სათაური დამავიწყდა წეღან…

ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ, აზრები მერევა… ყოველთვის მეგონა, რომ ცუდად ვთამაშობდი და საერთოდაც თითქმის არ გამომდიოდა ეს საქმე, მაგრამ ვცდებოდი. მაშინ, როდესაც ზედმეტ გულწრფელობას მინუსად ვთვლიდი და ვცდილობდი გამოსწორებას, თურმე თეატრის სცენაზე გაზრდილ მსახიობებზე ნაკლებად არ ვფარავ საკუთარ თავს. ამ ყველაფერს კი ძვირფასი რამეები ეწირება ჩემს გარშემო, გრძნობები, ურთიერთობები… საკუთარი თავის შეცნობის კოეფიციენტი ალბათ მინუსებშიც კი გადამივიდა. მომბეზრდა ამდენი სიცრუე და უკვე უხარისხოდ შეთითხნილი პოზიტივი, მაგრამ თავს ვერ ვანებებ. ნარკოტიკია, რომელიც ჯიბეში მიდევს და მგონია, რომ თუ გადავაგდებ მთელი სამყარო უბრალოდ ადგება და ზურგს მაქცევს! ამისგან ,,სუფთა მე’’ სუნიანი და საზიზღარია, ისეთი, რომელთან ურთიერთობაც მეც კი არ მომინდებოდა და ამიტომაც არის ალბათ რომ მას ასე გამწარებით ვმალავ ამ ქვეყნისაგან.
ამბობენ, ყველა დაღმართს აღმართი მოყვებაო და პირიქით. მეც ამის მჯერა. აბა რაა, მართალია! ეს ხომ ცხოვრებისეული სიბრძნეა, ,,ოქროს შუალედის’’ წესის გამოყენების იდეალური მომენტი. რეალურად კი რა ხდება? ვდგავარ დაღმარზე, რომელიც არადა არ გათავდა! -,,არ ვიბრძვი ალბათ, არაფერს არ ვაკეთებ და იმიტომაც…’’-, ესეც თავის მოტყუებაა ალბათ გარკვეული მხრიდან, რომელსაც ჩემი ოპტიმისტური მხარე ჩურჩულებს ხანდახან და ,,პესიმისტი მე’’ ეგრევე სიხარულის აგონიაში ვარდება, რადგან ხედავს, რომ ამ დაღმართს არც ბოლო უჩანს და არც პერსპექტივაშია რამე უკეთესის გამოჩენა! ერთმანეთს დღითი-დღე ემატება ნეგატივები, არც გარემოს შეცვლამ უშველა საქმეს და არც იაფფასიანმა ცხოვრების სტილის ცვლილებამ. ხო გარემოზე გამახსენდა…
სკოლაში კლასელი მყავდა. შესახედავად ძალიანაც სასიამოვნო გარეგნობის ადამიანი იყო, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი რომ მის გვერდით ყოფნა არასოდეს მსიამოვნებდა, მაშინაც კი, თუ ერთმანეთს საერთოდ არ ველაპარაკებოდით. ამის მერე საკმაოდ მჯერა ადამიანის პირადი აურის არსებობის, რაც შემდეგ და შემდეგ მეტად შევიცანი, ხოდა ახლა ეს ჩემი დაბინძურებული აურა საშინელებამდე მძულს, როცა წარმოვიდგენ რამდენი ადამიანი ხვდება მისი აყროლებული ზემოქმედების ქვეშ როცა ლიფტში ვარ ან მანქანაში… არადა მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, სამაგიეროდ მე დავაშავე რომ ამ ყველაფრის გაცნობიერება და ატანა მიწევს. აქედან გამომდინარე ვფიქრომ რომ მექანიზმი სახელად ადამიანი ვერ იარსებებს ქვეყანაზე ცალკეულ ინდივიდად და სრულიად გადაკარგულშიც კი მისი არსებობა გავლენას მოახდენს ვინმეზე მაიც ანუ ამ სამყაროში განმარტოვება შეუძლებელია მარტივი ლოგიკის გამოყენებით. მაშინ რისთვის ვიბრძვი? ან ვიბრძვი რო? ხომ გითხარით აზრები მერევა-თქო…
წამიერი რეალისტური ნათურის განათებით ვხვდები, რომ ამ წამს არც ვიბრძვი და მით უმეტეს არც განმარტოვებას ვცდილობ. პირიქით მხეცურად, ღორულად და ჩვეული ეგოიზმით სავსე, ვოცნებობ ,,მასზე’’… ის, ვინც მოვა და ჩემს დამპალ გარემოში ჩავახრჩობ ისე, რომ სინდისი თვითონაც ვერ გაიგებს თავის ხმას. თუ გაუძლო გაუძლო, თუ არადა შეიძლება ისევე უსინდისოდ გადმოვაგდო დამცირებული და განადგურებული გარეთ, კითხვაზე ,,რატომ?’’ ხმაც არ ამოვიღო და უსიტყვოდ შევბრუნდე საკუთარ რუხ ნაჭუჭში. დაფიქრდით სანამ შემეხებით, შემეხეთ და გაიქეცით, რადგან მე ადამიანი ვარ და თან დამპალი ვაშლის ჯიშისა, რომელიც საღ, წითელ ხასხასა ხილეულს შორის მოხვედრილა!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. გაზაფხული

     /  მაისი 17, 2011

    igvidzeb…. mec bevri azri momivida am yvelapris shemdeg da mivxvdi rom igvidzeb… ai kidev erti zemotxsenebuli ” cxovrebiseuli sibrdzne”- sjobs gvian vidre arasdros…. magram vai, rom imas verasodes daibruneb, rac ukve iyo…. da vai, rom axla ukve gviania sinanuli… 😦

    პასუხი
  2. vai rom mgonia pirikit ufro da ufro vizineb…

    პასუხი
  3. რა დღეში ხარ შენ? შენი აზრით შენ ერთადერთი ხარ პრობლემებით? და ყველას ცხოვრება ყოველღიურად მზიანი და ხალისიანია? არა შიო, არა!..
    მარა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩავიხვიოთ გულში რაღაცეები და მოვწყდეთ გარე სამყაროს.
    “ამისგან ,,სუფთა მე’’ სუნიანი და საზიზღარია, ისეთი, რომელთან ურთიერთობაც მეც კი არ მომინდებოდა და ამიტომაც არის ალბათ რომ მას ასე გამწარებით ვმალავ ამ ქვეყნისაგან. ” – სრული აბსურდი!!! ვისაც უყვარხარ იმისთვის სულერთია და და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხარ.
    რომელ დამპალ გარემოზეა საუბარი? შენს საყვარელ ადამიანებს არ აქვთ ცუდი განწყობები? შენ მათთან ურთიერთობას “გაძლებას” ეძახი? ვიცი რომ არა. ხოდა, ყველა, ვისაც უყვარხარ “გაგიძლებს” (შენებურად რომ ვთქვა), იმიტომ რომ უყვარხარ და სხვაგვარად შეუძლებელია. და მათ უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, მარტო მხიარული კი არა. და მეგობრობა რა არი შიო, ქეიფი და დროს ტარება? ცუდად რომ ხარ მაშინ თუ ვერ “გაგიძლებს”, მეგობარია ის?
    და დიახ, არ იბრძვი და არაფერს აკეთებ!.. ზიხარ და ელოდები რაღაც გაურკვეველ სინათლეს, რომელიც თავისით არ მოვა. ადამიანებს დიდი ძალა გვაქვს, ჩვენ განვკარგავთ ჩვენს ცხოვებას, მერწმუნე , და თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ. შენც მოინდომე, რატომაც არა?

    შენი დაღმართიც მალე დამთავრდება, ნახავ თუ არა 😉

    P.S. პოსტს არ დაგილაიკებ 😛 მომიშალე ნერვი და იმიტომ 😀 მარა მთავარია განწყობა გამოუშვი და დაწერე, წესით შველის ეს 😉

    პასუხი
    • გაზაფხული

       /  მაისი 18, 2011

      “ადამიანებს დიდი ძალა გვაქვს, ჩვენ განვკარგავთ ჩვენს ცხოვებას, მერწმუნე , და თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ. შენც მოინდომე, რატომაც არა?” – ar shemidzlia ar dagetanxmo….. like like like like like….

      პასუხი
  4. ჰმ! მოკლედ ჩემო შიო, ეხა ყურადღებით მომისმინე: ის რაზეც შენ საუბრობ, ზოგადად ყველა ნორმალური, თვითრეალიზაციის პროცესში მყოფი ადამიანების არის დამახასიათებელი. ერთადერთი გამოსავალი არსებობს! გინდა რომ სამყარო შეიცვალოს? გინდა? კარგად დაფიქრდი და გულწრფელად უპასუხე საკუთარ თავს. გინდა ხო? 🙂 მაშინ ადექი და შეიყვარე საკუთარი თავი ისე როგორც შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს შეიყვარებდი!
    დაფიქრდი, რა საყვარელია ის შიო რომელსაც მუდამ ასე აკრიტიკებ! ზის თავისთვის კუთხეში და შეშინებული გისმენს როგორ ეჩხუბები! შეიყვარე საკუთარი თავი, გააცნობიერე რას ნიშნავს ეს და ისე შეიყვარე და სამყაროც შეიცვლება! მოიხსენი ეგ მუქი სათვალე და მოეფერე საკუთარ თავს! აბა მეგობრებს კითხე რას ფიქრობენ შენზე? თუნდაც ვირტუალურებს. 😉

    პასუხი
    • ხო მაგრამ სად წავა ჩემი ისედაც ცამდე გაზრდილი ეგოიზმი? 😐

      პასუხი
      • საკუთარი თავის სიყვარულსა და ეგოიზმს შორის დიიიიდი თან პრინციპული განსხვავებაა. უბრალოდ დაფიქრდი და გააცნობიერე. ეგოიზმი= პატივმოყვარეობას, სიყვარული=თავმდაბლობას საყვარელი ობიექტის წინაშე.
        თუ უარყოფ საკუთარ თავს საკუთარი თავის სიყვარულისთვის–გაკეთილშობილდები და სამყაროსაც გააკეთილშობილებ მეტად ვიდრე არის. ოოოო შიო რაა… იფიქრე და გახდი იმაზე უკეთესი ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. მამა პაისი ათონელი წაიკითხე. 🙂

        პასუხი
  5. საინტერესოა.. ზუსტად ამ დღეებში მქონდა ეგ გრძნობა.
    მაგრამ იცი.. არ არსებობს მხოლოდ დადებითი პიროვნება. იყო ადამიანი – თავისთავად გულისხმობს უამრავ უამრავ ნაკლს.
    იმდენად ნაცნობი იყო შენი განცდები…
    კომენტარებმა დედაჩემი გამახსენა: ))
    არასდროს, არაფერში არის გვიან. მთავარია თუ რაიმე არ მოგეწონება, ცვლილებისკენ იწრაფვო.. ისე კი, ამ სამყაროში ერთი რამ დაიხსომე: როგორც აფასებ საკუთარ თავს, ისე გაფასებენ სხვები! ყოველთვის! ამიტომ უნდა შეიყვარო საკუთარი თავი ნებ. ასპექტში: )

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: