გად-არეული ფიქრები


გუშინ წვიმდა… ყველა ნახავდით რა უმოწყალოდ ასველებდა დედამიწას ცა. მეც ვნახე, დავეყუდე ფანჯრის რაფასთან და ვუყურე დიდხანს. სასიამოვნოდ ციოდა გარეთ, საპირისპიროდ იმ სიმყუდროვისა სადაც მე ვიდექი. ვიდექი და გრძნობებში გახლართული ვიხსენებდი წვრილ-წვრილ ნიუანსებს. არც ისე ადვილი ყოფილა წარსულზე ფიქრი, თუნდაც იმ ფორმაში, რომ რაღაც მომენტში სხვაგვარად მოვიქცეოდი. ეს შეცდომის ფაქტიც ცუდად აისახება ისედაც გაძვალტყავებულ გონებაზე. პლიუსების და მინისების დათვლას ვიწყებ და უსასრულობაში ვვარდები საიდანაც დასაწყისი აღარ ჩანს და შესაბამისად მეც ვირევი. ასეთი ,,არევების” ერთობლიობით არეული მივჩერებოდი გუშინ ფანჯარას, რომლის მინის იქით, წვიმა დაუნანებლად რეცხავდა ასფალტს. 
ასეთი სარეცხი საშუალება მეხსირებასაც უნდა ჰქონდეს, წელიწადში ერთხელ მაინც რომ მოვიდეს ტვინში წვიმა საკმარისი იქნება რომ ათასგვარი ნაგავით არ გამოვიჭედოთ გონება. როგორც ახალი ტექნოლოგიების მოყვარული, არც Shrift+Delete-ზე ვიტყოდი უარს, მაგრამ ალბათ ასე ჯობია კიდეც, რომ ბოლომდე გვახსოვდეს დაშვებული შეცდომებიცა და კარგიც, რათა მომავალში ორივე გავითვალისწინოთ და იქნებ ასი ან ორასი წლის მერე მაინც გავხადოთ ჩვენი ცხოვრება იდეალურად სწორი. აბა სად არის მაგდენი დრო? წლები მართლა წუთებში გვეცლება ხელიდან. ახლახანს მახსოვს როგორ დავიწყე სიგარეტის მოწევა და უკვე შვიდი წლის სტაჯიანი მწეველიდან არამწეველზე გადავსულვარ თურმე. მაშინ არაფერი მანაღვლებდა მაგვარი ახლანდელი ფიქრებისა რომლების უკვე აუტანლობამდე დამძიმებულან და ხანდახან კი პირიქით უმნიშვნელობამდე მჩატე და ცანცარები ხდებიან.
ზოდიაქო გამახსენა უცებ ბევრმა წყალმა და თევზებმა… ლომებს ვერ ვუგებ ან რა უნდა გავუგო ამ მოუსვენარ არსებებს? მშურს კიდეც მათი მაგრამ ამავე დროს არ მესმის. სრულიად საპირისპიროდ ამ ნიშანთან, ვერ ვიტან მკვეთრ ცვლილებებს. ამიტომაცაა ალბათ, რომ წარულს ასე მწარედ ვიხსენებ ხოლმე. ვერაფრით ვეგუები იმ აზრს, რომ რაღაც დამთავრდა და ის უკვე არქივშია შესანახი, ისევ ვაანალიზებ, ვსჯი იმას რაც უკვე მოხდა საერთოდ არ ვფიქრობ ახალზე. ძველი კაბა რომ ურჩევნია იმ პატარა გოგოს ამბავი ჩემზეა ზუსტად.
მინას ისევ ასხამს თავსხმა წვიმა და ბორდიურზე ჩამომჯდარ საკუთარ თავს ვხედავ, ყველასგან მიტოვებულს, ან იქნებ რაღაც დავაშავე ისეთი რომ ღმერთი არ მსჯის უბრალოდ მეხის დაცემით და ასე მარტოსულად ამ ამინდში ვცდილობ დანაშაულის გამოსყიდვას? ღალატი ყველაზე რეალურია. ვინ იცის რამდენ ადამიანს აქვს ჩემი იმედი და მე ჩემი სისუსტეების წყალობით ვაიძულე ისინი სხვა გზა მოენახათ, ჩემგან განსხვავებული…
შენ ისევ მოდიხარ და გვერდზე მიჯდები. რა გქვია არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ რომ აქ ხარ და არ მტოვებ. უკვე მეღიმება კიდეც, ალბათ ისევ რაღაცეებით გამომიტენე თავი ოპტიმისტური მომავლისა და გეგმების შესახებ… სასიამოვნოა შენი მოსმენა იმიტომ რომ ისევე ამოვქექე არივში ძველი მე, რომელიც ასეთივე ოპტტიმისტი იყო როგორი არანორმალურიც შენ ხარ. ასევე ოცნებობდა და აზრშიც არ გაივლებდა იმას, რომ რამე ცუდი მოხდებოდა, სულ რომ ჩანჩქერიდან გადმოვარდნილიყო. ახლა შენ ამხნევებ ისევე როგორც ის ამხნევებდა სხვებს. ეს ახსენდება და ალბათ ამიტომაც იღიმის. ძალიანაც კარგი, მალე გათენდება კიდეც და მოღუშული ცაც გაიღიმებს აბა სად წავა… მე კი მანამდე ძილს მივეცემი და საკუთარ თავს დაგიტოვებ, მიხედე, ძალიან არ გაბერო იმედით, ზომა ყველაფერში კარგია და ნუ ისხდებით ახლა დილამდე ასე, მოიფიქრეთ რაცხა. მე კი წავედი, ძილი ნებისა მე! 🙂

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

%(count)s კომენტარი

  1. მეც ძველ რაღაცეებს მივტირი ხოლმე სულ და კარგად მესმის შენი. ოღონდ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ აწმყოთი ტკბობაც შემიძლია. არა, ტკბობა გადამეტებული ნათქვამია, მაგრამ არის ზოგჯერ პატარა სასიხარულო მომენტები, რომლებიც შეგიძლია დღის დადებით მოვლენად აქციო და უბრალოდ გაიღომო. ხოდა, შეეცადე ასეთი მომენტები იპოვო 😉
    ყველასგან მიტოვებული რატომ გგონია თავი? ღრმად ვარ დარწმუნებულ, რომ ცდები!

    და დიახ, ხვალ მოღუშული ცა გაიღიმებს და შენც გაგეღიმება ამ პოსტზე.

    მეც წავედი და ძილი ნებისა შენ!.. 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: