მართლა კაი გრძნობაა!

ვააა! ნეტავ რა უნდა? ამხელა რაღაც მოგჩერებია და დაჟინებით გიყურებს, გაკვირდება, გაკვირდება და მერე კი მოწყვეტით გაშორებს მზერას…
ბევრგან უნახავთ… სულ ასეა, სულ დაკვირვებაში და ხან კი ისე ჩამოჰკიდებია თავი, თითქოს ამ პლანეტის მთელი გრავიტაციის ძალა მასზე მოქმედებსო.
ამ ყველაფრის მეორე მხარეს სხვა თვალია. ძირითადად მარცხენა… პატარა, მრგვალ შუშის საჭყეტში მიმხობილა მთელი არსებით და რაღაცას ეძებს იქ გამალებით.
მაგარი რამეა ეს ,,შუამავალი” შენსა და ამ თვალს შორის. კიდევ ბევრი რაღაცეები აქვს: ღილაკები, სარტიალებლები, გრძელი ცხვირი… მთლიანობაში კი საკმაოდ ღირსეული შესახედაობა. მუდამ დინჯი, მუდამ ამართლებს თავის ვიზუალურ მხარეს, წყნარად და ხარისხიანად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
გარეთ ცელსიუსის შკალა +19 გრადუსს აჩვენებს. ცა ოდნავ მოღრუბლული, დღე სასიამოვნოდ თბილი, ჩრდილები გამკრთალებული და თანაბარი განათება… გუშინდელი წვიმის მერე ჰაერი საოცრად გამჭირვალეა. ეს მისი დღეა! ასეთ დღეებში გამოდის სანადიროდ და დიდი ნადავლით ბრუნდება სახლში. ასეთ დღეებში გრძნობს საქმეში თავს, როგორც თევზი წყალში.
მაგრამ დღეს სხვა დღეა. რაღაც მოხდა, ბედმა სხვა მისია დააკისრა. ლაღად ჩამოეკიდა და სიმღერ-სიმღერით მიაღწია იმ ადგილს, სადაც ქართლის დედა დგას. უკვე საქმეშია… ხარბად იზიდავს კადრებს და ისრუტავს მეხსიერებაში. სამების გუმბათი, ფუნიკულორი, თბილისის ანძა მოაყუჩა უკვე და ბოტანიკურს გადაავლო თვალი.
ბაღის თავზე დილის სითბო ტრიალებდა. ახალგაღვიძებული ბუნების სუნს ხარბად შეიგრძნობდა დიდრონი ცხვირით. ხეების წვერებს გადაწვდა და უფრო ღრმად ჩაიხედა. დაუყვა დაჩრდილულ ბილიკებს და წამით მოეჩვენა რომ საკუთარი თავი დაინახა სიმწვანეში…
კი, ისიც ასე მედიდურად იდო სკამის კუთხეში რომლის ნახევარს ქოლგასავით ფარავდა იშვიათი ჯიშის ხის კრონი. მასაც ისეთი გრძელი ცხვირი და ამაყი აღნაგობა ჰქონდა. მწვანე ქოლგის ქვეშიდან თეთრი, ნაზი თითები გამოჩნდა და მოწიწებით მოაშორეს იგი თვალთახედვას. იქ გაჩერება შეუძლებელი იყო…
-ერთნაირი აპარატები გვქონია…
-ხო მართლაც… მაგრამ მე ტყუილად მაქვს, ხმარება არ ვიცი. – უპასუხა ცისფერთვალება და ძალიან ლამაზთმიანმა ანგელოზმა, ალბათ.
-თუ გინდათ, გაჩვენებთ…
მზე აღარ იმალებოდა ღრუბლებში და ნაზად ათბობდა თითებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ canon ეჭირათ და ახლა მეორე canon-ის პატრონის ხელებში მომწყვდეულიყვნენ და განაბულიყვნენ…
ასე უსაქმურად ჯერ არ გაუტარებია დღე, მაგრამ რომ შეძლებოდა აუცილებლად ისევე მოეფერებოდა თავისნაირ მეგობარს, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრში იდო მისგან და ალბათ იგივეს ფიქრობდა, როგორც მათი პატრონები ეფერებოდნენ ერთმანეთს ოსტატურად ამორჩეული და დაჭერილი კადრებით…

Advertisements
დატოვე კომენტარი

6 Comments

  1. აი ყოჩაღ! 😀

    პასუხი
  2. კაი პოსტია, მომეწონა.

    პასუხი
  3. რა მაგარი იყო : ))

    პასუხი
  4. რა დრო იყოოო… :))))

    პასუხი
  5. აუ, მართლა რა კაი პოსტია! 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: