კინოფესტივალებს ვაწყობ. თემატურად ვარჩევ ათამდე ფილმს და ზედიზედ ვუყურებ 🙂

    ტორენტებს ვერ მოვუხერხე ვერაფერი, თორემ მანდ რომ არჩევანია… ეჰ… კინო არ მომაკლდებოდა.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: