მადლობა, მართლა მადლობა!

ერთი და იგივე, მუდმივ replay-ზე დაყენებული მელოდია, რომელიც წესით ახლა არ შეიძლება, მაგრამ სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლია გონებას და დაღლილობისაგან აღარც კი მიყვება ნოტებს, ისე თავისთვის, უაზროდ ჩაესმის ეს ბგერები, რომლებიც ახლა მხოლოდ თავის ტკივილის წამალია მისთვის.

ზედმეტი დაძაბულობა, რომელიც ბოლოს ერთ მთლიან გარსს ჰგავს და გარშემო გაკრავს, საოცრად ძნელი მოსაშორებელია. თითქოს ჯიბრზე, ზუსტად ამ დროს არის ხოლმე ამ  ბინდის იქით მზიანი ამინდი და რამოდენიმე მწველი სხივი დროგამოშვებით, გამაღიზიანებლად გხვდება, რომ შეგახსენოს ბედნიერება სადღაც არსებობს… ის აქვეა ახლოს, მაგრამ შენ ვერ წვდები და ამ დროს ხვდები,  რომ მისი სითბოს მაგივრად, გარს სიცივე და ბურუსი გაკრავს! ნერვიულად ბრუნავ, აცეცებ მზერას, მაგრამ მხოლოდ ზღვარს ხედავ, რომლის იქით სიყვარული, მეგობრობა და სითბოა. ისინი გიყურებენ, გრძნობენ,  რომ ასეთ დღეში ხარ და თვალებით ცდილობენ შენს ნუგეშს, ხანდახან სიტყვასაც მოგაწვდენენ და უკან ვერაფერს იღებენ, რადგან ვერ გხედავენ ისე ღრმად ხარ ნისლში ჩაძირული. შენს კი ხმას ვერ იღებ, იმიტომ რომ ემოციების ქარი გახრჩობს, ყველაფერი ერთად გიტევს და იოგებს ვერ ძრავ ადგილიდან, რომ უბრალო მადლობა გადაუხადო მათ, ვისაც სტკივა შენი ყოფა!
ცდილობ წინ იარო, რომ როგორმე გააღწიო მზიან სამყაროში. ყელში ამოგივიდა უკვე ამდენი სიცივე, ტანზე ობი მოგეკიდა და ფერი არ გადევს. წინ მიიწევ და თან გერიდება, გეშინია სიარულის, რადგან არქტიკული აურა თან მოგყვება და რამდენ ნაბიჯსაც გადადგამ გარეთ გასაღწევად, მაინც ხვდები რომ ცენტრში ხარ ისევ და არ გინდა ეს სამყარო მათ შეახო ვისაც უყვარხარ და რამენაირად მაინც აგრძნობინო ის სიცივე რასაც მუდამ გრძნობ…
ისეც ხდება რომ წუთით იშორებ ამ ყველაფერს, ისევ ის ხარ რაც იყავი და ისევ ისე სუნთქავ სიცოცხლეს, როგორც ამას ადრე აკეთებდი… თუმცა იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარია?! ასეც რომ იყოს, მაინც სასტიკი სიზმარია, იმიტომ რომ წამის დახამხამებაში უბრუნდები ძველ გარსს და ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს სისხლივით წითელი ღვინის ბოკალი აგაცალეს ცხვირწინ და შარდს გასმევენ!
ყველაფერი ეს ერთმანეთს ემატება და გეომეტრიული პროგრესიის სისწრაფით იზრდება. მომენტში მოიკრებ ძალას და ერთი მოქნევით ახეთქებ მიწაზე შავ, შხამიან ცათამბჯენს, რომლის უკან ასე სანატრელი მზის სხივებია, თუმცა წამში ახლად იზრდება და სანამ ღონეს ახლიდან იკრებ უკვე წინანდელზე მაღალია.
ბრძოლა რომ ყოველთვის ღირს ამას დავა არ ჭირდება… ხანდახან დროებითი უმოქმედობაც ფარული ბრძოლაა, დასვენება გადამწყვეტი დარტყმის წინ. ასეთი დასვენებებისა და დარტყმებისგან შედგება შენი ცხოვრებაც, მაგრამ ხანდახან ლატარია ყველაზე უიღბლოსაც უმართლებს. მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის მერე შენი შავი ცათამბჯენი კიდე კარგა ხანს ვერ აღიმართა თავიდან, იმიტომ რომ ,,მან” მოგისწრო და ფეხი დააბიჯა, სანამ შენ ძალაგამოცლილი ეგდე მიწაზე. სიტყვით, მზერით, ხელით თუ რით დაგეხმარა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ამოსუნთქვა შეძელი და წამით მაინც გაიღიმე გულით. ეს ყველაფერი კი მისი დახმარებით მოხდა. ასეთი ადამიანები გახვევია გარშემო და იმისთვის უნდა იბრძოლო ზუსტად, რომ ასეთი საქციელებისთვის შეძლო მათთვის მადლობის გადახდა.

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. მეტკინა… ისე გიწერია, მეც იქ ვარ. ასოციაციები გაქვს 100%-იანი, ვერსად გაექცევი.
    ეს ბურუსიც გაქრება მალე და ზღვარიც, სიყვარული, მეგობრობა და სითბო შენთან იქნება და არა რაღაც ზღვარს მიღმა. მაგ ნაბიჯებსაც ექნება აზრი და გააღწევ ცენტრიდან, ნახე თუ არა 😉
    და იმ შხამიან ცათამბჯენს რაც შეეხება, მზეს რომ გიმალავს გულმოდგინედ, მაგას ბოლოში უნდა წაავლო ხელი, სულ დასაწყისში. ერთ აგურს როგორც კი მოანგრევ, თანდათან დაიწყებს რყევას და სულ გაქრება საბოლოოდ.

    მელოდიასაც +1 😉 რატომ არ ვიცოდი ნეტა? მერამდენედ ვუსმენ უკვე არ ვიცი 🙂

    პასუხი
  2. ამიტომაც, მადლობა….

    პასუხი
  3. იმაზე ღრმა ყოფილხარ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანხარ! ნებისმიერ კაცს უხდება კეთილი გული, რომელიც სენტიმენტალურობის პირმშოა. ჰო და კეთილი მარტო დიდი სულის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს.
    მასეთი ხარ. 🙂

    პასუხი
  4. უკვე ნისლიც ქრება და შენი მზეც გამოდის შიო 😉 მადლობა შენ, რომ ასე გიყვარს მეგობრები 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: