პირველები და მოგონებები


რამდენი დროც არ უნდა გავიდეს არ დაგავიწყდება პირველად რომ დაჯექი მანქანაზე, პირველად რომ მოგივიდა ავარია, პირველად მართლა რომ შეგეშინდა სიკვდილის, პირველად რომ აკოცე ტუჩებში, პირველად რომ განიცადე ნამდვილი ორგაზმი… ეს ყველაფერი წარუშლელად ილექება მეხსიერებაში და პირველივე მსგავსი ფაქტის აღმოჩენისთანავე წამოტივტივდება მკვირცხლად! თან მოათრევს ათასგვარ ფიქრს, რომელიც წურბელასავით ჩამოჰკიდებია და მარტო არ უშვებს გარეთ. აბა რა მოგონება იქნება,  ზედ პირველ რიგში სინანული არ ეკიდოს იმის, რომ მეორედ ამას ვეღარ გაიმეორებ, იმიტომ რომ პირველი იყო და მეორე პირველი აღარასოდეს იქნება! ზედ ღიმილიც ადევს , რადგან ეს ცუღლუტი საოცარ სიტკბოს ინახავს თავისში, ისეთს, როგორსაც მეორედ ვერასოდეს ვერ განიცდი.
ალბათ ყოველთვის ვახდენთ შედარებას… ვკოცნით მეათასეჯერ და ვადარებთ პირველს. ვიცით რომ პირველი ყველაზე ტკბილია და განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ვადარებთ. გააზრებული გვაქვს, რომ ეს უნდა იყოს კიდეც განსაკუთრებული და ამისთვის თავს აღარ ვიმტვრევთ, თუმცა ყოველი შემდეგი მოქმედება მაინც მიზეზად რჩება იმ ,,პირველის” გახსენებისა! თუკი ეს ყველაფერი ასე მჭიდროდაა გადაგრეხილი განა რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში ისეთი, რომ ,,პირველები” დაივიწყო?! მარტივად, უბრალოდ აღარ უნდა აკეთო არაფერი, ანუ არ უნდა იცხოვრო ანუ მკვდარი უნდა იყო. ცივ სამარეში მწოლიარეს კი ნამდვილად არამგონია გაგახსენდეს, როგორ დაწერე პირველი სასიყვარულო წერილი ანდა როგორ დაგამარცხა პირველად ალკოჰოლმა და თურმე როგორ ათრობსო გიკვირდა.
ისევ სიკვდილისკენ წავედი და აღარ ვეშვები ამ სიცივეს, არადა აშკარად საჭიროა თბილი ამინდები სასწრაფოდ. რა თქმა უნდა ყველას ზაფხულთან, ზღვასთან გაგიჩნდათ ასოციაცია ეგრევე. მართალია, მეც ახლა გამახსენდა პირველად რომ ვნახე ზღვა… ისეთი იყო, დიდი, რაღაცნაირი იდუმალი, ბობოქარი, ძლიერი და ამავდროულად საოცრად მშვიდი. ზღვა დიდია, მარტო არ მოვა, მოყვა ფიქრებს პირველი ღამის ბანაობა, პირველი სექსი პლაჟზე, პირველი დალევა მასთან, მისი ჩუმი სადღეგრძელოები და ტალღის მოჭახუნება ეფესის ქილაზე…
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა… ის ურთიერთობა აღარ გვაქვს, ძველი ნაცნობივით ერთი სიტყვით ვიკითხავთ ერთმანეთს ან მხოლოდ ვდუმვართ. პრინციპში რაღა ,,ვით” ძველები ვართ და აღარ გვიხარია ერთმანეთში ახალი, იმიტომ რომ სხვაში ვეძებთ ახალს და საინტერესოს. მე მთას მივაშურებ და გამოქვაბულში დავიდებ ბინას ის კი ევროპელ ტურისტებს მიიღებს ღამე სასაუბროდ. თუმცა ორივეს გვავიწყდება, რომ ერთმანეთისთვის პირველები ვიყავით და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება სულ, მაშინაც კი, როცა მე მტირალას მთიდან გადმოვხედავ და ის კი საკრუიზო გემებით დატვირთული ამომხედავს და ისევე ძველი ნაცნობებივით მხოლოდ ხელის აწევით მივესალმებით ერთმანეთს! ალბათ სიყვარულიც ქრება ამქვეყნად, მაგრამ არასოდეს გაქრება მოგონება და შეგრძნება პირველისა!
რაღაც წმინდა ურთიერთობა გიყალიბდება ასეთ ფექტებთან ადამიანს, ყველაფერს დაუკარგავ რისი დაკრაგაც შეიძლება, მაგრამ დებიუტანტ გრძნობას მხოლოდ ღრმა ამნეზია თუ მოგაშორებს! მაინც კარგადაა აწყობილი ადამიანის ცნობიერება, რადგან რაც არ უნდა მწარე, თუნდაც უკვე დაკარგული და წარსულს მიცემული იყოს, მაინც იმ კუთხიდან გახსენდება, საიდანაც მედლის უკეთესი მხარე ჩანს.
შეუწყვეტელ ,,პირველ ” გრძნობებს გისურვებთ ყველას და მათი გაგრძელება მათივე დასაწყისის მხოლოდ სასიხარულო გახსენება ყოფილიყოს თქვენთვის!  🙂

Advertisements
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. მდააა…
    აი მესმის პოსტი. რაღა უნდა დავამატო ამას მე? 😀 კაია და მორჩა, + ნინო ქათამაძე ჩემი საყვარელი სიმღერით 😉
    ა, ხო, თურმე როგორ ათრობსო 😛 😀 😀

    პასუხი
  2. ჩათლახი მუზები თუ ნეტზე დამშეული მე? 🙂

    პასუხი
  3. იცი,როგორ ვკითხულობ შენს ნაწერს?-როგორც რაღაც გემრიელს, რომ მიირთმევ და თან აგემოვნებ…სასიამოვნოა შენ ფიქრებში და განცდებში ჩაღრმავება…მართლაც დაუვიწყარია ყველაფერს რასაც პირველი ჰქვია…მაგრამ დამიჯერე,რომ მოვა დრო და შეგრძნებები მოგონების დროს ჩლუნგდება…როგორ მინდა გავიხსენო,როცა შეყვარებული ვიყავი ის განცდა,მაგრამ…გულს დავიწყებია…

    პასუხი
  4. სამწუხაროდ ალბათ ეს მაშინ ხდება, როდესაც ისეთ მომენტებს ვეღარ იმეორებ ხშირად. მაგრამ ნუ დარდობ ყველაფერი ცხოვრებისეულია აბა სულ ხომ ვერ გამოიცვლი შეყვარებულებს იმის გამო რომ ,,პირველს” ადარო ან გაიხსენო :))))

    პასუხი
  5. გაზაფხული

     /  მაისი 9, 2011

    momkali ;(;(;(

    პასუხი
  6. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არანორმალური ვარ. ზემოთ ჩამოთვლილიდან არაფერი არ დამამახსოვრდა საერთოდ. პირველი ყოველთვის უხარისხო მცდელობად მიმაჩნდა ხოლმე. :))))))))

    პასუხი
  7. არ გეთანხმები! არანორმალური შეიძლება ხარ 😀 მაგრამ ამიტომ არა, უბრალოდ გავიწყდება ახლა რომ მედალს ორი მხარე აქვს…. 😉

    პასუხი
  8. ძალიან მაგარია! როგორც ყოველთვის მთელი გრძნობით დაწერილი, თითოეულ სიტყვაში შენი განცდა რომ იგრძნობა 😀
    შენი პოსტის კითხვისას ყველაფერი პირველი გამახსენდა, ოღონდ.. უფრო ბედნიერი დასასრულით, უფრო სწორად გაგრძელებით 🙂

    პასუხი
  9. ისეთი პოსტია… დადებითად რომ განგაწყობს…
    რაღაცნაირად მკითხველზეც გადმოაქვს ემოციები… და თნ ისე, რომ რასაც წერ, თავისი ჰგონია…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: