მასწავლებელი

ჯანდაბა! რამდენ წინააღმდეგობას აწყდები ადამიანი, როცა რამის შეცნობას ცდილობ საკუთარი ძალებით. სიზარმაცე, დროის უქონლობა, ყველაფერი ეს და კიდევ უამრავი მსგავსი რამ გიშლის ხელს. არადა რამდენად  ადვილია ეს პროცესი, როდესაც გვერდში კარგი მასწავლებელი გიდგას! საკმაოდ დეფიციტური მოდელი კია ისე და ამ სტატუსს, ,,კარგს” ბევრს ვერ უწოდებ მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეორე ცდილობს ჭკუა გასწავლოს. მოუსმენ თუ არა ეს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი, როდესაც ადამიანი ვალდებულია რაღაც გასწავლოს, როდესაც ამაში ფულს უხდი ან რამე სხვა ფორმითაა დავალებული ეს აკეთოს და როდესაც მისი მრავალი დიპლომისა და წლობით გამოცდილების მიუხედავად, ამას მაინც ცუდად ართმევს თავს!
ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ოცდაათკაციან კლასში მასწავლებელმა სათითაოდ დაიწყოს საქმის გარჩევა ბავშვებთან. საერთო, ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტია საჭირო და მასთან მუშაობა, სადაც ყველა ჩაებმება.
მაგალითად შემიძლია ჩემი სკოლის კლასი მოვიყვანო, სადაც ყველა სჯულის მოსწავლე იყო თავმოყრილი, დაწყებული ხუთოსნებიდან და ოროსნებიდან დამთავრებული მშვიდებითა და მავნებლებით. ყველას ჰქონდა პრობლემებიც, გარდამავალი ასაკიცა და ფეხებზე მკიდიობის პერიოდიც. ყველა მასწავლებელს ვუშრობდით სისხლს ცოტათი მაინც, მაგრამ ერთადერთი რომელსაც  კივილი არასოდეს დაჭირვებია, ჩვენი განაყოფის ქართულის მასწავლებელი იყო. ქალბატონი ქალდე მკაცრიც იყო და მოსიყვარულეც, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩვენში მისი საინტერესო ნატურა ფასობდა. არასოდეს ითხოვდა ქართული ლიტერატურის უაზრო საზეპიროების ცოდნას და ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას ზოგად აზროვნებაზე. პირველად იგი დაგველაპარაკა პოლიტიკაზე სერიოზულად, რწმენაზე, დემოკრატიაზე, სიკვდილზე… მოკლედ თემები ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ამით დავკმაყოფილდები. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ის საჭირო მასალას აწვდიდა ჩვენს ტვინებს საჭირო მომენტში და შედეგიც ყოველთვის უმაღლესი იყო, განსხვავებით მეორე განაყოფის მასწავლებლებისგან, რომლებსაც ერთი ეკერათ სულ პირზე, ქართული ენა რომ წმინდაა და ლექსების ზღვა რომ უნდა იცოდეს ქართველმა. ამდროს კი არ კითხულობდნენ რამდენად ჰქონდათ ბავშვებს ამოსული ყელში მათი მუდამ ერთგვაროვანი პროპაგანდა, ან თუნდაც რამდენი ბავშვი იყო კლასში არაქართველი ეროვნების, რომელთათვისაც მათივე ლოგიკით, ქართული ლექსები არ იყო მთლად საჭირო.
საბედნიეროდ ქართულიც და ზოგადი უნარებიც საკამოდ წარმატებულად ჩავაბარეთ ქალბატონი ქალდეს წყალობით. თუმცა სკოლა დამთავრდა და მასწავლებლებიც შეიცვალნენ. სამაგიეროდ დარჩა ძველი პრობლემა. არა მარტო განათლებაში, ნებისმიერ დარგში, თუნდაც რელიგია რომ ავიღოთ. მოძღვარი შეიძლება როგორც სულიერი მასწავლებელი ისე წარმოვიგინოთ. ქრისტიანულად ნათქვამია მღვდელი ყველა ერთიაო, მაგრამ მე არ ვეთანხმები ამ აზრს… მამაოც მოკვდავი ადამიანია, ადამიანური გრძნობებითა და რეფლექსებით. გამომდინარე აქედან ისიც ისეთივე ინდივიდუალურია როგორც ყველა ჩვენგანი. შეიძლება მრევლისთვის ზოგადად ყველა მღვდელი მღვდელია, მაგრამ როცა სამყაროში მხოლოდ შენ და შენი მოძღვარი ხართ, ჩემი აზრით ისევ დგება ურთიერთობის დამყარების მომენტი. შენ კი ისეთ ადამიანთან დაამყარებ იმ წრფელ ურთიერთობას, რომლიც რელიგიას შეესაბამება, ვისი შინაგანი სამყაროც შენსას მიუდგება. ჩემი აზრით რელიგია და რწმენა არაა სახუმარო თემა და ამ საკითხში ,,მასწავლებლის” არჩევა მით უმეტეს! არასწორად ნასწავლ მათემატიკას ეშველება მაგრამ როდესაც შენი სიცოცხლის სულიერ გზას აცდები ამის გამოსწორება ძალიან ძნელი უნდა იყოს…
მე მგონი ძალიან გადავვარდი ფილოსოფიებში, უბრალოდ ეს ფილმი გამახსენდა და მასწავლებლის ამბავიც მას მოვაყოლე… ყველას გისურვებთ ისეთ მასწავლებლებს, რომლებისაც მთელი ცხოვრება მხოლოდ მადლობლები დარჩებით!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. კაი თემაა და გეთანხმები პრინციპში.
    მღვდლებს რაც შეეხება, სწორედ ისაა პრობლემა, რომ ადამიანი რომაა მღვდელი არ ფიქრობენ, აღმერთებენ და იმიტომ ხდება ათასი უბედურება.

    პასუხი
    • არავის განვიკითხავ მით უმეტეს სასულიერო პირებს, მაგრამ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა მაშინ, როდესაც საქმე მხოლოდ შენი და მის ურთიერთობას ეხება და სუპერ ინდივიდუალურობაზე გადადის, ნამდვილად უბრალოდ არ შეიძლება!

      პასუხი
  2. პედაგოგის პროფესია მოგიხდებოდა და წარმოგიდგინე უცებ! :DDDD ვაიმეეე.. ზალიან საყვარელი მასწავლებელი იქნებოდი. გამხდარი, შავცარცოიანი სათვალით და წვრილი ჯოხით რუკასთან. :დ

    პასუხი
    • მე და მასწავლებელი? :D:D:D:D ეს სრული ორი საწინააღმდეგო რამეა მიუხედავად იმისა, რომ სათვალეც მაქვს და გამხდარიც ვარ და მეტსაც გეტყვი სამსახურშიც ძირითადად ამით ვარ დაკავებული, ,,ვასწავლი” 😀

      პასუხი
  3. ნათია

     /  ივნისი 5, 2011

    გეთანხმები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იყო შენი ცხოვრების გამკვალავი სკოლის პერიოდში, სამწუხაროდ, მე ქალდესნაირი მასწავლებელი არ მყოლია მთელი 11 წლის განმმავლობაში, ვფიქრობ ასეთი ერთიც კი რომ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში, ახლა იმაზე გაცილებით უკეთ ვიაზროვნებდი, ვიდრე ახლა ვაზროვნებ.

    რაც შეეხება მღვდლებს, ამაშიც მართალი ხარ, რა თქმა უნდა, უბრალოდ, ეს იმდენად ყელში ამოსული თემაა, რომ აღარ მინდ ამაზე ლაპარაკი, ვისაც არ ეზარება ამაზე წერს, კონკრეტულად შენზე არ ვამბობ, ზოგადად აღვნიშნავ, ეს საკმაოდ სათუო საკითხია და ასე ხელის ერთი მოსმით ვერ მოგვარდება, რა თქმა უნდა.

    პასუხი
    • გეთანხმები, რწმენა და რელიგია ჩვენთან მოდაშია და არა მარტო ჩვენთან! სხვათაშორის გუშინ ვფიქრობდი, ბოლო დროს გამოსული ფილმების დიდი ნაწილი მოიცავს ამ თემას. თითქმის ყოველ მესამე ფილმში სიუჯეტი რწმენისა და ღმერთის გარშემო ვითარდება. ალბათ ეს საკითხი აქტუალურობას უფრო და უფრო იძენს…. 😕

      პასუხი
  4. აქტუალური საკითხია – განსაკუთრებით დღეს. თანამედროვე სკოლას ისე კარგად არ ვიცნობ, შეხება მაინცდამაინც არ მაქვს, კარგები და ცუდები ჩემს დროსაც იყვნენ – ბიოლოგიას, რომელიც მე-11 კლასის შემდეგ საერთოდ არ დამჭირვებია, ზუსტადაც რომ მასწავლებლის ხათრით ვსწავლობდი.

    პასუხი
  5. მაახსოოვს პიიირველააააად,
    სააასწაავლეეებეელშიიიიი…
    რომ მიმაააბარეეესსს,
    საასწავლეებლააადააა… დაადაა დაააამმმმმ!!:DDDDDDDD
    😛

    პასუხი
  6. წითელი ვაშლი გაგორდა.. შიო სკოლაში გარბოდაააა…. 😀
    მეც მყავდა ერთი ეგრეთი მასწავლებელი, ჯიგრული. დღემდე მიყვარს და რომ ჩავდივარ ჩემებთან-ვნახულობ ხოლმე… 🙂

    პასუხი
  7. კარი პოსტია.. გეთანხმები ისე, ზოგი მასავლებელი ძალიან მომაბეზრებელია..
    პ.ს. ეგ ფილმია მაგარია, ვგიჟდები

    პასუხი
  8. მომწონს მომწონს.. 😀 მეც მყავდა ერთი ეგეთი მასწავლებელი.. დიდი მნიშვნელობა აქვს მასწალებლების წრეს, ზოგი თავისუფალ აზროვნებას ასწავლის ბავშვებს, მაშინ როცა ზოგიერთი ჩარჩოებს უწესებს და კარნახობს მათ როგორ უნდა იფიქრონ, აღიქვან და გაიაზრონ ისე, როგორც ყველა ფიქრობს, ყოველგვარი პირადი შეხედულებების გარეშე 😉 😛

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: