წვიმს…

სადღაც, ღრუბლებში დავფრინავ,
მზერა მიმიგავს შეშლილს,
გამოვფხიზლდები წამით და
კვლავ ვიკეტები ჩემში.

გათხაპნილია სურათი,
მზერის დაძაბვა მინდა,
რომ გავარჩიო დურაკი,
ლოთი და კაცი წმინდა.

ჩაკეტილობა ფიქრებს ხსნის,
ნებას რთავს იყვნენ ანცნი, 
-ჯოჯოხეთიდან ვინ გვიხსნის?
გადარეულან კაცნი.

იმედი გვრჩება ქალების,
თან ვერ ვივიწყებთ ადამს;
მინდიხარ, თან გემალები
გაგირბივარ და გაბამ.

არეული ვარ აზრებით, 
თუმცა ვერ მომთხოვ პასუხს.
ეს წვიმაც გეტყვის ალერსით,
ხომ ხედავ, კარგად არც ქუხს.

გარეცხავს ალბათ გონებას, 
როგორც აივანს შენსას.
მე დავთმობ მთელ ჩემს ქონებას 
და ამ გისოსებს შევჭამ!

ჰაერზე გარეთ გამოვალ,
ვიგრძნობ რა არის ფრენა,
სულის სიმშვიდეც კვლავ მოვა, 
მართლა გაკოცებ ნელა…

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. ვახ, მაგარია შიო!..
    დღეიდან შენს ბლოგზე ლექსებიც დაიდოს თუ შეიძლებოდეს რა 😀
    მართლა კაია და ყოჩაღ!..

    პასუხი
  2. ხომ ვამბობ რაღაც ხდებათქო 😛 😉 მომეწონა..

    პასუხი
  3. უუ… რა ლამაზიაა და ტკბილი :))))))0 ყოჩაღ :))

    პასუხი
  4. “იმედი გვრჩება ქალების,
    თან ვერ ვივიწყებთ ადამს;
    მინდიხარ, თან გემალები
    გაგირბივარ და გაბამ.”––––––– წყალიიიიი!!!!!!!:DDDDDDDDDDD

    პასუხი
  5. დამაინტრიგე 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: