ЗАТКНИИИИИИСь!!!!!!

რატომ ვმართავთ ათასგვარ წვეულებებს, შეკრებებს, პრეზენტაციებს, ,,ივენთებს”? რა თქმა უნდა, არის ამის საფუძვლიანი მიზეზები, მაგრამ რატომ დავდივართ ასეთ ღონისძიებებზე?  არსებობს რაღაც, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს. ამგვარ სიტუაციებში შეგვიძლია და მეტიც, უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ გარდერობში დამტვერილი ან პირიქით ახლად შეძენილი კაბა ან ფეხსაცმელი არ გამოვფინოთ საყოველთაოდ. ყველა ასეთ ღონისძიებაზე შეამჩნევთ დამსწრე საზოგადოების სამწუხაროდ უმეტეს ნაწილს, რომელიც მთელი თავისი არსებით ცდილობს იყოს ბრჭყვიალა მანეკენი ან მოსიარულე ბილბორდი, რომელზეც ლამის სახეში მოსარტყამი ათასგვარი აქსესუარია გამოფენილი. 
ეს ყველაფერი ამ სამყაროს ნაწილია და გვინდა თუ არა ბომონდის გარეშე დღევანდელი მსოფლიო ალბათ ბრატისლავას დაემსგავსებოდა კონოდან ,,ევროტური”. გასაგებია, რომ ქალი ქალია და კიდევ ერთხელ ქალია. შესაბამისად მას არ შეუძლია სხვანაირად და გარკვეულწილად ვალდებულიც არის რომ ყოველთვის მოწესრიგებული იყოს. მით უმეტეს ასეთ ადგილებში განსაკუთრებით სასიამოვნოა ყველასთვის, როცა რაღაც განსაკუთრებულად გამოიყურება, მაგრამ რა საჭიროა სასიამოვნო საღამოს იდიოტური, მაგრამ განსხვავებული ქუდით ჩაშხამება როცა ადამიანი გიყურებს და ვერ ხვდება, რატომ ჩამოიფხატე ამ სიცხეში ბებიის (ნათელში იყოს მისი სული…) ზამთრის შლაპა.
ეს კიდევ არაფერი. მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ეს ადამიანები სხვებს უშლიან იმ მიზნების შესრულებას, რომლისთვისაც ისინი შეიკრიბნენ.
ეს ამხელა შესავალი დღევანდელ შთაბეჭდილებებს მოჰყვა, რომლებიც გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველის” ახალი გამოცემის პრეზენტაციიდან წამოვიღე. 
ყველაფერი ისე დაიწყო როგორც საერთოდ ხდება ხოლმე. განსაკუთრებული არაფერი, ხმამაღალი გუგუნის ფონზე, წინასწარ გამზადებულ სცენაზე ბატონი გურამი და კიდევ ერთი კაცი გამოჩნდა. ხალხი აპლოდისმენტებით შეეგება მათ და ისინიც სავარძლებში მოთავსდნენ. მიკროფონთან სხვა კაცი დადგა და ალბათ თავისი ვინაობაც გამოაცხადა სანამ ამ ამ ყველაფერს შესავალს გაუკეთებდა, მაგრამ სამწუხაროდ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე მისი ნათქვამიდან. შემეძლო ეს მისი მშვიდი დიქციისთვის დამებრალებინა მაგრამ ეს არც აქცია იყო და არც აჯანყება, ასე რომ არც მოეთხოვებოდა ხმამაღალი საუბარი. რამოდენიმე სიტყვა ამოვიწოვე იმ ადამიანის მონოლოგიდან, რომელიც ბატონ გურამთან ერთად შემოვიდა თუმცა მთლიანი აზრის გამოტანა ვერ შევძელი და მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ახალგაზრდა მკითხველზე ლაპარაკობდა. ალბათ წინა რიგებში იმყოფებოდა დამსწრეთა ზუსტად ის  ნაწილი, რომლებმაც ამ საღამოდან რაღაც აზრი გამოიტანეს, უკან კი ჩემი თამადობით მხოლოდ ვიზუალური კონტაქტით დაკმაყოფილებული შემადგენლობა იმყოფებოდა. გარშემო რამოდენიმე ათეული ადამიანი დავლანდე, რომლებიც უკმაყოფილო სახეებით ცდილობდნენ კისრებისა და ყურების დაგრძელებას, მაგრამ ბავშვების ჭყიპინის ფონზე არაფერი გამოსდიოდათ. რამოდენიმე სკოლამდელი ასაკის პატარა მოუსვენრად დარბოდა უკანა რიგებში და ერთმა პირდაპირ ჩემს ზურგს უკან ისტერიკაც კი მოუწყო დედამისს, რადგან უცბათ ნაყინი მოუნდა თურმე. ასეთ სიტუაციაში აბა რა აზრი ჰქონდა რომ ორგანიზატორებს ტელეფონების გამორთვა მოეთხოვათ? ზემოთ ნახსენები რამოდენიმე ათეული ადამიანის გარდა აბსოლიტურად ყველას ფეხებზე ეკიდა იქაურობა და ზოგი მობილურზე ლაპარაკობდა, ზოგი ბავშვს ამშვიდებდა, ზოგსაც ნაცნობი მოეძებნა და… ,,გოგო ილიკო ვნახე გუშინ ზოოპარკში, რამხელა შვილი ყოლია უკვე….”
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას სამწუხაროდ ცუდად ვიცნობ, მაგრამ ასე თუ ისე გამიგია ამ ადამიანის შესახებ და მართლა მინდოდა უფრო მეტი გამეგო. ამის გამო სამსახურიც კი გავაცდინე ნაწილობრივ და იმედი მქონდა რომ მოყაყანე ,,სასტავი” მაშინ მაინც ჩაიგდებდა ხმას, როცა მიკროფონი სამოცდათორმეტი წლის საოცრად მშვიდი შესახედაობის ბაბუის ტოლა კაცმა აიღო ხელში. სამწუხაროდ იმედები გამიცრუვდა, მხოლოდ ის გავიგე, რომ მწერალმა ბოდიში მოიხადა, რადგან უღონობის გამო სავარძელში მჯდომს უნდა ელაპარაკა. რა გასაკვირი იყო რომ მისი სუსტი ხმა ვერაფრით გადაფარავდა იქვე მგდომ ოთხ დაქალუშკას, რომლებსაც აგერ ერთი ქალი ცოტაც და გინებას დაუწყებდა.
ბატონი გურამის მონოლოგმა ჩემთვის ისე ჩაიარა, როგორც მეტროში მოლაპარაკე ხალხის სურათმა როცა ყურსასმენები მიკეთია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბობ მარლის მაგივრად ახალ-ახალი ჭორები და ბავშვის ღნავილი მესმოდა. უფრო ომახიანი ხმის პატრონმა გამოაცხადა რომ მწერალი მსურველებს ახალ შეძენილ წიგნებზე მოუწერდა ხელს და იქვე არც თუ უსაფუძვლოდ ითხოვა რომ მშვიდად, სათითაოდ მოსულიყვნენ. ეს ხომ საქართველოა და ჩვენც ქართველები ვართ, ამიტომაც არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ თავ-პირის მტვრევით მივცვივდით მოხუც მწერალს,  რომელსაც ისედაც ეცოტავება ჰაერი და თითქოს სადმე აპირებდა გაქცევას. დინამიკებში კი მხოლოდ დიქტორის განწირული თხოვნაღა ისმოდა: ,,ძალიან გთხოვთ, ერთდროულად არ გინდათ-ო”…
სახლში უკმაყოფილებით სავსე დავბრუნდი და არაფერი მეტყობოდა, რომ საღამო კულტურულ ღონისძიებაზე გავატარე, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს, – ,,ოდესმე შევძლებთ იმას, რომ ვიღაცამ არ გვევედროს, ხმა ჩაიგდეთო?”

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

11 Comments

  1. ხო… დოჩანაშვილის ავტობიაოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი მე ბოლოს და იგივე სიტუაცია იყო ზუსტად, საცოდავი კაცი გაიგუდა ლამის.
    რას ვერ ვხვდები იცი? ეს ხალხი რატომ დადის ამ პრეზენტაციებზე? თუ არ აინტერესებთ, გაისეირნონ კაცო სუფთა ჰაერზე, მშვიადად, სხვებს რაღას ერჩიან?
    ბავშვის ამბავი კიდე სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამიხსენი, რატომ უნდა მოვიდეს დედა პატარა ბავშვათან ერთად დოჩანაშვილის პრეზენტაციაზე? რა, თავიდანვე ლიტერატურის სიყვარულს უნერგავს? წარმომოდგენია რამდენი ხალხი იქნებოდა, დოჩანაშვილი უყვართ საქართველოში, ალბათ ყველა თანამედროვე მწერალზე მეტად (არის კიდეც ამ სიყვარულის ღირსი) და მის პრეზენტაციებზე სულ ასეთი აურზაურია. მაგრამ ჩვენთან სიყვარული ასე ესმით – მთავარია შენ გაიხარო, ნახო საყვარელი მწერალი, ფოტო გადაიღო, წიგნზე წარწერა გააკეთებინო და “ჩორტ ს ნიმ”, მერე რა თუ მოხუცია და დაიღალა.

    პასუხი
  2. მემგონი ვიღაც გვჭირდება ვინც აგვიხსნის საერთოდ რას ნიშნავს სიტყვა ეთიკა და თავშეკავებულობა!

    პასუხი
  3. ეს ხომ საქართველოა! რამე გიკვირთ???

    პასუხი
  4. ბევრს გაგაღიზიანებ, მაგრამ დოჩანაშვილზე ვერ ვირევი, მსუბუქად რომ ვთქვა ნაკლებად მომწონს. რაც შეეხება კულტურას, ამ სიტყვამ დიდი ხანია სხვა დატვირთვა შეიძინა მუტირებული საქართველოსთვის. რა, არ იცოდი? 🙂

    პასუხი
  5. დოჩანაშვილის შესახებ აზრი შენი საქმეა არცაა აუცილებელი ირეოდე. კულტურაზე კი ვიცოდი და უფრო მეტადაც ვრწმუნდები რაც დრო გადის, მაგრამ უბრალოდ ამასხა გუშინ 🙂

    პასუხი
  6. აბა შენ როგორ ფიქრობ სად ცხოვრობ? ჩვენთან ბრბოაა. არ იციან თითქოს საზოგადოებაში მოქცევა
    ტეხს 😦
    მესმის შენი აგრესიულობის… იქ ხმამაღლა ისე დავიყვირებდი, რო მვყეალ უცბადვე გაჩდებოდა

    ეჰ

    პასუხი
    • სამწუხაროდ ყველაზე თავზეხელაღებული საქციელებიც არ მოქმედებს ჩვენზე! რატომღაც უცნობის ერთ-ერთი პირველი კლიპი გამახსენდა გუშინ თუ გახსოვთ, ,,ქვეყანაშია ფერები მუქი” ასე ერქვა მგონი სიმღერას… 😐

      პასუხი
  7. გიორგი

     /  მაისი 20, 2011

    ძალიან მწყდება გული, როდესაც ამგვარი ბრობლემების პასუხი მხოლოდ ასეთია – “ეს ხომ საქართველოა! რამე გიკვირთ??”. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეგუებით ამჟამინდელ რეალობას!!!

    პასუხი
  8. likapika

     /  მაისი 20, 2011

    davrwmundi rom aseT pompezur prezentaciebze siarul;i uazrobaa:):):) frontlainma gaixoros, patra da mushaa, mivedi mshvenivrad movusmine gavige da kmayofilic davrchi, sxvaTashoris arc yayani yofila da arc bavshvebii:):)

    ise Tansacmelze cota acharbeb mgoni shio, me ufro meT bomonds da sibrchyviales movelodi da ikmedi gamicruvda:D:D:D:D:D

    პასუხი
  9. ფრონტ ლაინზეც თუ ბავშვები ითამაშებენ მერე მართლა ცაოცარ დღეში ჩავვარდებით. თანსაცმელთან დაკავშირებით მართალი ხარ უბრალოდ ეს დღე მიზეზი იყო თორემ ისე ზოგადად ვთქვი 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: