რა სასაცილოდ გეძინა გუბეში გახსოვს?! :)

არაფერი ჯობია დილაადრიან (რაღა დროს დილაა, მაგრამ მაინც…) მეგობართან გულითად საუბარს! ოღონდ ისეთს, მხიარულს, როცა პრობლემები გვერდძე გადაგაქ, ივიწყებ და მხოლოდ დადებითი ენერგია მოდის, დიალოგის საერთო თემა, ლამაზი მომენტების გახსენება და ხუმრობაა!

ეს ყველაფერი ალბათ მილიონჯერ გაქვთ უკვე მონაყოლი და გაგონილიც! ძალიან მკაფიოდ გახსოვთ თავს დატყდარი სასცილო ისტორია, მაგრამ მაინც იხსენებთ თავიდან. გარეშე თვალმა შეიძლება ამრეზითაც კი შემოგხედოთ, მერამდენედ ღადაობენ ამ ხუმრობაზეო, მაგრამ თქვენ მაინც გეცინებათ, იმიტომ რომ ეს თქვენი ხუმრობაა. სამეგობროს ხუმრობა, რომელიც ალბათ 20 წლის მერე საერთოდ აღარ იქნება მოდაში და შეიძლება დავიწყებასაც მიეცეს, მაგრამ თუ ერთ-ერთს მაინც გაახსენდება, ისევ ისეთივე მხიარულებას გამოიწვევს თქვენს გულებში.

შეიძლება ითქვას მოხარშულს იცნობთ ერთმანეთს უკვე, ამდენი წლის მეგობრობა და ურთიერთობა გაკავშირებთ, მაგრამ ყოველ წამს კიდევ რაღაც ახალს პოულობთ ერთმანეთში და გიხარიათ, რომ თქვენი მეგობარი ამოუწურავი ოკეანეა, რომელშიც ამ წვიმიან მელანქოლიურ დილას გადაეშვით და იქიდან მხიარური და ლაღი ამოდიხართ. ეს ამინდი კი უკვე ლონდონის წვიმა აღარაა, ეს იამაიკის სანაპიროზე გადმოცვენილი წვეთებია ციდან!

ეჭვიანობა ცუდი რამეაო, მაგრამ აბა როგორ არ დაგჩხვლიტავს გულში როცა ასეთ მოსაუბრეს გართმევს თავხედი ცხოვრების რიტმი. იქ სამსახურიო, შეხვედრაო, ვიღაც გირეკავს და უნდა გახვიდე… ცოტა ეგოიზმისკენაა მიდრეკილება, მაგრამ ეს ყველაფერიც ცხოვრების ნაწილია. იმიტომ ვშორდებით ერთმანეთს, რომ ამ უბრალო მეგობრული საუბრით დაგროვილი მხიარული, დადებითი ენერგია, ცუდ უფროსებს, ,,ჩანთიან ბებოებს,’’ ქუჩებში საცობებს მივახარჯოთ და მერე ისევ დავსხდეთ ჭიქა უშაქრო ჩაისთან ძველი ხუმრობების გასახსენებლად და ყველაფერი ცუდი ერთმანეთს დაუნდობლად ვახალოთ სახეებში, რათა ასჯერ კარგი ემოციებით დავიტვირთოთ ისევ!
ისევ ცხოვრების რიტმი და მისი ცვლილება ასაკთან ერთად, თორემ ვის არ მიგიცილებიათ სახლამდე დილიდან სკოლაში თქვენს გვერდით მყოფი მეგობარი და სადარბაზოსთან მაინც ერთი საათი დამდგარხართ, თითქოს საუკუნეა არ გენახოთ. მე ასეთი რამეები გამოვიარე და ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ არ მარგუნდა ისეთი ბავშვობა და მოზარდობაც, როგორიც მაგალითად ,,გიორგის” ჰქონდა… გულწრფელად მეცოდებოდა სულ და ვცდილობდი კონტაქტში შესვლას, მაგრამ ის მარტო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათ კლასელთან იჯდა შვიდი წელი, მაინც სულ მარტო იყო სკოლაშიც, სახლშიც და ვფიქრობ ოჯახშიც…
მეგობარი, რომელიც დაგელაპარაკება არც ბლოგია, არც დღიური და არც ექიმი, ის გაცილებით მეტია! ამიტომ ცხოვრებაში თუ გაგიმართლა და ასეთი ადამიანი იპოვე არ გეპატიება მისი დაკარგვა. ამისათვის კი საჭიროა იყო ის რაც ხარ, არ ითამაშო ცალკე და იყო ერთი სხეულის ნაწილი, რომელსაც სამეგობრო ქვია!

ყველას გისურვებთ ამაღლებულ განწყობას და რაც მთავარია, იმ ადამიანების სიმრავლეს გარშემო, რომლებიც ამ განწყობას აუნგაროდ გადმოგცემენ მუდამ.

Advertisements
დატოვე კომენტარი

11 Comments

  1. “ამისათვის კი საჭიროა იყო ის რაც ხარ, არ ითამაშო ცალკე და იყო ერთი სხეულის ნაწილი, რომელსაც სამეგობრო ქვია!” – დამბურძგლა 😀

    პასუხი
  2. -მომწონს შენი ნაწერი,კარგად წერ…(ისე,რას ჩაცივდი ამ “ჩანთიან ბებოებს?”,რომ იცოდე წლები მხოლოდ სიბრძნეს მატებს ადამიანს,თორემ გული მარად ახალგაზრდაა…თუ,არ მიწყენ ამ ლექსს დავამატებ,იცი მერე უფრო ტკბება მეგობრობა,როცა წლები ემატება.
    თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
    სხვისთვის გამინდვია გულში რაც მითქვია,
    რად არ ბრუნდებიან ის წასული წლები.

    თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
    თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

    ისევ მიდის დღენი, ისევ მიდის წლები,
    მახსენდება ახლად სიყრმის მეგობრები,
    ვხედავ გზად მიდიან, ნეტავ სად მიდიამ?
    თან წაიღეს საგზლად გულში რაც მითქვია.

    თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
    თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

    ნეტავ კიდევ ერთხელ, ხელჩაკიდებული,
    ცაში აგვაფრინა როგორც თეთრი მტრედი,
    ახლად დაგვანახა თოვლიანი მთები,
    ხელგადახვეული სიყრმის მეგობრები.

    თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
    თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

    ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
    (ლიპარტელიანი)

    პასუხი
  3. me var bednieri, rom myavs aseti megobari, aiii zustad iseti, rogoric aq agwere.. 🙂 ertgul megobrebs gisurveb, cxovrebis bolomde rom gagyvebian :))))))))

    პასუხი
  4. გიორგი

     /  აპრილი 18, 2011

    postis satauri ragacas maxsenebs :D:D:D

    პასუხი
  5. გაიხარეთ ყველამ! ბალუ შენ არა!!! 🙂

    პასუხი
  6. შეხედე შენ!.. 😀 სახლთან მიცილების ამბავი მომეწონა, ასეთი თითქოს უმნიშვნელო დეტალები მერე დიდ მნიშვნელობას იძენს ხოლმე. მე მაგალითად, მეგობარი მაცილებდა, მერე მე ვაცილებდი, მერე კიდე თვითონ და ასე გრძელდებოდა, სანამ რომელიმეს მშობელი არ იკივლებდა 😀 ნამეტანი კაი შიო, მიხარია ფრიად. მეც მყავს ორი ცალი მასეთი მეგობარი, ერთი დამეკარგა “გზაში” 😦 ხოდა, ამ ორ მეგობარს ვნახავ ორ დღეში და ისე მიხარია, ვერ გამოვთქვამ. რაღაც მაკლია ჩემს გვერდით რომ არ არიან, ძალიან მაკლია თან.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: