უხასიათო დილა ანუ გაბრაზებული პოსტი

გუშინდელმა ვარაუდმა თუ სურვილმა საერთოდ არ გაამართლა. თბილი, მზიანი დღის მაგივრად უჯიშოდ წვიმს. არ მიყვარს ასეთი დღეები. თუ წვიმაა წვიმა იყოს, აბა წვეთების ხმა რომ არ გესმის და ბოზურად, ჩუმად სველდები მაგას რა მუღამი აქვს?! ასეა თუ ისე, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა და მეც მოღუშული გავცქერი რუხ ქუჩას, სქელი ხმაგაუმტარი შუშიდან.
თითქოს აქაც ამინდმა იმოქმედაო, სამსახურში მოსულს არც მთლად სახარბიელო სიტუაცია დამხვდა. უაზრო საქმის ზღვა და ნერვებდაბერილი თანამშრომლები, ყოველ წუთს რომ ქშინავენ მოუსვენრად, ოხრავენ და ახლა მე და ჩემს ბლოკნოტს მოგვჩერებიან ქვემზერით, თითქოს ჩემი ბრალია ინტერნეტი და კომპიუტერული სერვისი რომ ასეთ ,,მაღალ” დონეზეა ამ ქვეყანაში.
აქ კიდე, კადრების კვლევის მუშაკი ვარო, დიდ სათვალიანი ქალი დაგვადგა თავს და ამათ კიდე ეგ უნდოდათ? ქვეყნის თაბახები შეაჩეჩა, უაზრო ფსიქოლოგიური კითხვებით გაჟღენთილი და შეავსეთო ბრძანა. საოცარი სანახავები არიან, თითქოს ჯიბრზე, თავისი საქმეც თავზე ეყრებათ და ეს სათვალიანი უნიკუმიც აჩქარებს, სანამ ძალიან გაწვიმებულა, მორჩით და გამიშვით, ფეხით ვარო.
ასეთ მომენტებში ვფიქრობ ხოლმე (ხომ არ დაგავიწყდათ, ფიქრი ჩემი ჰობია :)) რამდენ უაზრობას ვაკეთებთ ადამიანების უმრავლესობა და ამაში აუარებელ დროს ვფლანგავთ.
იმის მაგივრად, რომ რაღაც შევქმნათ, ვისწავლოთ, შევიცნოთ, ავაშენოთ ან დავანგრიოთ მაინც, ჩვენ დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე ჩავბღაუჭებულვართ საცოდავ თანამდებობებს, რომლებიც საბოლოო ჯამში დღეში ათი ლარი ღირს და წლობით გვირჩევნია არაფერი არ ვაკეთოთ ახალი; ვისხდეთ ყოველ დღე ერთ კედელს მიშტერებულები და ვიარსებოთ დღიური ერთი წვენის, ხაჭაპურის და ტუალეტის ქაღალდისათვის.
გავა ათი-ოცი წელი და გასახსენებელი მხოლოდ ის გაქვს, რომ ოდესღაც შენს სამსახურში არნახული ქალების ჩხუბი იყო და სიამოვნებით იხსენებ მეასედ ამ ამბავს სუფრასთან. ან პრემია რომ მოგცეს, იმ ფულით მაგარი ტელევიზორი იყიდე და ამაყი მზერით უყურებ. ამასობაში კი ქვეყნად ყველაზე ძვირფასი, ცხოვრების რამდენი წელი დაკარგე და შეალიე ერთ პლაზმურსახიან ყუთს ან გინდაც მაგარ მანქანას. ღირს ეს ამად? კი? მაშინ ჟაკ კუსტოს ცხოვრება არაფერი ყოფილა. აბა რა მოსატანია ეხლა ნავზე გატარებული ცხოვრების ალბათ 80%…
საიდან გამხსენდა კუსტო რას გაიგებ, მაგრამ ვიცი, რომ მეც ასეთი ვარ სამწუხაროდ. ახლაც ამ წამს ვზივარ და დღის უაზროდ გაყვანას ვცდილობ მართლაც და საცოდავი გასამრჯელოს გამო, რომელსაც შესვენებაზე მივაფშვნი მშრალ ხიდზე, საცხობის გავლით. საღამოს უაზრობამდე დაღლილი მივალ სახლში, წამოვწვები და ვიკითხავ დღეს რა გავაკეთე?…..

….მართალია! პასუხად სრული სიჩუმე… რაც არ გამიკეთებია რა მოვიგონო ტყუილად?
საქმეში დამარცხება ისეთივე წარმატებაა ზოგადად ცხოვრებაში, როგორც ტრიუმფით დამთავრებული პროექტი, რადგან სხვა თუ არაფერი, ახალი გამოცდილებაა და  ამიტომაც არასოდეს უნდა შეგეშინდეს ახალი შანსის. მით უმეტეს, არასოდეს უნდა თქვა მასზე უარი, მაშინაც კი, თუ შედეგი ბუნდოვნად იხატება. სხვა თუ არაფერი, შვილიშვილებისთვის იმაზე მეტი გექნებათ მოსაყოლი, რომ ერთი კათხა ლუდისთვის სხვა ქალაქში მიდიოდით და ცხოვრების პირველი ნახევარი, როცა მსოფლიო უნდა ამოგეტრიალებინათ, ,,ნათელი მომავლისთვის” ,,შრომობდით” სახელმწიფო სამსახურებში და მერე უბრალოდ არ გაგიმართლათ, რადგან სხვა დრო დადგა და…
რუსები გვიმონებენ, ოსები გვიმონებენ, ამერიკელებიც იგივეს ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია და მათი დამარცხება შესაძლებელია. მხოლოდ იმის შემდეგ, როცა საკუთარ თავებს ჩვენ თვითონვე არ დავიმონებთ. შინაგანი თავისუფლება და მოქმედება გვიხსნის და არა ევროკავშირი. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ დიდხანს ვისხდებით სამას ლარიან ხელფასებზე რობოტებივით და შურით ვუყურებთ სხვა ქვეყნების საათობრივ ანაზღაურებებს!
რაღაც ,,ძალიან ისეთ ხასიათზე” ვარ ხომ? ცოტა დადებითი მაინც ვიპოვე ამხელა ნაჯღაბნში. საკმაოდ მოვკალი დრო შესვენებამდე და წავალ აწი დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიას დავათვალიერებ. ამათ დამთხვეულ მზერასაც მოვიშორებ ცოტა ხნით და საჭორაო დროსაც მივცემ ჩემი ,,იდუმალი” ბლოკნოტის ირგვლივ.
ახლაც, ზღაპრის მელიის ღიმილით ვუღიმი, თან კალამს არ ვაგდებ, ვეუბნები რომ წავალ გავისეირნებ, პატარა უაზრო ხუმრობასაც ვაყოლებ ზედ და… რა კარგია სუფთა, წვიმის ჰაერი!!!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. “შინაგანი თავისუფლება და მოქმედება გვიხსნის და არა ევროკავშირი” – გეთანხმები 🙂 კუსტო მაგარი კაცი იყო.. შენი პოსტი კიდევ ძალიან დამაფიქრებელი 😉 like

    პასუხი
  2. რა გაბრაზებული ხარ 🙂

    პასუხი
    • ამაზე საგულდაგულოდ იმუშავეს დილით თუმცა ბობი რის ბობია რომ არ გამოასწოროს სიტუაცია :))

      პასუხი
  3. ეჰ აპრილის ბოლოს მზე სანატრებელი გაგვიხდა :(((((

    პასუხი
  4. სასწრაფოდ გინდა რაღაცის შეცვლა თქო! 😀 დაიჭირე ის ახალი ფოტოაპარატი და “კარპე დიემ” გააკეთე 🙂 😀 😀 მესმის შენი, მაგრამ რუტინა რომ არის ყველაფერი-ეს უკვე ძველია… ახალი ისაა, ამ ჭაობიდან ამოხვიდე და რაღაც მართლა ღირებული გააკეთო.. გადაღლილი ხარ როგორც გეტყობა… seems so familiar… 🙂

    პასუხი
  5. არ ვიცი, დამაბნია და დამაფიქრა ამ პოსტმა. მართალია ის რომ ცხოვრების ყველაზე ძვირფას წუთებს ვუთმობთ დებილიზმს, სახელად “სამსახური”. მაგრამ სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, შეიძლება ვცდები კიდეც. მოკლედ, ალბათ საუკეთესო გამოსავალია იპოვო ე.წ. “ოქროს შუალედი”, იცხოვრო ადამიანურად და არა სამსახურით.

    პასუხი
  6. ლიზიკუნა

     /  მაისი 2, 2011

    ნებისმიერ ადამიანს ცვლილებები ჭირდება))))) თუნდაც სამსახური, თუ სამსახური სიამოვნებას არ განიწებს სხვა ეძებე. ბევრად ლამაზია ცხოვრება, მაგალითად თუ ისეთი სამსახური გაქვს რომელიც გიყვარს. მეც მქონია ისე დილა და დღე რომ ყველაფერი შემზიზღებია, მარა ს ყველაფერი დროებითია. ცუდის შემდეგ ყოველთვის კარგი მოდის)))) საინტერესო პოსტია და მართლად დამაფიქრებელი))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: