8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცოდი


ხომ არ მოგასვენებენ რაა! დაღლილი კაცი მოვიდა სამსახურიდან, ჩაი უნდა უშაქრო, ზის, ფიქრობს, სუნთქავს და ახლა რვა რამე დაწერეო! მოფიქრება არ გინდა?!
ნუ პირველი პრინციპში გვირილამ მოიფიქრა ჩემს მაგივრად და უბრალოდ მეც მივეწერები, რადგან მარცხენა-მარჯვენა მეც ძაან მეშლება და სერიოზულად ვუფიქრდები ხოლმე რომელი საით არის. ლუკ ბესონის ,,ტაქსი”-ში რომ არის მომენტი, ზამთრის ტრეკზე რომ ვერ არკვევეს მანუელი, საით იყუროს, მასე ვარ ხოლმე! 🙂

ვერ ვიტან გერკულესს და ხიზილალას, დანარჩენს ვფქვავ ვითარცა გოგიას წისქვილი!

რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს რომ მეგობრობის დღიურს ვავსებ და მალე დავიწყებ ,,რომელი ფერი მოგწონს?” ,,ახლა რა გაიფიქრე?” და ასეთების პასუხს 🙂 ხო ნუ ცოტა about me-საც გავს ეს ყველაფერი და კიდევ ვიტყვი, რომ სიჩქარე მიყვარს, მაგრამ თუ ვინმე მიზის გვერდზე, მეტწილად ვერიდები. ასე რომ ამას მაინც ვერ გაიგებთ ბოლომდე მართალია თუ არა! 

ეს წეღან არასათემო მასალებს იმიტომ ვჯღაბნიდი, რომ დრო გამეყვანა და მანამდე მომეფიქრებინა რა დამეწერა, როგორც ამას დიდი ძია სტალინი აკეთებდა, თავისი ჩიბუხის მეშვეობით… პრინციპში ზუსტად ამ წამსაც იგივეს ჩავდივარ ასე რომ შემდეგი რასაც კიდევ ვაღიარებ ისაა, რომ ორი კინკრიხო მაქვს და ასე რომ ჩემო მომავალო პირველო მეუღლევ! მოგმართავ შენ, იცოდე რომ ერთადერთი არ იქნები და მეორე ცოლიც მეყოლება! 🙂

ხოო, ეს როგორ გამომრჩა კაცო… ეს არსად არ მიწერია. ექსკლუზივი ჩემ შესახებ!!! მე ვეძებ მაღალანაზღაურებად სამსახურს! საიდუმლო იყო და მათქმევინეს, ჩემი ბრალი არაა!

მე ცაცია ვარ და მაშასადამე მე ვარ გენიოსი!
უკომენტაროდ….

მარტო წერაში და ბარვაში ვარ ცაცია და მაშასადამე წერაში და ბარვაში გენიოსი!

აჰა, ბოლო დარჩა მერვეი და აქვე დავსძენ რომა….. მმმმ…. ეეეს პოსტი ბიჯო არ მიიღოოთ სერიოზულადა! გორელი ვაარ წარმოშობითა და კი გვააქ ეგეთი კილოი მარა ყველაზე ალალი სასტავი ვაართ მთელ ამიერ კავკასიაში! შენა კიდე მხატვარო მიდი მოჰყევ აბა შენზე რამეი…

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

34 Comments

  1. შიო, კარგად გიწერია და მშვენიერ განწყობას “აფრქვევ”, მარა აქედან რა იყო ისეთი, რაც შენმა მკითხველმა არ იცოდა? 😀 მარტო ცაცია 😛
    ხო, გერკულესი და ხიზილალა არც მე მიყვარს, მარა დანარჩენს არ ვფქვავ მაინც 😀

    კაი ხო, ჩაგითვლი პოსტს, კი იმაიმუნე მარა მაინც 🙂

    პასუხი
  2. ყველაფერი ვიცოდი 😛 😀 პროსტა ძალიან საინტერესოდ გიწერია 😉

    პასუხი
  3. გაზაფხული

     /  აპრილი 20, 2011

    nu wer imitom, rom unda dawero. were mashin, roca es shen ginda.

    პასუხი
  4. საინტერესო პოსტი იყო 😀 კითხვით გავერთე, გავმხიარული და არ მინდოდა პოსტი დამთავრებულიყო 🙂 გორელების კილო წასაკითხათ მარტივია მოსამენად ურთულესი (ჩემის აზრით) 😀 კარგი თეგ თამაშია.

    პასუხი
  5. ისე ვიწუწუნე ჩემს ბოლო პოსტში არ მცალია ბლოგისთვის ჯერჯერობითმეთქი რომ არავინ არ მთაგავს 😀 😀 😀

    პასუხი
  6. 😀 ხალტურა! ხალხო მოგვატყუეს! რა იყო ეხლა რაც არ ვიცოდით?? ცაციას გარდა ყოვლისფერი ვიცოდი :))) მაინც, კარგი წასაკითხი გამოდგა ხო იცი :)))

    პასუხი
  7. მეც ცაცია ვარ :დ აი ნახე მარტო არ ხარ უკვე ორი გენიოსი ვყავს ბლოგოსფეროს

    პასუხი
  8. ”სიჩქარე მიყვარს, მაგრამ თუ ვინმე მიზის გვერდზე, მეტწილად ვერიდები” მითუმეტეს, როცა ბალუ გიზის გვედით 😀 😀

    პასუხი
  9. გიორგი

     /  აპრილი 20, 2011

    ისე, შიო, მარჯვენა და მარცხენა მეც მერევა 🙂

    პასუხი
  10. მომეწონა ძალიან ^_^

    პასუხი
  11. ..::TaaT::..

     /  აპრილი 30, 2011

    Huuh… Yvelaperi ki vicodi magram ise sayvarlad giweria ro ar shemedzlo komentari ar damewera… 🙂 😛

    Gooorelobai dzaaan gixdeba… 😀

    პასუხი
  12. რა სისაინტერესოება იყო.. ^^
    შიკო, ან შიო.. რავიცი..
    რაღაც სულ აღარ ვკითხულობ შენს ბლოგს, რისი ბრალია?
    ოჰ, ეს ვორდპრესი..
    აღარ მიგდებს ვინ დაწერა ახალი პოსტი.. : სსს

    პასუხი
    • შიო… 🙂 პრინციპში როგორც გაგიხარდება. რახან ეს დაწერე ესეიგი კითხულობ მაინც 😉

      პასუხი
  13. ამის მერე უნდა ბოლომდე მიეყრდნო საზურგეს და დააყოლო:
    გაასწორა!
    :დ

    პასუხი
  14. virtualomani

     /  ივნისი 15, 2011

    მე არაფერიც არ ვიცოდიი.. თუ მე არ ვითვლებიი?? 😀 😀

    პასუხი
  15. არადა ძაან ევრი გეწერია უკვე… 🙂

    პასუხი
  16. virtualomani

     /  ივნისი 15, 2011

    რავიცი აბა, ყველა ბლოგერს თავისი მკითხველი ყავს ხომ იცი.. თუ ოდნავ მაინც მოგწონს ჩემი პოსტები, მაშინ კარგი უნდა იყოს, თუ არა და ცუდი მაშინ.. მე კიდე იმას ვერ მივმხდარვარ ჩემთვისაა ცუდი თუ შენთვის.. 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: