გუშინდელზე კარგი ინდური კინო! ფასი 1 ლარი…

მაღვიძარამ ჩვეულებისამებრ გაბურღა ტვინი და ჩვეულებისამებრ ოცი წუთით გადავწიე წინ, მაგრამ დაახლოვებით ათი წუთის მერე, ძილში გამახსენდა რომ ახლა დილა არ იყო და სამსახურში აშკარად დამაგვიანდებოდა. ფაცხა-ხუცხით წამოვხტი, სახე ცივი წყლით გამოვიფხიზლე და მივხვდი რომ მაცივარში ქექვას ვეღარ მოვასწრებდი. შესაბამისად სამსახურის გზას საოცრად მშიერი და შიგნიდან თავგასიებული გავუყევი! ხასიათი თავისთავად ამინდის შესაბამისი იყო, მოღრუბლული, უაზრო. არც იქით როა და არც აქეთ, ვერ გაიგებ უნდა წვიმდეს თუ ცხელოდეს… 
ასეთ დროს ჩემი ისედაც შერყეული განწყობა რა გასაკვირიც არ უნდა იყოს და ღრუბელივით ისრუტავს ნეგატივს, რომელსაც ვერც ციტრამონმა და ვერც გემრიელმა ნატურალურმა წვენმა უშველა. ჩვენი ძმა და მეგობარი მუსიკა თავისთავად მოყუჩებული იყო ჯიბეში პატარა მყარი მეხსიერების ჩიპზე, მაგრამ მისი გამოყენებაც არ გაამართლებდა, რადგან გარშემო ოთხი დიდი დინამიკი აყენია და მსმენელების უმრავლესობასაც ხმამაღალი ,,რელაქსაციისკენ” აქვს მიდრეკილება, რაც ჩემს თავის ტკივილს აშკარად უკვე არ მოწონდა.
ასეთ მომენტებში მედიტაცია საუკეთესო საშუალებაა. მთავარია თემა იყოს დადებითი, რაშიც საკამოდ გამიმართლა ამჯერად… ალბათ ჩემი მოჯღანული სახე ძალიან გადაიჯღანა, რადგან გოგოებმა უცებ დაიწყეს ნერვიულობა ჩემი ცუდად ყოფნის გარშემო და გულწრფელად ცდილობდნენ რამით მაინც დამხმარებოდნენ. მიუხედავად ამისა, მათთან გული მაინც ვერ გადავაყოლე და მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა პიტნის ორბიტი მომაწოდა, მაცივრიდან ,,ბაკურიანი” ამოვიღე და გარეთ გავედი. ღრუბელი გადაყრილიყო და საღამოს მზეს გამოენათებინა. მენთოლით გაგრილებული სასუნთქი მილები ხარბად ავასე ჰაერით და სკამზე ჩამოვჯექი. ბოთლს თავი მოვხადე და გადავუშვი. საშინლად ცივი იყო, რასაც პიტნის ექსტრაქტი ამძაფრებდა და უცებ გამახსენდა რომ ასეთი ცივი წყალი ონკანშიც დამილევია. სახეზე უნებურად გადამკრა ღიმილმა რაც აშკარად ვერ გაიგო მეგიმ, მუდმივმა კლიენტმა, რომელიც გასაღებს ტოვებს ხოლმე შვილისთვის და ახლაც ამისთვის ამოდიოდა ალბათ.
თბილისში ასეთ წყალს ვერსად დალევთ, რაც არცაა გასაკვირი. აქაურ წყლებში ხოხბები იხარშებიან და თუკი სადმე ცივი წყალი მოდის, არ დაიჯეროთ ეს მთავრობა გვატყუებს აშკარად! ბოლო ბოლო გორგასალის ლეგენდა მაინც უფრო ცნობადია ვიდრე ჰარი პოტერი, ასე რომ ნუ შემედავებით. რაც შეეხება ცივ წყალს, ასეთი წყალი შარშან დავლიე მაშინ როდესაც ბეშუმში მყოფს ახლობელმა დამირეკა და მითხრა: ,,ბათუმში თუ ხარ გაასწარი, ხულოში ისე ცხელა კარტოფილი მიწაში იხარშება და ნაადრევად ვიღებთ რომ პიურე არ გამოვიდეს და მანდ რა ამბავი იქნება წარმომიდგენიაო”
მე კი ამ დროს ხარბად ვსვამდი ,,ავტოვაგზალის” ტერიტორიაზე დამონტაჯებული შადრევანიდან ყინულივით ცივ წყალს! საოცარი იყო, რამდენიც არ უნდა დაგელია ვერ იგრძნობდი ნაცნობ სიმძიმეს კუჭში თბილისის წყალი რომ გბერავს. სასაცილო ის იყო რომ ხელების დაბანისას დალურჯებული შევდიოდი სახლში, რადგან საპონს ძალიან ძნელად აცლიდა რატომღაც და ნახევარი საათი მიწევდა გაყინულ სითხესთან კონტაქტი. ამ დიროლმა და ბოთლის ,,ძალით ცივმა” წყალმა გამახსენა ახლა ბეშუმი და მეც დიდი ხის ქვეშ გავიშალე სკამზე თითქოს ბუნებაში ვისვენებდე, ისევე როგორც იქ ვაკეთებდი. დილის თერთმეტი საათის მერე მზე უკვე ზაფხულის ძალით აჭერდა, თუმცა მხოლოდ საჭირო იყო ჩრდილს შეფარებოდი რომ სასიამოვნო სიგრილე მოგიცავდა, ამ დროს ავკრებდით გუდა-ნაბადს და შორი-ახლოს მდებარე ტყეს მივაშურებდით. მაღალი, მარადმწვანე საფარი, რომლის შიგნით მზის სხივს აშკარად უჭირდა შეღწევა, თავისებურ სიმყუდროვეს ქმნიდა. არავინ ცდილობდა აქ მდუმარების დარღვევას მიუხედავად იმისა, რომ არემარე დამსვენებლებით იყო სავსე. ყველა ერთხმად ტკბებოდა და ისვენებდა. საღამო ხანს, დიდ-პატარა ძველი კინოთეატრის ახლო იკრიბებოდა ძირითადად და  ათასგვარად ირთობდა თავს. ზოგი გიტარას აწვალებდა, ზოგი კედების ზონარს, ზოგი კი ნერვებს ინდური კინოს ყურებით იკაჟებდა. წამოსვლის წინა დღეს ახალი აფიშა გამოჩნდა კინოთეატრის კედელზე: ,,ინდური კინო, ოღონდ გუშინ რომ იყო იმაზე კარგი! ფასი 1 ლარი” სამწუხაროდ ამ ,,უფრო მაგარ” ფილმე წასვლა ვერ მოვასწარი. სამაგიეროდ ღამის კოცონი ვიგემე! ბათუმიდან მეგობარი მთელი ღამე მემესიჯება, ,,აქ ისე ცხელა ვერ ვიძინებ და გამართე ცოტაო” მე კი მაიკაზე და ჯემპრზე ჟაკეტი გადამიცვია და მობუზული მივეშურები დიდი ყვითელი ჟრიამულისკენ. ეს კოცონია, ნახევარი ხალხი ერთმანეთს არც კი იცნობს, ნახევარმა დღეს გაიცნო თუმცა ყველა ერთად აგროვებს შეშას, არავინ არ წუწუნებს დაშლილი უპატრონო საქათმის კედლიდან ერთი ხის მოტანაზე. თამაშებით, ლაპარაკით, სიცილით დაღლილი ისევ მობუზული მივემართები ფიცრის სახლისკენ, სადაც საწოლში ორმაგი მატყლის საბანი მელოდება. დაწოლის წინ ხარბად ვსვამ საოცრად გემრიელ და ცივ წყალს ონკანზე და შინაგანად ბედნიერი თავიდან ვიხსენებ გასულ დღეს, ყოველ სახეს, ახალ ნაცნობებს… ვარსკვლავებით გადაჭედილი ცა უფრო საინტერესო მეორე დღეს მპირდება და მეც ისეთივე გაღიმებული სახით მეძინება, როგორითაც ახლა ვზივარ ვაკის ერთ-ერთ მყუდრო ქუჩაზე დიდი ხის ქვეშ და ვიცი, დარჩენილ თავის ტკივილს, რომელიც სახლიდან გამომყვა, ამ წამს მოფრენილი მესიჯი მომირჩენს…

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. ბეშუმი ამოტივტივდა, ზუსტად გიწერია რა. აუ, რა მაგარია დილიდან ეგდო ჰამაკში, კითხულობდე რამეს, საღამოს კიდე კოცონისკენ გაეშურო. შეშის შეგროვება კიდე ცალკე ისტორიაა, ამაზე ერთი დიდი პოსტის დაწერა შეიძლება 😀
    სულ ერთი კვირით ვიყავი და ბეშუმის კინოთეტრს ვერ ვესტუმრე რა, გული მწყდება რაღაცნაირად 🙂 წელს აუცილებლად წავალ ბეშუმშიც და კინოშიც მერე, იყოს ინდური 🙂
    აუ, ახლა კოცონთან ვიყო… რა გინდოდა ახლა? 😀
    მესიჯები თავის ტკივილს შველის საერთოდ? 😀

    პასუხი
  2. ხანდახან ხდება ხოლმე… ძირითადად მაშინ როცა ციტრამონი უძლურია 😉
    შეშის მოტანას რაც შეხება, მინდოდა ეგ თემა განმევრცო, მაგრამ ვიფიქრე შეიძლებოდა შემთხვევით მკითხველს გულის შეტევა ან რამე მსგავსი დამართნოდა და ამიტომ ასე დავტოვოთ მოკლედ. 🙂

    პასუხი
  3. უბრალოდ მიყვარს შენი ბლოგი. ოღონდ მართლა.

    პასუხი
    • წუხელ გადამირჩი სიყვარულს! 😀 😀 😀 უჩემოდ არ დაიძინეთ ხოო დილამდე? 😀

      პასუხი
      • გვირილას ვირუსი ჩემს მტერს!!! იმდენი ბოროტობები ვილაპარაკეთ ბოლოს კინაღამ ერთმანეთის შხამმა მოგვწამლა. ყურები თუ გეწვებოდათ რომელიმეს , ე.ი. ჩვენს ყბაში იღეჭებოდით! 😛

        პასუხი
  4. ტიტუუუუ!.. 😀
    იმდენი შენ რა გითხარი აქსიომა ვითომ შხამიანო 😀 :-*

    პასუხი
  5. beshumshi mindaaaa 😦 arada rogori imedi mqonda wels wavidodi 😦

    პასუხი
  6. Tornike

     /  მაისი 21, 2011

    კარგადაა დაწერილი : )

    პასუხი
  7. მინდა ბეშუმშიიი.. წამიყვანეთ რა იქნება, თუ არადა ვიტირებ 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: