Cause every little thing gonna be all right!!!

არა რაა! რაღაც ხორციანი თუ არ აკეთე ცხოვრებაში, დღეები ისე გადის თითქოს უცხოური უგემური, უარომატო ვაშლი გეჭამოს, ნორმალურად რომ არც იღეჭება ისეთი და მერე ქაღალდის გემოს გიტოვებს პირში. აი კაცს გეწერინება და რა უნდა წერო? არაფერი თუ არ ხდება გარშემო გასააზრებელი, გასაკრიტიკებელი ან პირიქით მოსაწონი, რა უნდა თქვა? მონოტონური ცხოვრება სუროგატებად გვაქცევს და ჩვენს არსებობას ამ ქვეყნად სრულიად უაზროს ხდის. გარედან რომ შეგვხედოს კაცმა ჭიანჭველებივით ვფუსფუსებთ, ვფუსფუსებთ და რეალურად კი მხოლოდ დაპროგრამებული რობოტებივით ერთსა და იმავე ლიანდაგზე დავდივართ ერთი წერტილიდან მეორეში. ჩემი ნება რომ იყოს, სხვადასხვა სამსახურეობრივ კატეგორიებში მავნე პირობებთან და სხვებთან ერთად შევიტანდი მოსაწყენი სამსახურის კატეგორიას, რომელშიც მეტ ხელფასს აიღებდა ადამიანი 🙂 (more…)

Advertisements

მადლობა გუშინდელი საღამოსთვის

დაღლილი, დამძიმებული საღამოს ჰაერი მძიმედ გადადის ფილტვებში და შენც მიუყვები ძველი თბილისის ვიწრო გასასვლელებს. მთელი არსებით ცდილობ წარმოიდგინო მათი მშვენიერება, რომ როგორმე მოიშორო აზრი, რომელიც შენი დაბუჟებული ფეხების ირგვლივ ტრიალებს და გონებას უბრალოდ ერთი სული აქვს ცხელ აბაზანას შეერწყას. პატარა, სიძველისგან დაბრეცილი ქუჩები მაინც თავისას შვება. მანქანების ნაკლებობა ზოგადი ჩახუთულობის მიუხედავად მაინც გიქმნის წარმოდგენას სუფთა ჰაერზე. სასიამოვნოდ თბილ საღამოს ხალხი გამოუფენია გარეთ და ისინიც ათასი სხვადასხვა მიზეზით თუ უმიზეზოდ დააბოტებენ შენს გარშემო. ნათელია, რომ უბრალოდ სიამოვნებთ ეს გარემო. რამდენიმე კუთხესაც გაცდები და რაღაცნაირად ჩინურ უბანს მიმსგავსებულ ქუჩას დაადგები,  გადატვირთულს სარეკლამო აბრებითა და ათასგვარი ჩირაღდნებით, რომლებიც  თანამედროვეობისა და ამავდროულად სიძველის იმდენ ელემენტს შეიცავს, რომ აღარ ეტევა და გადმოდის. ერთმანეთის გვერდით მე-19 საუკუნის ხედებით დამშვენებული კაფე და შეძლებისდაგვარად თანამედროვე ელექრტონული მუსიკის კლუბია. მიუხედავად ასეთი არეულობისა ხალხის ნაკლებობას ეს პატარა ქუჩა არასოდეს განიცდის. შენც ერევი მათ ნაკადს და თითქმის ცარიელ, ძველ კაფეში პატარა ხის მაგიდასთან იკავებ ადგილს. მოუხერხებელი სკამი დიდად არ განაღვლებს დამანჭვამდე დაღლილს და დაჯდომის პირველი წუთებით ტკბები… ცხელი ჩაი ნაწილობრივ გაბრუნებს ამ ქვეყნად და მუდარით სავსე თვალებით უყურებ ჭაღარა საქსოფონიან ბუნჩულა კაცს, რომელიც თავის საქმეს იწყებს და მომაჯადოებელი მელოდია ისევ გიტაცებს ამ ხმაურიანი პლანეტიდან სადღაც… უწონადობაში მყოფს, მხოლოდ ყრუ გუგუნად გესმის გარშემო მოგროვილი ხალხის ჩოჩქოლი. უკან დაბრუნებულს უშაქრო ჩაის მეორე ფინჯანი გხვდება გამოცლილი და ფეხები, რომლებიც აღარ ტირიან დაღლილობისგან; ისინიც მშვიდად აჰყოლიან ჯაზის მიმოქცევას და გამოზომილად ირხებიან აქეთ-იქეთ.
გვიანია, არ გინდა ადგომა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. უკვე ისევ მიუყვები ნესტიან ვიწრო ქუჩებს  და გონებაში იმეორებ კარგ, ნამდვილად კარგ მელოდიას, რომელიც სახლისკენ მიმავალ გზას ათჯერ გიმცირებს და შესაბამისად გახარებს ის ფაქტიც, რომ სული დაასვენე, ხორცის დაღლით კი არავინ მომკვდარა ჯერ…

უბრალოდ პოზიტივი

ნუ ჩემი თავისგან არც გამიკვირდა პრინციპში, როგორც არანორმალურმა, მხოლოდ ახლა გავიგე რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიმდინარეობს თურმე და საყოველთაო ნერვიულობის მეორე ტაიმი დაწყებულა. ამასობაში მე მშვიდად ვზივარ და განვლილი დღის ანონსით ვტკბები, გარშემო კი მთელი მსოფლიო დაძაბული ანადგურებს წინასწარ მოგროვილ ლუდის მარაგებს მაცივრებიდან. ,,ბევრჯერ მიტირია ჩუმად, მიტირია შენთვის…..” – ისმის მეზობლის კედლის მიღმა ხმამაღლა ჩართული მუსიკა, ალბათ მასაც ჰკიდია ფეხბურთი, ალბათ მალე  ბუნებასაც გააღვიძებს  მგზავრების სიმღერით და ჩაძინებულ მაყვალა ბებოსაც, მერე კი უფრო მაგრად გავერთობი. თუმცა არც ახლა ვარ ურიგო ხასიათზე, ვწევარ სველი თმით, დაღლილობისაგან დაბუჟებულ ფეხებზე მიდევს ლეპტოპი, ბობ მარლის დაბალ ხმაზე ვაკვნესებ და ვცდილობ როგორმე კარგი განწყობა აქაც გადმოვიტანო! (more…)

შავ-თეთრი ფოტო

ის გარბოდა! გარბოდა და არ ჩერდებოდა! გაშლილი, ცისკენ აღმართული ხელები მის მიხვრა-მოხვრას უჩვეულო შტრიხებს მატებდა. ნახევრად გაწეწილი კიკინა უფრო და უფრო მძიმედ ურტყამდა ბეჭებზე, თვალწინ გაელვებულ სივრცეს უფრო და უფრო დაბინდულად ხედავდა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა, მაინც ჯიუტად მისდევდა… ყველაფერი კი აქ დაიწყო… აქ, ამ ოთახში, როცა საიდანღაც მოსულმა, გზადაგზა დატოვა დამტვერილი ფეხსაცმელი, მძიმედ დაეცა სკამზე და გაშეშებული მზერა მიაპყრო აღმოსავლეთის კედელს. დიდხანს იჯდა ასე, მაგრამ ქინძისთავით მიმაგრებული გადაბრეცილი ფოტო არ დაუნახავს, იმიტომ რომ მისი ქამელეონი თვალები ამ საშინელი, ცივი კედლის იქით, სადღაც სიცარიელეში იხედებოდნენ და იმას ეძებდნენ, რაც არც კი იცოდნენ როგორ გამოიყურებოდა! ეძებდნენ, რადგან გულს აკლდა… დიახ გულს, ამ ეგოისტ არსებას, რაღაც აკლდა. რაღაც, რაც ადრე ჰქონდა და უმისობა დისკომფორტს უქმნიდა. შეიძლება ეს მხოლოდ მისი ახალი ახირება იყო. ასე თუ ისე, ამ ლამაზ თვალებში აშკარად არ ჩანდა ერთი არეკვლილი წერტილიც კი. უღონობას ისინი ჭაობისფრად შეეღება, ის თვალები, რომელთა ციმციმიც ადრე იმ ფოტოს ასე უყვარდა…
გაზაფხულის მზიანი დღე იდგა. სწორედ ის პერიოდი იყო, თბილისი რამდენიმე დღეში ერთიანად რომ შეიმოსება ხოლმე ფოთლებით და ქუჩები, ტიტველი ზამთრის მერე, სასიამოვნო ჩრდილით იფარება. ამ წელს უფრო მძაფრად შეიგრძნო ეს. რაიონში იყო წასული სააღდგომოდ და ჩამოსულს საოცარი სიმწვანე დახვდა რუსთაველზე. განგებ დაიგრძელა სახლის გზა და თავისუფლების მოედნისკენ გაუყვა ნელ-ნელა ტროტუარს. სასიამოვნოდ თბილოდა, ქურთუკი ხელზე გადაეკიდა და მთელი არსებით გრძნობდა ახლად დაბადებულ ბუნებას, რომელსაც ირგვლივ ყველაფერი გამოეცოცხლებინა. (more…)

საჩუქრები

ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერისთვის უნდა გადაიხადოო… არც ერთი ბედნიერი წამი არ მოგეცემა ,,უფასოდ” და ყველაფრისთვის გიწევს რაღაცის გაღება. თუ ამ ვარიანს დავუჯერებთ, მაშინ საჩუქარი რომელიც გაგახარებს უბრალოდ არ არსებობს და ეს მხოლოდ ნაყიდი მომენტია რომლის ღირებულება ან აკვე გადახდილი გვაქვს ან მომავალში გადავიხდით.
ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ამ თეორიას, სხვისი არ ვიცი და მე მაინც ძალიან მიყვარს საჩუქრები, მიუხედავად იმისა რომ ზემოთ ნახსენები აზრისაც მჯერა სულის სიღრმეში. ყოველთვის ბედნირებას მანიჭებს ეს პროცესი, რომელ მხარესაც არ უნდა მიმდინარეობდეს იგი. ძალიან მიყვარს პრაქტიკული საჩუქრების ჩუქება და ვერ ვიგებ, თუ იცი, ადამიანს მოსწონს კაშნე, რატომ უნდა აჩუქო მას ზამთარში სერვიზი ან რამე კიდე მსგავსი გავრცელებული საჩუქარი, როცა შეგიძლია უბრალო ნაჭრის ნაგლეჯით გააბედნიერო და თან მას მაშინვე მოიხვევს ყელზე. ის სერვიზი კი შეიძლება მხოლოდ ზრდილობის გულისთვის გამოიღოს წელიწადში ერთხელ.
ასეა თუ ისე, საჩუქრის გაკეთება საკმოდ რთული პროცესია ამიტომ მე მირჩევნია პირდაპირ ვკითხო ,,მსხვერპლს” რა უნდა რომ ვაჩუქო და ასეც ვიქცევი უმეტესად. რა თქმა უნდა ფერარი რომ მომთხოვოს და თუნდაც audi A4, ბოლომდე ვერ გავუხარებ გულს, მაგრამ შესაძლებლობების ფარგლებში შეიძლება და მგონი გამართლებულიც არის. ყველა ჩემი მსგავსი საჩუქარი დღემდე ,,მუშაობს” და თაროზე არ იმტვერება, მე კი ეს დიდ სიხარულს მანიჭებს.  (more…)

გად-არეული ფიქრები


გუშინ წვიმდა… ყველა ნახავდით რა უმოწყალოდ ასველებდა დედამიწას ცა. მეც ვნახე, დავეყუდე ფანჯრის რაფასთან და ვუყურე დიდხანს. სასიამოვნოდ ციოდა გარეთ, საპირისპიროდ იმ სიმყუდროვისა სადაც მე ვიდექი. ვიდექი და გრძნობებში გახლართული ვიხსენებდი წვრილ-წვრილ ნიუანსებს. არც ისე ადვილი ყოფილა წარსულზე ფიქრი, თუნდაც იმ ფორმაში, რომ რაღაც მომენტში სხვაგვარად მოვიქცეოდი. ეს შეცდომის ფაქტიც ცუდად აისახება ისედაც გაძვალტყავებულ გონებაზე. პლიუსების და მინისების დათვლას ვიწყებ და უსასრულობაში ვვარდები საიდანაც დასაწყისი აღარ ჩანს და შესაბამისად მეც ვირევი. ასეთი ,,არევების” ერთობლიობით არეული მივჩერებოდი გუშინ ფანჯარას, რომლის მინის იქით, წვიმა დაუნანებლად რეცხავდა ასფალტს.  (more…)

ბედნიერება

არ მეგონა ასე ადვილად თუ გადავიტანდი, მაგრამ ყველაფერი საოცრად მარტივი იყო იმ დღეს… ისე დავეშვი, რომ თავიც კი არ წამომტკიებია, ისე გავიარე პირველი  კილომეტრი, როგორც ბავშვობაში ექსკურსიისას ახალ ქალაქში გავდიოდი ავტობუსიდან, ისევ ისე ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდი არე-მარეს, როგორც ადრე, მაგრამ ერთი მიხაროდა და ეს აშკარად ის აზრი იყო, რომ ეს ,,მოგზაურობა” ხანგრძლივი იქნებოდა. თითქმის თავისუფალი უსარგებლო ხელბარგისაგან, აჯიტირებული მივყვებოდი ყვითელ ქუჩებს და დიდი ხანი არ დამჭირვებია, რომ პირველად მომეკრა თვალი ნამდვილი დრედებისთვის. ხელი მოგხვიე და მხოლოდ გაგიღიმე, თუმცა იმდენად თბილად რომ მე თვითონვე მესიამოვნა მიუხედავად თაკარა მზისა. (more…)

ЗАТКНИИИИИИСь!!!!!!

რატომ ვმართავთ ათასგვარ წვეულებებს, შეკრებებს, პრეზენტაციებს, ,,ივენთებს”? რა თქმა უნდა, არის ამის საფუძვლიანი მიზეზები, მაგრამ რატომ დავდივართ ასეთ ღონისძიებებზე?  არსებობს რაღაც, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს. ამგვარ სიტუაციებში შეგვიძლია და მეტიც, უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ გარდერობში დამტვერილი ან პირიქით ახლად შეძენილი კაბა ან ფეხსაცმელი არ გამოვფინოთ საყოველთაოდ. ყველა ასეთ ღონისძიებაზე შეამჩნევთ დამსწრე საზოგადოების სამწუხაროდ უმეტეს ნაწილს, რომელიც მთელი თავისი არსებით ცდილობს იყოს ბრჭყვიალა მანეკენი ან მოსიარულე ბილბორდი, რომელზეც ლამის სახეში მოსარტყამი ათასგვარი აქსესუარია გამოფენილი.  (more…)

სათაური დამავიწყდა წეღან…

ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ, აზრები მერევა… ყოველთვის მეგონა, რომ ცუდად ვთამაშობდი და საერთოდაც თითქმის არ გამომდიოდა ეს საქმე, მაგრამ ვცდებოდი. მაშინ, როდესაც ზედმეტ გულწრფელობას მინუსად ვთვლიდი და ვცდილობდი გამოსწორებას, თურმე თეატრის სცენაზე გაზრდილ მსახიობებზე ნაკლებად არ ვფარავ საკუთარ თავს. ამ ყველაფერს კი ძვირფასი რამეები ეწირება ჩემს გარშემო, გრძნობები, ურთიერთობები… საკუთარი თავის შეცნობის კოეფიციენტი ალბათ მინუსებშიც კი გადამივიდა. მომბეზრდა ამდენი სიცრუე და უკვე უხარისხოდ შეთითხნილი პოზიტივი, მაგრამ თავს ვერ ვანებებ. ნარკოტიკია, რომელიც ჯიბეში მიდევს და მგონია, რომ თუ გადავაგდებ მთელი სამყარო უბრალოდ ადგება და ზურგს მაქცევს! ამისგან ,,სუფთა მე’’ სუნიანი და საზიზღარია, ისეთი, რომელთან ურთიერთობაც მეც კი არ მომინდებოდა და ამიტომაც არის ალბათ რომ მას ასე გამწარებით ვმალავ ამ ქვეყნისაგან. (more…)

ცოცხალი გმირები

ორი დღის წინ ჩემი Facebook-ის wall-ზე ძველი ტელერეპორტაჟის ნაწყვეტები გამოჩნდა, რომელიც მინიმუმ ათჯერ მექნება ნანახი, მაგრამ მაინც თავიდან ბოლომდე გავიმეორე. ეს თემა მუდამ მაწუხებდა და დღეს გადავწყვიტე ცოტა რამე მეც ვთქვა იქ, სადაც ყველაფერი თითქმის ნათქვამია და ახალს არც არაფერს გპირდებით, რადგან ჩემნაირი აზრი ახლა ძალიან ბევრს გააჩნია. (more…)

%d bloggers like this: