საჩუქრები

ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერისთვის უნდა გადაიხადოო… არც ერთი ბედნიერი წამი არ მოგეცემა ,,უფასოდ” და ყველაფრისთვის გიწევს რაღაცის გაღება. თუ ამ ვარიანს დავუჯერებთ, მაშინ საჩუქარი რომელიც გაგახარებს უბრალოდ არ არსებობს და ეს მხოლოდ ნაყიდი მომენტია რომლის ღირებულება ან აკვე გადახდილი გვაქვს ან მომავალში გადავიხდით.
ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ამ თეორიას, სხვისი არ ვიცი და მე მაინც ძალიან მიყვარს საჩუქრები, მიუხედავად იმისა რომ ზემოთ ნახსენები აზრისაც მჯერა სულის სიღრმეში. ყოველთვის ბედნირებას მანიჭებს ეს პროცესი, რომელ მხარესაც არ უნდა მიმდინარეობდეს იგი. ძალიან მიყვარს პრაქტიკული საჩუქრების ჩუქება და ვერ ვიგებ, თუ იცი, ადამიანს მოსწონს კაშნე, რატომ უნდა აჩუქო მას ზამთარში სერვიზი ან რამე კიდე მსგავსი გავრცელებული საჩუქარი, როცა შეგიძლია უბრალო ნაჭრის ნაგლეჯით გააბედნიერო და თან მას მაშინვე მოიხვევს ყელზე. ის სერვიზი კი შეიძლება მხოლოდ ზრდილობის გულისთვის გამოიღოს წელიწადში ერთხელ.
ასეა თუ ისე, საჩუქრის გაკეთება საკმოდ რთული პროცესია ამიტომ მე მირჩევნია პირდაპირ ვკითხო ,,მსხვერპლს” რა უნდა რომ ვაჩუქო და ასეც ვიქცევი უმეტესად. რა თქმა უნდა ფერარი რომ მომთხოვოს და თუნდაც audi A4, ბოლომდე ვერ გავუხარებ გულს, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში შეიძლება და მგონი გამართლებულიც არის. ყველა ჩემი მსგავსი საჩუქარი დღემდე ,,მუშაობს” და თაროზე არ იმტვერება, მე კი ეს დიდ სიხარულს მანიჭებს. 
ცალკე თემაა სიურპრიზები… ამ დამპალი ცხოვრების გასაფერადებლად ერთ-ერთი ეფექტური ხერხია. მაგალითად მეგობარმა ამას წინ ეს პატარა კაცუნა მაჩუქა ისე უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე მაგრამ საოცრად გამახარა, თან მოულოდნელობის ეფექტი თავისთავად მოქმედებს ასეთ შემთხვევებში. კარგია როცა იცი რა გაუხარდება კონკრეტულად ადამიანს, მაგრამ დამიჯერეთ საჩუქარი და სიურპრიზი ყველანაირი ცოტათიმაინც გაახარებს ნებისმიერს, თუ რა თქმა უნდა ყუთიდან ასპიტი არ ამოძვრება 😉
მოკლედ, რას მოვაყოლე ეს თემა… ეს პატარა მადლობაა თქვენთვის, ვინც ამ დილაადრიან ასეთი მშვენიერი საჩუქარი გამიკეთეთ. ვიცი რომ წაიკითხავთ და მიხვდებით ვისზეც არის საუბარი 🙂 მართლა ძალიან გამახარეთ და სიტყვები არ მყოფნიდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვიმყოფინე ამის დასაწერად მაინც 🙂 ეს პოსტი ის პატარა შურისძიებაა რომლითაც დავიწყე და გაგრძელებას მერე იხილავთ რამე მზაკვრულს მეც მოვიფიქრებ თქვენთვის!
თქვენ კი სხვა ხალხებო, უკეთეთ ერთმანეთს საჩუქრები ოღონდ აჩუქეთ ის რაც მხოლოდ მის პატრონს გაუხარდება და არა სხვების საჩვენებლად. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ფასს, მთავარია მასში სიხარული იდოს, მერე ორიგინალურიც გამოვა და გამორჩეულიც! გისურვებთ წარმატებულ Gifting-ს!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

4 Comments

  1. გაზაფხული

     /  მაისი 27, 2011

    ” თუ ამ ვარიანს დავუჯერებთ, მაშინ საჩუქარი რომელიც გაგახარებს უბრალოდ არ არსებობს და ეს მხოლოდ ნაყიდი მომენტია რომლის ღირებულება ან აკვე გადახდილი გვაქვს ან მომავალში გადავიხდით.”.. amashi ver dagetanxmebi veranairad da is sheni teoria sul sxva ragacazea… cxovrebiseul ragacaze, rac unda daimsaxuro, ristcisac unda gasce rom miigo, ragac datmo, ragac gaaketo, ibrdzolo… sachuqari sxva mcnebaa, da arafer shuashi ar aris mag shens teoriastan… da shen ici es…. xom ici?

    პასუხი
    • საჩუქრების გატარებაც შეიძლება მაგ კატეგორიაში მიკრომცნებების სახით…

      პასუხი
  2. ერთი მაგ “დამპალ ცხოვრებას” ამოიღებდე საუბრიდან და მეტი არ მინდა არაფერი 😀 😀
    რაც შეეხება ფილოსოფიურ შესავალს 😛 რა თქმა უნდა, ძირითადად ყველაფერს დამსახურების მიხედვით იღებს ადამიანი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვაგვარად არ არსებობს. მოკლედ, არ მომწონს ეს თეორია!.. 🙂 ხოდა, სწორად ამბობ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია 🙂

    კიდევ უფრო ბევრ და კიდევ უფრო საინტერესო საჩუქრებს გისურვებ 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: