არაწასაკითხი პოსტი

ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ არამგონია ამ ყველაფრით ვინმემ მაინც ისიამოვნოს ჩემს გარდა. ასე რომ გამოდის დღეს თქვენ, მკითხველებს, ფეხებზე გიკიდებთ და ეგოისტურად ვისწორებ ჩემსას. ჩემი კი ამ მომენტში ამგვარი უაზრობების ლაპარაკია, რომელიც გულში მაქვს და უბრალოდ არ ვიგროვებ! წინასწარ გეუბნებით, გაგრძელების წაკითხვა აშკარად იმოქმედებს განწყობაზე, ასე რომ გადაწყვიტეთ დააჭერთ თუ არა ამას…
ამბობენ სიცოცხლიდან სიკვდილამდე ერთი ნაბიჯიაო, მაგრამ არასოდეს არავინ აკონკრეტებს რამხელაა ეს ნაბიჯი. რეალური თუ წარმოსახვითი ზომა ხომ ყველაფერს გააჩნია, ხოდა ზოგისთვის ეს მართლა წამიერი მომენტია და ალბათ ვერც ხვდება რომელ სამყაროში აღმოჩნდება უცებ. ზოგი კი წინასწარ გრძნობს, ებრძვის, წვალობს და იმასაც ახერხებს რომ ეს ნაბიჯი წლობით გაზარდოს. ზოგი შეგუებულია და მშვიდად ელობა იმას, რასაც ისედაც ვერ ასცდება, ზოგს კი ბოლო წამამდე საშინლად უჭირს ცხოვრებასთან განშორება.
ჩემი აზრით ყველაზე საშინელი სიტუაცია მაშინაა, როცა ადამიანი შველას ითხოვს სიკვდილის წინ და ეს შველა ან მცდელობა მაინც არსად ჩანს. ამ საცოდავს კი არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ცოტა უფრო მეტად აიმაღლოს ხმა და ვინმეს მაინც გააგებინოს თავისი გასაჭირი, მიუხედავად იმისა, ეს შველა ნაყოფიერი იქნება თუ არა. ისევე ეგოიზმის მომენტად შეიძლება ჩაითვალოს როცა არ გინდა მარტოობაში სიკვდილი ვინმეს ახვევ თავზე ამ მომენტს, მაგრამ ჩემი აზრით ის ვიღაც მაინც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ცოცხალი, ასე რომ კაცი ისევე ცოდოა ალბათ მარტო სიკვდილთან, როგორც ჭამაში და კიდევ ბევრ რამეში.
დღეს კიდევ ერთ უსიმოვნებას მოგახვევთ თავზე იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც ალბათ მხოლოდ ფორმალურად არიან ცოცხლები. ქალაქის შუაგულში არსებული მორგის გვერდით მოთავსებულები არიან ფსიქიკურად შეშლილი ადამიანები. მათ ცოცხალ სახეებსა და ორგანიზმებს არაფერი ეტყობათ ამქვეყნიურის. აშკარად არ ვიცი სად არიან გონებით, იქნებ მათი წარმოსახვა უკეთეს სამყაროშიც ცხოვრობს და ამისთვის ისინი საგიჟეთში გამოუმწყვდევიათ. თუმცა მათთან ახლო გავლისას მაინც შემოდიან კონტაქტში ამ სამყაროს ენაზე და წესებით და აქედან გამომდინარე ან ჩვენი და თავისი სამყაროს შუაში არიან საწყლად გაჩხერილები, ან ის სხვა სამყარო არ არსებობს და ამ უბედურებს წილად ჩვენი სამყაროს მხოლოდ წვეთი ხვდებათ აგსათქმელად. არადა მაინც რა არის ეს დამპალი თავისუფლება… ადამიანს რომელიც შეიძლება გონში არ იყოს რა არის ეს სიტყვა და რას ნიშნავს იგი,  უაზროდ გაღიმებულს მაინც აქვს გამოწვდილი რკინის გისოსებში ხელები. სხვის დანახვისას კი ასევე უაზრო მზერაში ჩნდება რაღაც მიმიკა, მსგავსი: ,,მეც მინდა გარეთ”…
სიკვდილზე ბევრი თქმულა და ჯერ სად არის, მაგრამ ფაქტია რომ ამ ამბავს როგორი კუთხითაც არ უნდა მიუდგე, დაწყებული რელიგიურიდან დამთავრებული მეცნიერულით, მაინც რაღაც დონით ნეგატივი შემოაქვს ჩვენს აურაში. მე კი არ მინდა ეს ნეგატივი თქვენ მოგახვიოთ, ამიტომ აქვე მოავმთავრებ ამ თემას იმ პირობით დაგტოვებთ, რომ გამოვასწორებ ხასიათს და შემდეგი თემა წასაკითხად ვარგისი იქნება…

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

14 Comments

  1. გიორგი

     /  მაისი 5, 2011

    შენც გაგიმარჯოს ,სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა!

    ვაჟა-ფშაველა

    პასუხი
    • რა ცუდია რომ პოეზიაში მოვიკოჭლებ! უპასუხოდ დამირჩი

      პასუხი
      • გიორგი

         /  მაისი 8, 2011

        არაუშავს, სამაგიეროდ მე “წერაში” მოვიკოჭლებ, იმიტომ რომ უკომენტაროდ მრჩება თითქმის ყველა შენი პოსტი 😦

        პასუხი
  2. 😦 😦 😦 ვერ ვფიქრობ რა დავწერო..

    პასუხი
  3. შიო, ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი რა ვთქვა. მარა მაინც უნდა ვთქვა 🙂 მოკლედ, პოსტი ძალიანაც წასაკითხია, იმდენ რამეზე დამაფიქრა… და საერთოდაც, მასეც უნდა იყოს, ანუ ბლოგზე უნდა თქვა ზუსტად ის, რასაც გრძნობ, რეალურ ცხოვრებაში იშვიათად გვაქვს ხოლმე დრო და საშუალება გრძნობების გამოსახატავად, სამწუხაროდ. ხოდა, ბლოგი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის.
    არ ვიცი რამდენად დაგეხმარება ახლა ჩემი სიტყვები, შეიძლება უაზროც კი იყოს, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ ყველაფერი თანდათან გამოსწორდება. სიკვდილი ცოტა რთული თემაა ჩემთვის, მაგრამ არის ერთი გარდაუვალი რამ, რაც შენც გიწერია – ეს უბრალოდ გარდაუვალია. და გარდაუვალ რაღაცეებს უბრალოდ ვეგუებით, რთულია, მაგრამ მაინც. სხვა გზა არაა.

    პასუხი
  4. ეუფ….. წავედი ეხა დროზე რამე კომედიას ვუყურო, თორემ რა დამაძინებს…
    რა იყო ეს? მ? 😦

    პასუხი
  5. გვირილა გეტყვის, მე წავედი ძილს მივეცე თორემ ძმაკაცი ,,ადგა ჯარი”-თ გამაღვიძებს დილით და არ მინდა 😐 პრასტი ზა გრუზ!

    პასუხი
    • ეუf!.. 😀
      კაი, ვეტყვი მე, მარა არ ჩანს ვითომ შხამიანი არსად 😀
      აქსიომ, ერთი ასეთი პოსტი ვის არ მოსვლია? 🙂

      პასუხი
  6. რამდენჯერ მიფიქრია ამ თემაზე…
    ნეგატივიო – და რატომ? სიკვდილი ხომ გაურკვევლობაა, ზღვარი, რომლის იქით არსებობს მხოლოდ იმედი, სურვილი, მოსაზრება… არავინ იცის სინამდვილეში რა ხდება და სწორედ ეს იდუმალება გვინერგავს შიშს… შიშს, რომელიც ყველაზე ძნელი ასატანია.
    მე კი მჯერა, ამ ქვეყნად არაფერი იკარგება უკვალოდ. თუნდაც ქაღალდი რომ დავწვათ, ფერფლი რჩება. ადამიანი კი, რომელშიც ამხელა პოტენციალი/ენერგიაა, ნუთუ შეიძლება უკვალოდ გაქრეს?
    ცხოვრება წამია, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, შევიგრძნოთ სიცოცხლის ეს ეტაპი და მოვემზადოთ სხვისთვის… რადგან სიცოცხლეს არ აქვს საზღვრები, ის სიკვდილის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს… სხვაგვარად ყველაფერი აზრს დაკარგავს.
    ჩემი პირველი კომენტარია შენს ბლოგზე და დიდი კი გამომივიდა: )))

    პასუხი
    • კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემ ბლოგზე, ზომას რას ჩივი, პირიქით მადლობა რომ ამდენად დაიხარჯე

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: