Cause every little thing gonna be all right!!!

არა რაა! რაღაც ხორციანი თუ არ აკეთე ცხოვრებაში, დღეები ისე გადის თითქოს უცხოური უგემური, უარომატო ვაშლი გეჭამოს, ნორმალურად რომ არც იღეჭება ისეთი და მერე ქაღალდის გემოს გიტოვებს პირში. აი კაცს გეწერინება და რა უნდა წერო? არაფერი თუ არ ხდება გარშემო გასააზრებელი, გასაკრიტიკებელი ან პირიქით მოსაწონი, რა უნდა თქვა? მონოტონური ცხოვრება სუროგატებად გვაქცევს და ჩვენს არსებობას ამ ქვეყნად სრულიად უაზროს ხდის. გარედან რომ შეგვხედოს კაცმა ჭიანჭველებივით ვფუსფუსებთ, ვფუსფუსებთ და რეალურად კი მხოლოდ დაპროგრამებული რობოტებივით ერთსა და იმავე ლიანდაგზე დავდივართ ერთი წერტილიდან მეორეში. ჩემი ნება რომ იყოს, სხვადასხვა სამსახურეობრივ კატეგორიებში მავნე პირობებთან და სხვებთან ერთად შევიტანდი მოსაწყენი სამსახურის კატეგორიას, რომელშიც მეტ ხელფასს აიღებდა ადამიანი 🙂 თუმა არსებობს ფენა, რომელსაც ასეთი ცხოვრება ხიბლავს სწორედ და მათთვის ეს ვარიანტი ავრორას გასროლა იქნებოდა. რა ვქნა არ შემიძლია დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე და ღმერთმა დამიფაროს წლობით, ერთი და იგივეს კეთება. მიუხედავად ხელფასებისა, მაგალითად, ძალიან მეცოდებიან ავტობუსების, მეტროს მძღოლები, ობიექტების დაცვები, რომლებსაც ერთი და იგივე ნახევარ საათიანი მარშრუტი ალბათ სიზმარშიც კოშმარად ესიზმრებათ.
ასეთ პირობებში ალბათ რამე ,,ჩეპე” საოცრად სასიხარულო იქნებოდა ჩემთვის რადგან ცოტა განსხვავებულობას მაინც შემოიტანდა. საერთო მოწყენილობის გასაქარვებლად ერთიანი მოძრაობაა საჭირო, ყველა თავისთვის არ უნდა იგრუზებოდეს და მაშინ ზოგადი მდგომარეობაც რაღაცნაირად გაფერადდება, რომელსაც უფრო და უფრო აყვება ერი. მაგრამ ამავდროულად სასტიკი რეალობის ეთერში შემდეგი ტრიალებს… სად არის მხიარულება და ამის ოდნავი სურვილიც კი? არსად! პირიქით, ეგ კი არა საყვარელი შავი ფერის სინთეტიკა ვერ მოვიშორეთ ტანიდან! ტანსაცმელიც კი მონოტონური გვაცვია! აქა იქ გამოჩნდება ვინმე ანთებული შარვლითა თუ ქურთუკით და ეგრევე ან როკერია ან ბოზი და ან პიდარასტი!
არ მინდოდა, მაგრამ მაინც იქით მივდივარ! არ შეიძლება ხალხო ასე, იმდენად გვაკლია და შემიძლია ვთქვა, რომ არ გაგვაჩნია კიდეც მრავალფეროვნების გრძნობა, რომ წლებია ერთი და იგივე ოპოზიციაც კი გვყვავს! შეიძლება ეს საერთო მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ რაღაც მომენტში რომ ერთი მეორისგან გამომდინარეობს, აშკარაა! თუმცა არც ისე დაქცეულები ვართ.  დროთა განმავლობაში ალბათ მაინც ამოგვდის ყელში რაცხები, ამოგვივიდა შევარდნაძე და ამიტომაც გამოვედით ალბათ ვარდების რევოლუციაზე ქუჩაში. ამოგვივიდა ბურჯანაძე და ამიტომაც დატანტალებდა ალბათ ათიოდე კაცი წინა კვირას ტელევიზიასთან…
შეშინებული თაგვივით სირბილი კუთხეებს შორის არ ვარგა, მაგრამ არც ერთ ადგილზე სიკვდილი ვარგა ათწლეულობით. ჩვენ ამ უკანასკნელისკენ ვართ გადახრილები და სულაც არაა აუცილებელი უკიდურესობაში გადავარდნა. უბრალოდ ყველა თავისთვის უნდა ცდილობდეს ,,განძრევას” და რაღაც გამოვა. ეს ნაგავი ცხოვრება ყოველთვის ნაგავად დარჩება და თუ არ ყარს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ზაფხულში არ აყროლდება ისევ. ამიტომაც არაა საჭირო გაუნძრევლად ჯდომა და ოცნება რიოს ფესტივალის სილამაზეზე, ყველამ პატარა ფესტივალი რომ მოიწყოს ნებისმიერი ფორმით დადებითი მუხტით გადაივსება ჩვენი მთით შემოკავებული ქვეყანა, რომელიც ახლა ჭაობის შთაბეჭდილებას ტოვებს…
ეცადეთ შექმნათ პოზიტივი თქვენს გარშემო და ყველას საზეიმო მიზეზების ზღვას გისურვებთ! :*

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. ვახ!.. ხომ მშვიდობაა? რა ხდება შენს თავს? 😛
    პოზიტიური პოსტი გვეღირსა და თან მსჯელობს 😀
    მშვენიერია შიო, მშვენიერი!..
    რაც შეეხება კონკრეტულად პოსტს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გეთანხმები – ყველამ ცალ-ცალკე შევიქმანთ ფერადი სამყარო ირგვლივ და საერთო ჯამშიც კაი რამე უნდა გამოვიდეს. ეს ფერადი სამყარო კიდე სულაც არ ნიშნავს მოგვეჩვენოს რაღაცეები. უბრალოდ ფეხებზე არ დავიკიდოთ ჩვენი ცხოვრება და მთლად დინებას ნუ მივყვებით.

    პასუხი
  2. გაზაფხული

     /  ივნისი 1, 2011

    :):):)

    პასუხი
  3. ნათია

     /  ივნისი 5, 2011

    ეს კარგი და რა ვერ გავიგე იცი: ,,აქა იქ გამოჩნდება ვინმე ანთებული შარვლითა თუ ქურთუკით და ეგრევე ან როკერია ან ბოზი და ან პიდარასტი!” – როკერებს რას ერჩი? ან ბოზობაში რას გულისხმობ? ე.ი. ყველა გოგო ვისაც ასე აცვია ბოზია? მაპატიე თუ ვერ გავიგე, მაგრამ ასე გამოდის. პიდარასტები რას ნიშნავს, ჰომოფობი ხარ?

    პასუხი
  4. 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀
    ვაიმე რამდენი ვიცინე!!!!
    ჯერ ერთი, როკერებს არ ვერჩი არაფერს, მეორე-ბოზობაში ამ შემთხვევაში იგულისხმება გოგო რომელიც იძლევა და მესამე- არც ჰომოფობია შემიმჩნევია ჩემში ჯერ რავი. 🙂
    რაც შეეხება კომენტარს მართლა არასწორად გაიგე, იმიტომ რომ ,,აქა იქ გამოჩნდება ვინმე ანთებული შარვლითა თუ ქურთუკით და ეგრევე ან როკერია ან ბოზი და ან პიდარასტი!”- ეს ჩემი აზრი არ არის ზოგადად საზოგადოება ფიქრობს ასე. ანუ ჩვენი უმრავლესობა. არასოდეს გაგიგია გრძელთმიან,თუნდაც როკერი ავიღოთ, ბიჭზე მიწებებული რეპლიკა, – ,,პიდარასტია ამის…” ???

    პასუხი
  5. ნათია

     /  ივნისი 5, 2011

    ააა, ახლა გასაგებია, მე კიდე მეგონა შენ ფიქრობდი ასე, ძალიან მეძინებოდა ამას რომ ვკითხულობდი და… კაი 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: