წვიმს…

სადღაც, ღრუბლებში დავფრინავ,
მზერა მიმიგავს შეშლილს,
გამოვფხიზლდები წამით და
კვლავ ვიკეტები ჩემში.

გათხაპნილია სურათი,
მზერის დაძაბვა მინდა,
რომ გავარჩიო დურაკი,
ლოთი და კაცი წმინდა.

ჩაკეტილობა ფიქრებს ხსნის,
ნებას რთავს იყვნენ ანცნი, 
-ჯოჯოხეთიდან ვინ გვიხსნის?
გადარეულან კაცნი.

იმედი გვრჩება ქალების,
თან ვერ ვივიწყებთ ადამს;
მინდიხარ, თან გემალები
გაგირბივარ და გაბამ.

არეული ვარ აზრებით, 
თუმცა ვერ მომთხოვ პასუხს.
ეს წვიმაც გეტყვის ალერსით,
ხომ ხედავ, კარგად არც ქუხს.

გარეცხავს ალბათ გონებას, 
როგორც აივანს შენსას.
მე დავთმობ მთელ ჩემს ქონებას 
და ამ გისოსებს შევჭამ!

ჰაერზე გარეთ გამოვალ,
ვიგრძნობ რა არის ფრენა,
სულის სიმშვიდეც კვლავ მოვა, 
მართლა გაკოცებ ნელა…

Advertisements
%d bloggers like this: