ბედნიერება

არ მეგონა ასე ადვილად თუ გადავიტანდი, მაგრამ ყველაფერი საოცრად მარტივი იყო იმ დღეს… ისე დავეშვი, რომ თავიც კი არ წამომტკიებია, ისე გავიარე პირველი  კილომეტრი, როგორც ბავშვობაში ექსკურსიისას ახალ ქალაქში გავდიოდი ავტობუსიდან, ისევ ისე ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდი არე-მარეს, როგორც ადრე, მაგრამ ერთი მიხაროდა და ეს აშკარად ის აზრი იყო, რომ ეს ,,მოგზაურობა” ხანგრძლივი იქნებოდა. თითქმის თავისუფალი უსარგებლო ხელბარგისაგან, აჯიტირებული მივყვებოდი ყვითელ ქუჩებს და დიდი ხანი არ დამჭირვებია, რომ პირველად მომეკრა თვალი ნამდვილი დრედებისთვის. ხელი მოგხვიე და მხოლოდ გაგიღიმე, თუმცა იმდენად თბილად რომ მე თვითონვე მესიამოვნა მიუხედავად თაკარა მზისა. წამში გალღვა სიცივისგან დაჭმუჭნული სული, არც ერთს აღარ გვახსოვდა თითქმის აუტანელ პირობებში გადაკვეთილი რამოდენიმე საზღვარი. მთავარი იყო რომ აქ ვიყავით, ჩვენი ოცნების ქვეყანაში და შენ ჩემი ხელი გეჭირა.
ისეთი ნაზი იყო და მგრძნობიარე, როგორც არასოდეს, თუმცა ბოლო კვირას კანი დაეხეთქა და გაეუხეშებინა. არც ერთი ვიღებდით ხმას, ჩუმად მესმოდა შენი და მესმოდა, რომ როგორც არასოდეს, ისე იყავი ამ დღეს ჩემთან და ახლავე რომ მოვბრუნებულიყავი იყოყმანოდ გამომყვებოდი უკან. ამ ყველაფერს შენს ბავშვურ მოციცმციმე თვალებში ვხედავდი, რომლებსაც ვერაფრით დაემალათ ჩემი ბედნიერების დანახვით გამოწვეული სიხარული.
პირველად ამ დღეს მივხვდი რა არის ბედნიერება და სიყვარული. ამ დღეს, ცხოვრებაში პირველად, არ ვფიქრობდი სახლზე, საჭმელზე, ოპოზიციაზე, მთავრობასა თუ გადასახადებზე. ამიტომაც ალბათ, ისევ ისე ჩუმად, უჭმელები გავედით ულამაზეს სანაპიროზე და ის მშვენიერი ღამე მხოლოდ გონებრივი კონტაქტის საშუალებით გავატარეთ. დილით შენს მუხლებში გამეღვიძა, მზის პირველი სხივები ჟრუანტელს მგვრიდა შიშველ ტანზე, შენ საოცრად მშვიდი სახითუყურებდი  თითქოს გაქვავებულ ოკეანეს და საჩვენებელი თითით ეფერებოდი ჩემს სვირინგს…
თავის წამოწევა არ მაცადე, სვირინგის ადგილი ტუჩებმა დაიკავა… მგონი იმაზე იკეთესი იყო ვიდრე პირველი ნახვისას, მგონი პირველად სწორედ დღეს დაგინახე და გაგიცანი. ჩემი თავიც მივაკარგე სადღაც. ის, ძველი მე სადღაც დარჩა სხვა მატერიკზე, ნერვიულად დააბოტებს წინ და უკან, წუწუნებს, ტირის. მე კი აქ ვარ,  შენთან ერთად ვარ და შენი უსიტყვოდ მესმის….
სიყვაურლისთვის გაჩენილმა მოსახლეობამ ყველაფერი მოგვცა: სახურავი თავზე, რამდენიმე ჭურჭელი და რაც კი უცებ დაგჭირდა უკან კი მხოლოდ ის მოითხოვეს რასაც ყველას უზიარებდნენ, ულევ ბედნიერებას.
,,ბედნიერება რა არის იცი?” მაშინ თავი გავიქნიე უარის ნიშნად და მეგობარმა მიახლოვებით იგივე სურათი დამიხატა, ასეთიაო, მე წლების მერე მივხვდი…
ნორმაზე შეზარხოშებული, დაბალ სავარძელში მოვკალათებულვარ საკუთარი საცხოვრებლის წინ, ჩემი შვილი ბარბაცით დარბის ეზოში და ეცემა, შენ საშველად მირბიხარ, ის კი დგება ფეხზე და გაფშინიკებულთითებიან, პაწია ხელებს ერთმანეთზე  მოუქნელად უსმევს, რომ ქვიშა მოიცილოს და თამაში განაგრძობს. მზის ჩასვლისას საოცრები ხართ, ღრმად ვისუნთქავ სიყვარულით გაჟღენთილ ჰაერს და გულში გიკრავთ ორივეს. არ ვღელავ ცუდად გაჩერებულ მანქანაზე, რადგან იგი არ მაქვს. არ ვღელავ შუქის გადასახადზე, რადგან სანთელი მაქვს. არ ვღელავ მკვლელებზე და ქურდებზე, რადგან მეზობლებს ვუყვარვარ. არ ვღელავ მომავალზე, რადგან იგი ხელში მიჭირავს და ვკოცნი! პატრა ორგანიზმს, როგორც იქნა დაღლა ერევა და ჩვენს მკლავებში იზინებს, თვალს მეც ვხუჭავ, მაგრად გიკრავ გულში და შენს ტუჩებს ვადნები მთელი არსებით, ვიღვიძებ და შენი სხეულის მაგიერ ხელში ჯოჯოხეთი მხვდება, გარეთ გავდივარ და დანიშნულების ადგილამდე მისვლის საშუალებას საზოგადოებრივ ,მაუწყებელთან შეკრებილი უსაქმურები არ მაძლევენ, შიგნით შემოვდივარ და გადასერიოზებული საქმიანი ზომბები მიღობავენ გზას. მადლობა ღმერთს, სიზმარი მაინც არსებობს ამქვეყნად ხანდახან ასე რომ მოგანდომებს გაფრენას….

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

15 Comments

  1. არ ვიცი რა დავწერო… მართლა.
    ძალიან კაია, მუსიკაც და არ ვიცი მოკლედ 🙂
    ვსიო, ამხელა ჟურნალისტ ქალს სიტყვები არ მაქვს!.. 😀
    ხშირად წერე უბრალოდ, ესაა და ეს…

    პასუხი
  2. რაღაცნაირი, სხვანაირი ბლოგი გაქვს. აქ ყოველთვის ვმშვიდდები და ფიქრს ვიწყებ.
    არასდროს არ შეწყვიტო წერა.

    პასუხი
  3. ბევრი ფიქრი მავნებელია ასე რომ მეც ცოტას დავიკარგები ხოლმე :D:D:D:D:D:D

    პასუხი
  4. likapika

     /  მაისი 24, 2011

    shiooooooooooooooooooooooooooo, unda gaviqce dasaZinebladdddd:):):)

    პასუხი
  5. დავტკბი.. მეც მინდა ეგეთი რეალობა თუ არა სიზმარი მაინც 😛

    პასუხი
  6. გიორგი

     /  მაისი 25, 2011

    ძალიან მინდა, შენი სიზმარი რეალობად გექცეს :* :*

    პასუხი
  7. -პირველივე სიტყვებიდან მივხვდი,რომ ულამაზესი და უთბილესი ბლოგის წაკითხვა მელოდა..მუსიკის ფონზე ნელ-ნელა დავიწყე კითხვა…პარალელურად ვფიქრობდი:”ვიყავი,როდისმე ასე ბედნიერი?’-ულამაზესი წუთები შენთან ერთად გავიზიარე…”წამში გალღვა სიცივისგან დაჭმუჭნული სული, არც ერთს აღარ გვახსოვდა თითქმის აუტანელ პირობებში გადაკვეთილი რამოდენიმე საზღვარი. მთავარი იყო რომ აქ ვიყავით, ჩვენი ოცნების ქვეყანაში და შენ ჩემი ხელი გეჭირა.”
    ისე ლამაზად წერ,თავს აყვარებ მკითხველს.-დამიჯერე ლამაზი სიზმარი არასდროს ავიწყდება ადამიანს…წინ რეალობისკენ!

    პასუხი
  8. ეეე რა კარგი იყო!
    ეჰ შენ სიზმრებში მაინც გაგიმართლა და მე ისეთი საზიზღრობები მესიზმრება რომ დაძინების მეშინია უკვე 😐

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: