ბრძოლა გონებასთან

რადგან ჩემი დაღრძუებული სხეული, აგერ უკვე ხუთი თვეა არსად გადამითრევია დიდ მანძილზე, გონება სასტიკ სიგნალს იძლევა ყოველმხრივ. ის ხომ მიუჩვეველია ასეთ რეალობას. მისი სამყარო სხვა იყო, მუდამ გზაში, მანქანით, ფეხით, ავტობუსით, დიდი შემადგენლობით ან მარტო. რა აზრი ჰქონდა?! მთავარია, რომ ეს ყველაფერი ერთად თუ არა, იმ დღეს სურვილი მაინც იყო სადმე წასვლის, გაპარვის, გაქცევის და გეგმაც მზად იყო ყოველთვის. თან ეს გეგმა მუდამ მარტივი, ის უბრალოდ არ არსებობდა. 🙂 წამში მიღებული გადაწყვეტილება და მე უკვე გზაში ვარ, მანძილისა და დროის მიუხედავად! ახლა კი წამპალი რეალობა! სარკეში ჯოხიან, წუწუნა პენსიონერს ვხედავ, რომელსაც სახლიდან გასვლაც კი არ უნდა ზედმეტად. ქალქგარეთ წასვლაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არაა. ბოლოს დეკემბერში ვცდილობდი დამემტკიცებინა ჯიუტი გონებისთვის, რომ ეს შემიძლია. პრინციპში სხვა გამოსავალი არც მქონია, სოფელში ხომ არ დავრჩებოდი… ასე რომ მშვიდად ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსში და საათნახევრიანი გზა, რომელიც აქამდე მართლა ათასჯერ მაქვს გავლილი და დღეში რამდენჯერმეც კი, ყველაზე დამღლელი და საშინელი იყო მთელ ჩემს მგზავრობებს შორის! ეს იყო და ეს, მას შემდეგ აღარ მიცდია!
არ შეიძლება მთელი ცხოვრების საუკეთესო ჰობი, მისწრაფება ერთმა დღემ წაშალოს! ამიტომაც გადაირია გონება და მოსვენებას ვერ პოულობს. მას ისევ ძალიან სწყურია თავზეხელაღებული მოგზაურობები ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი სახსრებით. სხეულს კიდე დაიყოლიებ კაცი. გულს ვინ არ დაუჯერებს, მაგრამ გონება?! ჯიუტად არის ჩაფლული მწვანე, წებოვან, საზიზღარ მასაში და ექოს სახით ესმის ჩემი მხიარული შეძახილი ცხოვრებაზე. გაგონებაც არ უნდა არაფრის ასე ურჩევნია, გაყუჩებული იჯდეს იმ ნაგავში, სადაც არის და სამწუხაროდ მეც, მის გულსაც, მითანხმებს ამაზე ხშირად! მაშინ იშლება ყველა მისწრაფება ეკრანიდან. ყველა სურვილი, სიხარული, ვნება… არაფერი აღარ გვინდა ასეთ დროს, უბრალოდ ჩუმად ყოფნა… რადგან სამყაროს, სადაც მხოლოდ მოჩვენებები დაძრწიან და განათება მხოლოდ რუხი ფერისაა, არ უხდება ღრიანცელი. ერთადერთი წამალი კაიფია, სხვაგან გაფრენა, წარმოსახვით სამყაროში გადასვლა და უღალატო ნარკოტიკი-წიგნი. ეს გაყუჩებისას, მაგრამ მოგზაურობა ეს ხომ ცოცხალი რეალური სამყაროა სადაც ასეთი ნარკოტიკის გამოყენება სისულელე იქნებოდა, რადგან ნებისმიერი დეტალი რომელიც ჩვენსა და ,,ბ’’ პუნქტს შორის მდებარეობს, მაცდურად გარბის ხოლმე უკან და ამ გაქცეული სამყაროს დაკვირვება, გვანიჭებს ზუსტად სიამოვნებას. მოგზაურობისას უნდა იყოს სწორედ გონება ფხიზლად!
მახსოვს შარშან ბეშუმიდან წამოვედი… რამდენიმე კილომეტრი ფეხით ჩანთამოკიდებული, გოდერძის უღელტეხილზე გაფუჭებული წალკის ,,მარშუტკა’’ და მისი მგზავრების ჩვენს საცოდავ ,,მოკლე ფორდში’’ გადმობარგება მთელი ავლადიდებით… ალბათ ყველაზე ლამაზად ჩაწყობილი შპროტიც კი უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს თავის ვაკუუმში, ვიდრე ჩვენ ადიგენის დალეწილ გზაზე, მორყეულ მანქანაში. მიუხედავად სიცხისა, აუტანელი მტვრისა და ჩემს მხარზე მოთავსებული ახალქალაქელი სავსე ქალისა, მაინც გადავწყვიტე გზა დამეგრძელებინა და დიდი ვაი-ვაგლახისა და ცამეტი საათის მერე ჩამოვაღწიე თბილისში. მე ვიცოდი მაშინ, რომ თუკი ჩემი სხეული ცოცხალი იქნებოდა (არადა მკვდარი იყო) აუცილებლად მივიდოდი დაგვიანებით ძმაკაცის დაბადების დღეზე. რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში გონება ,,ჯანზე’’ იყო და ყოველი წამი მახსოვს იმ სუპერ მომქანცველი გზისა, რომელმაც მარჯანიშვილის მეტროში ესკალატორზე ამოსვლისას დაიწყო დაბინდვა და საწოლზე დანარცხებისას უბრალოდ სხეულს გაყვა უწონადობაში. ახლა კი… ახლა ყველაფერი პირიქითაა! სუსტი სხეული ითხოვს იმას რასაც გონება აქეთ უნდა ევედრებოდეს.
მეგობრებო ვიცი გამიგებთ ამ უაზრობებით გადატვირთულ პოსტს და ყურადღებას არ მიაქცევთ თითების მოუსვენარი მოძრაობის შედეგს! მე კი დედას ვუტირებ საკუთარ გონებას, მაინც მოვიყვან ძველ ჭკუაზე. მერე კი ისევ გავიხსენებთ დროს როცა სახლში კი არა, სახლიდან გავრბოდი!!!

Advertisements
დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. უბრალოდ გადაიღალე 🙂 მესმის შენი 🙂 ეხლა გინდა ახალი ზეთი და მატორი და მოხვალ ჭკუაზე 🙂 დიახაც! 😀 😀

    პასუხი
  2. გიორგი

     /  აპრილი 22, 2011

    ნელნელა ფორმაში ჩადგები 🙂

    პასუხი
  3. ვკითხულობდი პოსტს და საკუთარი თავი გაამხსენდა უახლოეს წარსულში 🙂 და ეს “უღალატო ნარკოტიკი-წიგნი” უდავოდ მასეა ..

    პასუხი
  4. “მეგობრებო ვიცი გამიგებთ ამ უაზრობებით გადატვირთულ პოსტს და ყურადღებას არ მიაქცევთ თითების მოუსვენარი მოძრაობის შედეგს! მე კი დედას ვუტირებ საკუთარ გონებას, მაინც მოვიყვან ძველ ჭკუაზე. მერე კი ისევ გავიხსენებთ დროს როცა სახლში კი არა, სახლიდან გავრბოდი!!! ”
    -ყველაფერი გავიგეთ,გვესმის შენი…დგება ხოლმე ასეთი მომენტი ცხოვრებაში,მაგრამ დამიჯერე შენ ყველაფერს შესძლებ!-მომწონს შენი აზრები და გთხოვ ნუ მოგვანატრებ თავს!

    პასუხი
  5. ამინდისდა მიუხედავად ამ მშვენიერ დილით გაიხარეთ ყველამ! 🙂 წარმატებულ დღეს გისურვებთ!!!

    პასუხი
  6. 🙂 აჰააა!.. 😀
    ამას რომ ნახავ, წესით უფრო კარგად იქნები და შესაბამისი პოსტები დამხვდეს რა 🙂 ეს ბრძანებაა!.. 😀 😛

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: