ცოცხალი გმირები

ორი დღის წინ ჩემი Facebook-ის wall-ზე ძველი ტელერეპორტაჟის ნაწყვეტები გამოჩნდა, რომელიც მინიმუმ ათჯერ მექნება ნანახი, მაგრამ მაინც თავიდან ბოლომდე გავიმეორე. ეს თემა მუდამ მაწუხებდა და დღეს გადავწყვიტე ცოტა რამე მეც ვთქვა იქ, სადაც ყველაფერი თითქმის ნათქვამია და ახალს არც არაფერს გპირდებით, რადგან ჩემნაირი აზრი ახლა ძალიან ბევრს გააჩნია.
დაახლოვებით ათი წლის წინ, ჩემს უბანში პატარა ვიწრო ქუჩა შევნიშნე. ასეთი ქუჩები აქ ბევრია, მაგრამ ამან ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია, რადგან სოსო წერეთლის სახელს ატარებდა და მე კი იმ დროს აკაკის გარდა წერეთელი სხვა არ ვიცოდი ისეთი, რომ მისი სახელი ქუჩისთვის დაერქმიათ. მაშინ დავინტერესდი ამ პიროვნებით და მაშინ გავიგე პირველად ამბავი, რომელიც ყველას გვეკუთვნის. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე”-ზე უამრავი ჭორი და მონაყოლი მოვისმინე, უამრავი სტატია წავიკითხე, ოთხჯერ ვიყავი სპექტაკლზე და კიდევ ბევრჯერ წავალ და ბოლოს რა თქმა უნდა დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობის” არწაკითხვა თავისთავად წარმოუდგენელია.
თუ კიდევ დარჩა ვინმე ვინც არ იცის, მოკლედ ვიტყვი, რომ 1983 წლის 18 ნოემბერს  შვიდმა ახალგაზრდამ, რომელთა შორის ერთი ქალი იყო, გაიტაცა თბილისი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი. მათ განზრახული ჰქონდათ თვითმფრინავის უახლოეს არასაბჭოურ ქვეყანაში, თურქეთში დასმა, საიდანაც ადვილად მოახერხებდნენ აშშ-ში გაქცევას.
ხომალდის გატაცების გამოცხადებიდან ოციოდე წუთში მათ ორი ავიაგამანადგურებელი მიყვებოდათ და პილოტს ნაბრძანები ჰქონდა თვითმფრინავი თბილისში დაებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მაინც არ მისცემდნენ თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას. გამტაცებლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ სად იყვნენ, როცა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. მაშინდელი მთავრობის ბრძანებით თვითმფრინავს გარედან ცეცხლი გაუხსნეს რამაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედაგად დააპატიმრეს პაატა და კახა ივერიელები, გეგა კობახიძე და თინა ფეტვიაშვილი. ეს ორი უკანასკნელი წინა დღისით დაქორწინდნენ და ეს მოგზაურობაც თაფლობის თვის ინსცენირება იყო. სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა ძმებს ივერიელებს, გეგა კობახიძეს და მამა თევდორეს, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძეს, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა თვითმფრინავში, მაგრამ ბიჭების გადასარჩენად ბევრი ფაქტი თავის თავზე აიღო. თინა ფეტვიაშვილს ციხეში ძალით გაუკეთდა აბორტი და თხუთმეტი წლით პატიმრობა მიესაჯა. 1984 წლის 3 ოქტომბერს ოთხი სიკვდილმისჯისლის განაჩენი აღასრულეს თუმცა ოჯახის წევრებმა კიდევ დიდხანს არ იცოდნენ ამის შესახებ.
ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ითქვა და უამრავი აზრი არსებობს. ზოგისთვის ეს ბიჭები კერპებად და გმირებად იქცნენ, ზოგისთვის სულელ ახალგაზრდებად, რომლებსაც არ გაუმართლათ, ბევრი ისევ იმ აზრზე დგას, რომ ისინი მკვლელები და ტერორისტები არიან…
ამ ამბის უშუალო მონაწილე თვითმფრინავის მგზავრები უკვე ბოლო დროს ალაპარაკდნენ იმაზე რომ მთავრობამ გაუხსნა ცეცხლი თავისივე მოქალაქეებს გარედან, რომ გამტაცებლები ნამდვილად არ იქცეოდნენ ისე ვანდალურად როგორც ეს სასამართლო პროცესზე აჩვენეს ბრალმდებლებმა და მოსყიდულმა თუ დაშინებულმა მოწმეებმა. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არაა დიდად განსხვავებული. მეც არ ვარ მსხვერპლის მომხრე, მაგრამ იმას, რასაც იმდროინდელი მთავრობა აკეთებდა, გაცილებით მეტი მსხვერპლი მოჰქონდა ვიდრე ეს შვიდი ადამიანი იყო. მაშინდელი რეჯიმი სპობდა ერს, საზოგადოებას, აზროვნებას და ამისგან გაქცევას ცდილობდნენ სწორედ ეს საოცრად გამბედავი ახალგაზრდა ტალანტები. იმ ხალხის მაგივრად მცხვენია, რომლებიც ოცი წლის წინანდელ მიღრძუებულ, მომაკვდავ რეჟიმს, რომელიც სიმსივნესავით წამლავდა ირგვლივ ყველაფერს, ისევე ეტრფის და აქებს მას შემდეგაც კი როცა ადამიანს უკვე ნათლად შეუძლია დაინახოს განსხვავება ორ საგანს შორის და არა ისე, როგორც მაშინ, როცა როსტოვში შეკერილი ფეხსაცმელი იქაც 3 მანეთი ღირდა და თბილისშიც. როცა ადამიანს ასეთ უბრალო რამეებზეც კი ,,უკრძალავდნენ” ფიქრს რათა სწორედ ის საზოგადოება გამოეზარდათ, რომლებიც ამდენი ხნის მერეც ვერ ხედავენ იმდროინდელ ნაკლოვანებებს და რობოტებივით საბჭოთა მზეს ეტრფიან!
რაც შეეხება მათი გმირობის საკითხს… ამ ადამიანებმა უდაოდ წარუშლელი კვალი დატოვეს ქართულ საზოგადოებაში და ეს ყოველთვის იქნება იმ შინაგანი ბრძოლისა და პროტესტის გამაღვივებელი ნაპერწკალი რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება. თუმცა ჩემი აზრით ნამდვილი გმირები და ამ პოსტის ნაპერწკლებიც ცოცხლები არიან.
ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი (გეგა კობახიძის დედა), თინა ფეტვიაშვილი და ეკატერინე ჩიხლაძე (მამა თევდორეს ქალიშვილი) არიან სწორედ ის ცოცხალი გმირები რომელთა არსებობაც მართლა რაღაც ძალას მაძლევს აღფრთოვანებას ვერ ვმალავ მათი გამძლეობისა ბრძოლის უნარის შემყურე.
დედა, რომელსაც შვილის დასახვრეტი ტყვიის 3 მანეთი გადაახდევინეს.  რომელმაც წლების მანძილზე არ იცოდა ცოცხალი იყო თუ არა მისი ვაჟი.
ახალგაზრდა გოგონა რომელსაც საყვარელი ადამინები მოუკლეს, ძალით წაართვეს სიყვარულის ნაყოფი, რომელსაც მუცლით ატარებდა და ასე მიტოვებული თხუთმეტი წლით გამოკეტეს ციხეში.
პატარა გოგონა, რომლის მამა საერთოდ არ იმყოფებოდა იმ თვითმფრინავში და რომელმაც მართლა გმირულად გაწირა თავი მეგობრების გადასარჩენად და შვილი უმამოდ დატოვა გასაზრდელი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ცხოვრებაში ძალიან ძალიან ბევრი დაკარგეს. სიყვარული, ახლობლები, აწმყო და მომავალი, მაგრამ არ დაუკარგავთ რწმენა, მიუხედავად იმასა, რომ ისიც კი არ იციან სად არიან დასაფლავებული მათი საყვარელი ადამიანები.
ეს ის სამი ქალია, რომელიც მუდამ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში და ადამიანის ძლიერების ერთ-ერთ ეტალონად რჩება დღემდე! მადლობა ღმერთს, რომ არსებობს კიდე კატეგორია, რომლის სულს ვერ გატეხ იაფფასიანი ცხოველური სათამაშოებით!

Advertisements
დატოვე კომენტარი

32 Comments

  1. შიო, ეს ის თემაა, რომელზე აზრის გამოთქმასაც ვერიდები. საქმე იმაშია, რომ ბოლომდე ვერაფრით გავარკვიე, რა მოხდა სინამდვილეში. შესაბამისად მიჭირს ვთქვა კონკრეტული რამ. ეს ბიჭები ჩემთვის გმირები არიან მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ, მაგრამ ის, რომ მათ ეყოთ გამბედაობა და გადადგეს ეს ნაბიჯი, დიდ რამეს ნიშნავს. და იმ სამ ქალს რაც შეეხება, ესენი არიან ჩემთვის გმირები, ნამდვილად. თუნდაც მათი ახლობლები დამნაშავეები ყოფილიყვნენ, ესენი მაინც გმირები არიან.

    პასუხი
  2. ახლობლები რა შუაშია, პრინციპში მინდოდა პოსტი სწორედ მათთვის მიმეძღვნა მაგრამ პირიქით გამოვიდა და ბოლოს მოვიხსენიე, თუმცა შემიძლია ვთქვა რომ სათქმელს მიმიხვდით

    პასუხი
  3. Gushin kidev ertxel vitire sanam am siujets wallze davashearebdi. Chemtvis es 7 adamiani martla gmiria da gmirad darcheba, magram dziritadi rasac mivxvdi da vacnobiereb isaa, rom (sheidzleba bevrs cudad moxvdes gulze) yvela matgani warmatebuli, gamochenili ojaxidan iyo, mat ar akldatbaraferi, sheedzlot pelmenis sacjmelad moskovshi chapreniliyvnen, mokled es is xalxia, romlistvisac yvela materialuri xelmisawvdomi iyo sabchota kavshirshi da miiswrafodnen imisken, rac martla aklda im dros yvelas da yvelaze metad swored amas.. Tan ojaxishvilobis da galeniani wris paqti mati azrit xels sheuwyobdat mat rom miegwiat miznisken da gafreniliyvnen turqetshi, zustad amitom iyo ukan dasaxevi gegmac rom ar qondat mopiqrebuli, verc ki warmoedginat, rom sheidzleba verc chaegwiat turqetshi..

    Nokled, memgoni dzalian gamigrdzelda, tan naweric cota abdaubda gamomivida, magram imedia mimixvdi risi tqmac minda.. Isini martla saocrad gabeduli bichebi iyvnen, es sami qali ki martla chveni droebis gmiria…

    პასუხი
    • Xoo kidev damaviwyda metqva, tina rogorc maxsovs 5 welshi gamovida cixidan da didi xania saqartveloshi agar cxovrobs..

      Xoo axali poni momwons dzalian 😉

      პასუხი
  4. Shio momiteve chemi ajapsandali komentaristvis, prosta xval dilamde, kompiuteris chartvamde da gaxelili tvalebit dakomentarebmde ver movitmendi 😀 xoo posti magari iyo, sul damaviwyda metqva 😉

    პასუხი
  5. ნათია

     /  მაისი 14, 2011

    გამიხარდა ამ საკითხთან დაკავშირებით პოსტი რომ ვნახე, სიამოვნებით წავიკითხე 🙂

    პასუხი
  6. ძალით გაუკეთდა აბორტი!– რას გვერჩი შიო? არა და მართლა მნიშვნელოვანი პოსტია ადამიანებმა –ადამიანობა რომ შევინარჩუნოთ. არ ვიცი როგორი რეაქცია უნდა მქონდეს. შენი ბლოგი უკვე პერსონალური კი არა საავტორო–შემეცნებით ხასიათს იძენს და ისეთი განწყობით შემოვიხედავ ხოლმე როგორც სხვა მზგავს საიტებზე. დაათბე რა ცოტაა… ან ჰედერი შეცვალე, ან ბექრაუნდი ან შენ შეიცვალე! უფ!!!!! ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!ა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! გავბრაზდი!

    პასუხი
  7. ვუუუპს 🙂 უცებ მეგონა სხვაგან მოვხვდი.. გამოვტოვე რამე??? 😀 😀 😀 😀 like-post, like- ახალ ტყავსაც :))))) კაია კაი :))))

    პასუხი
  8. ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრე ალუკარდის ბლოგზე და აქეთ ჩემს ნაწერებს დავაკოპირებ:
    “გაგონილი მქონდა…..მე11 კლასში თავისუფალ თეატრში წავედი ამ სპექტაკლზე.. ვიტირე… შარშან წიგნი წავიკითხე და კი სუბიექტურია.კი მარტო ერთი მხრიდანაა ნაჩენებიეს ყველაფერი..მაგრამ ისე ემოციურად.. ისე … აუუ ვკითხულობდი და ვტიროდი..და ვერც ვჩერდებოდი… ახლაც დამაჟრჟრიალა ..არც არავის ვამართლებ არც არავის ვადანაშაულებ..ეს ჩემისუბიექტური აზრი იქნება და არა ობიექტური შეფასება… ერთდერს ვიტყვი, რომ არ იყვნენ ეს ბავშვები სიკვდილის ღირსი… ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი ..მაგრამ გავაკეთებდი ამ ყველაფერს მათ ადგილას მე? შევიწირავდი თვს, ახლობელს. ცოლს და ახლახანჩსახულ შვილს ამ თავისუფლების წყურვილს… მასეთი სასტიკი მმართველობის პერიოდში? ალბათ შემეშინდებოდა.. მაგრამ სხვა ქვეყანაში იყო მასეთივე მცდელბა ხო?! თვითმფრინავის მოტაცებას ვგულისხმობ…და იმათაც არ გამოუვიდათ და ამათ სცადეს…თუმცა თავისუფლება რომ სდომებოდათ არამგონია გაუძნელდებოდათ საზვარგარეთ წასვლა..მაგრამ მაგათ სხვებს დაანახეს აი ჩვენ ვცადეთ და დანარჩენი თქვენი საქმეა.. კი ამპარტავნები..კი გათამამებულები..მაგრამ მაინც .. მგონი პატრიოტები იყვნენ… და ეს ყველაფერი ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა… უფ… რამდენი ვისაუბრე . ზი ენდ”

    ზუსტად დაკითხვაზე ირაკლი ჩრკვიანმა თქვა ისტორიული ფრაზა: “აი ასდ დაიბადა ისტორიული ფრაზა: მე გადავცურავ ზღვას…..”
    ძლაიან მძიმეა ყოველივე ეს

    პასუხი
  9. როგორ არ გეთანმები რომ იცოდე…

    პასუხი
  10. ეეეეჰ,ეხლა ’განმარტებითი’ კომენტარი დავწერე და გაჭედა საიტმა და სულ წაიშალა და კიდევ დავწეროოოოოო? 🙂

    პასუხი
  11. რავიცი ძაან ჭედავს და თუ გინდა შემოინახე ცოტა სანამ გამოსწორდება, არსად გარბის ესეც 🙂

    პასუხი
  12. მაინც უპასუხოდ ვერ დავტოვებ ამ პოსტს.მაგრამ მგონი დიდი კომენტარი გამოვა.ვეცდები მოკლედ ,’სპარტანულად’ დავწერო.
    1.ფაქტია–მოხდა გატაცება,უამრავი ადამიანის მძევლად აყვანა,მკვლელობა!–თან საკმაოდ აგრესიულები იყვნენ.
    2.ეს ’ოპერაცია’ დაუგეგმავ სპონტანურ ’ხუშტურს’ უფრო გავდა–თითქოს ’ჩაკაიფებულმა’ თავხედმა ახალგაზრდებმა მოინდომეს და არ ეგონათ თუ ვინმე ხელს შეუშლიდათ!
    3.მთავრობის მხრიდან არცერთ ქმედებას ასე კრიტიკულად არ მივუდგებოდი თქვენს ადგილას.არცერთ ქვეყანაში არ მიდის მთავრობა ტერორისტებტან დათმობაზე!თან პრეცედენტის თავიდან ასაცილებლად ყველაზე მკაცრი ზომების გამოყენება გახდა საჭირო!
    4.სულ არ იყო ისეტი პოლიტიკური ვითარება,რომ ”რეჯიმი სპობდა ერს, საზოგადოებას, აზროვნებას და ამისგან გაქცევას ცდილობდნენ”–მით უმეტეს ამ ახალგაზრდებს არანაირი შევიწროვება არ უგრძვნიათ.
    და სიტყვაზე–ვთქვათ და მე სულ არ მომწონს ეს ჩვენი დღევანდელი რეჟიმი,კიარადა მიმაჩნია,რომ შენი აღწერილი სიტუაცია როგორც არასდროს ისე აღწერს დღევანდელ დღეს –მაგრამ ეს არავის გვაძლევს უფლებას რომ ჩვენი ’აზრის თავისუფლება’-ს შევწიროთ ჩვენივე მოქალაქეები!
    კიდევ ბევრი რამ შემიზლია ვთქვა,უბრალოდ ძალიან დიდი კომენტარი გამოვა!

    პასუხი
    • მსხვერპლთან და ტერორიზმთან დაკავშირებით ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ რაც შეეხება რეჟიმს… ნუთუ საბჭოთა ადამიანს არ უზღუდავდნენ აზროვნებას? ყველაზე დებილურად რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირის გარეთ არ ახედებდნენ. ფაქტებად კი თუნდაც ფეხსაცმლის ღირებულება მოვიყვანე. ეს უბრალო რამეა მაგრამ ამას ემატება ერთი დონის ხელფასი, სიცოცხლისუნარიანობის დონეზე უზრუნველყოფილი მთელი ცხოვრება რომელიც ძალიან ძალიან ბევრ ადამიანს ათავისუფლებდა ყოველგვარი აზროვნებისაგან. თითქმის ყველამ იცოდა რომ დაამთავრებდა სკოლას, აუცილებლად აიღებდა დიპლომს, ისევე აუცილებლად მოეწყობოდა სამსახურში, მიიღებდა ხელფასს და ეს ხელფასი აუცილებლად ეყოფოდა საჭმელად და ცოტა მეტზეც. აი რაღაზე უნდა ეფიქრათ? საზღვარგარეთი არ იცოდნენ, არც აინტერესებდათ (პროპაგანდის გამო) და არც ქონდათ შანსი წასვლის ამიტომაც მგონია რომ ის საზოგადოება (რა თქმა უნდა ზოგადად) ზომბირებული იყო. არაფრისთვის არ ჭირდებოდათ ბრძოლა. საარსებო მინიმუმი გამოწერილი ქონდათ დაბადებიდან და კაპიტალისტური აზროვნება საეღტოდ მომსპარი იყო, არადა ჩინეთში კომუნიზმი დღემდეა მაგრამ კაპიტალიზმთან შერწყმული და თავისუფალი ისევ არსებობს, ჩვენ კი ისე დაგვენგრა მსოფლიოს ,,პირველი” ქვეყანა ვერც მივხვდით.

      პასუხი
      • ეხლა შენ რაც დაწერე აბსოლუტურად სხვა თემაა–შენვე ’აოფებ’ ? :)))))))))
        მაგრამ
        ”დაამთავრებდა სკოლას, აუცილებლად აიღებდა დიპლომს, ისევე აუცილებლად მოეწყობოდა სამსახურში, მიიღებდა ხელფასს და ეს ხელფასი აუცილებლად ეყოფოდა საჭმელად და ცოტა მეტზეც”–ეს ნებისმიერი ადამიანის მისწრაფებაა:იყო არის და იქნება!
        ”საზოგადოება (რა თქმა უნდა ზოგადად) ზომბირებული იყო. ” –არაფერიც! უამრავი ადამიანები იყო,ვინც საზღვარგარეტაც დადიოდნენ და არც აზრის გამოთქმის თავისუფლებას უფრთხოდნენ!
        ”საარსებო მინიმუმი გამოწერილი ქონდათ დაბადებიდან ”–ხოდა როდესაც ადამიანს ყოფიტი საკითხები მოგვარებიული აქვს–მეტი დრო რჩება პიროვნული განვითარებისთვის!
        აბა დღეს ვინ როგორ ისოვოს პურის ფული იმას ფიქრობს–ვის ღა სცხელა რაიმე შემოქმედებისთვის?

        პასუხი
    • ketusi საბჭოთა კავშირში მხოლოდ იმ აზრის გამოთქმა არ იზღუდებოდა რომელიც ამ სისტემას აქებდა და ადიდებდა. საზღვარგარეთ ვინც დადიოდა კაგებეს აგენტები დაყვებოდათ სულ ყველას. სამჭოთა კავშირში1954 წლიდან 52 თვითმფრინავი გაიტაცეს და არცერთი შემთხვევა ასე სასტიკად არ დასრულებულა როგორც საქართველოში .
      ტერორისტებთან დათმობაზე წასვლას არც არავინ ითხოვდა . ისინი კანონით უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ რას ერჩოდა თქვენს მიერ ნაქები სისტემა იმ უდანაშაულო მგზავრებს რომლებიც თვითვმფრინაში ისხდნენ, იმ დროს როცა თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს? თქვენი აზრით ესეც გამართლებულია?
      მას ვინც ამ საქმეში ედუარდ შევარდნაძის გამართლებას შეეცდება შევახსენებ, რომ ოვეჩკინების მუსიკალური ოჯახის მიერ თვითმფრინავის გატაცების დროს იყო სროლაც და დიდი მსხვერპლიც, მაგრამ არავინ დახვრეტილა და კიდევ უფრო მეტიც – მაქსიმალური სასჯელი იყო 8 წელი და დღეს ისინი ყველანი ცოცხლები არიან.

      პასუხი
  13. დიახ,იყო რაღაც ვაკუუმი საზღვარგარეთთან დაკავშირებით–უფრო დეზინფორმაციას დავარქმევდი .მაგრამ მიუხედავად იმისა ,რომ ,გინდაც ამერიკაში და გინდაც ევროპაში– მზგავსი რჟიმი არ იყო–ისინიც დეზინფორმაციას განიცდიდნენ.ამაზე მეტყველებს გამოკითხვები რომლებსაც ევროპა და ამერიკაში ატარებდნენ –ადრე ბევრი დაიწერა ამის შესახებ პრესაში.

    პასუხი
    • კი ბატონო მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ თუნდაც დამხობილმა იაპონიამ, თუნდაც ჩინეთმა და ამერიკაზე აღარაფერს ვამბობ, ორი და ხუთი კი არა ათასი ნაბიჯით გაასწრეს საბჭოთა კავშირს ყველაფერში აბსოლიტურად, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ბევრად მეტი რესურსი გვქონდა მაგრამ როგორც პაშა ვოლია ამბობს: ,,ვკერავთ შალითებს დიდი რაკეტებისთვის, ნორმალური ტრუსები კი ჩვენთვის ნანო-ტექნოლოგიებიაო”

      პასუხი
  14. ,,უამრავი ადამიანები იყო,ვინც საზღვარგარეტაც დადიოდნენ და არც აზრის გამოთქმის თავისუფლებას უფრთხოდნენ!”
    მაგრამ ეს უამრავი მხოლოდ წვეთი იყო რომელიც საერთოდ არ ჩანდა.
    ,,ხოდა როდესაც ადამიანს ყოფიტი საკითხები მოგვარებიული აქვს–მეტი დრო რჩება პიროვნული განვითარებისთვის!
    აბა დღეს ვინ როგორ ისოვოს პურის ფული იმას ფიქრობს–ვის ღა სცხელა რაიმე შემოქმედებისთვის?”
    მაგაზე კარგი რა არის როცა ყოფითი საკითხები არ გაღელვებს და ლუკმა პურის შოვნის მაგივრად სხვა უფრო ღირებულს ებრძვი და შეიცნობ, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ორივე ერთად უნდა იყოს. რაც შეეხება აწმყოს, მემგონი ყველაფერი უბრალოდ პირიქითაა, მაშინ იყო საჭმელი და არ იყო პიროვნული განვითარების საშუალება, ახლა კი საზღვრები არ არსებობს მაგრამ ვის სცალია მაგისთვის, ხალხი შიმშილის ზღვარზეა.

    პასუხი
    • გეტანხმები.ერთი უკურესობიდან მეორეში გადავვარდიტ,ჩვენთვის ოქროს შუალედი ’არ’ მოიძებნა 😦

      პასუხი
      • ketusi საბჭოთა კავშირში მხოლოდ იმ აზრის გამოთქმა არ იზღუდებოდა რომელიც ამ სისტემას აქებდა და ადიდებდა. საზღვარგარეთ ვინც დადიოდა კაგებეს აგენტები დაყვებოდნენ სულ ყველას. სამჭოთა კავშირში1954 წლიდან 52 თვითმფრინავი გაიტაცეს და არცერთი შემთხვევა ასე სასტიკად არ დასრულებულა როგორც საქართველოში .
        ტერორისტებთან დათმობაზე წასვლას არც არავინ ითხოვდა . ისინი კანონით უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ რას ერჩოდა თქვენს მიერ ნაქები სისტემა იმ უდანაშაულო მგზავრებს რომლებიც თვითვმფრინაში ისხდნენ, იმ დროს როცა თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს გარედან? თქვენი აზრით ესეც გამართლებულია?
        მას ვინც ამ საქმეში ედუარდ შევარდნაძის გამართლებას შეეცდება შევახსენებ, რომ ოვეჩკინების მუსიკალური ოჯახის მიერ თვითმფრინავის გატაცების დროს იყო სროლაც და დიდი მსხვერპლიც, მაგრამ არავინ დახვრეტილა და კიდევ უფრო მეტიც – მაქსიმალური სასჯელი იყო 8 წელი და დღეს ისინი ყველანი ცოცხლები არიან.

        პასუხი
  15. ვერ მოვახერხე ტურაშვილის წიგნის წაკითხვა, ვერც სპექტაკლის ნახვა, მაგრამ სიუჟეტებს ვუყურე, სტატიები წავიკითხე და მაინცესე თუ ისე კარგად გავერკვიე ამ საკითხში…მე მაინც გმირებად ჩავთვლი იმ 7 ახალგაზრდას და პირველ რიგში ხაზს გავუსვამდი მამაოს საქციელს. ეს ხომ უბრალო ახირების ისტორია არ არის, აქ დიდი ადამიანური ურთიერთობები,, სიყვარული და უამრავი ემოციაა გამოხატული, აი არვიცი, საოცრად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე და ასევე ჩარკვიანის დაკითხვის ოქმმაც, საიდანაც წამოვიდა ფრაზა “მე გადავცურავ ზღვას”..
    ასევე მინდა ketusi -საც გამოვეხმაურო,როცა შენ ამბობ:””დაამთავრებდა სკოლას, აუცილებლად აიღებდა დიპლომს, ისევე აუცილებლად მოეწყობოდა სამსახურში, მიიღებდა ხელფასს და ეს ხელფასი აუცილებლად ეყოფოდა საჭმელად და ცოტა მეტზეც”–ეს ნებისმიერი ადამიანის მისწრაფებაა:იყო არის და იქნება!”- შენ ამით ამბობ, რომ მთავარია მატერიალური ცხოვრება შენთვის…

    პასუხი
    • ნონკომფორმისტები ძალიან ცოტაღა მოიპოვება ჩვენში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მთავარი არაა. მე ის ვიგულისხმე რომ ეს კი არის ნებისმიერი ადამიანის მისწრაფება მაგრამ ნორმალუირ პირობებში ეს მოდის ბრძოლის, სწავლის და შრომის შედეგად. იმ შემთხვევაში კი ყველაფერი ეს თითქმის გარანტირებული იყო. უბრალოდ არ შეიძლებოდა, ხაზს ვუსვამ, არ შეიზლებოდა ადამიანს არ ჰქონოდა სამსახური. ყველა იყო მუშაობდა ფორმალურად. განა არ იყო ასე? და რამდენი იყო მათგან რომ გაგნებაში არ იყო იმ საქმის სადაც გაფორმებული იყო, ანდა ,,განაწილებული” მოსკოვიდან. როგორ შეიძლებოდა მოსკოვში ,,აგრონომებს” გადაეწყვიტათ რამდენი და როგორ მოეყვანათ ჭარხალი გორის რაიონის სოფოლ არბოში?! ეს ხომ აბსურდი იყო. და რამდენი რამ ხდებოდა მსგავსი სქემით?

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: