მინდოდა გამოვსულიყავი….

არ მომასვენესთქო ვერ ვიტყვი, რა ძალა მადგა?! მე თვითონ არ მოვასვენე ჩემი თავი. წადი რა დაწექი დაიძინე, ხვალ რვის ნახევარზე ასადგომი ხარ. მომინდომა აქ მწერლობა! ჩემი ბრალია მოკლედ და თეამ და გვირილამაც დამიმატეს, ხალხის სულებში ჩავიხედოთ, რისი ნიჭი ჰქონდათო ქვეცნობიერად! აბა სად უნდა ჩავიხედო ეხლა მე, თუ ჯერ საკუთარ თავს არ ჩავხედე იქნებ რამე დავინახო შიგ! ვზივარ ახლა და ვიხსენებ, რა მინდოდა ბავშვობაში? პრინციპში ბევრი რამე მინდოდა და ახლაც მინდა აბა სხვანაირად რაფერ იქნებოდა…

ალბათ ბავშვის ოცნება მაინც მეტწილად ისევ ოცნებაა მხოლოდ. გაუაზრებელი და ფარატინა ფიქრად მოსული. დიდი ექსტრიმისტი არასოდეს ვყოფილვარ და ცხოვრებისეულად კი მქონდა გადაწყვეტილი არქეოლოგობა! სიდან? სიდან ამხელა ამბიციები? ახლაღა ვეკითხები საკუთარ თავს! თუმცა ალბათ ერთადერთი მიზეზი სათავგადასავლო და ისტორიული რომანების მთელი დასტაა, რომელიც საკმაოდ დიდი დოზით მქონდა შეწოვილი იმ დროისთვის! მიწისგან შორსაც არასოდეს ვყოფილვარ ასე რომ მისი თხრა და ჩიჩქვნაც არ მეთაკილებოდა და მზად ვიყავი შლიმანის გზა მეორედ გამევლო! მით უმეტეს ამ ყველაფერს თან სდევდა უამრავი მოგზაურობა ქვეყნიერების ყველაზე ეგზოტიკურ ადგილებში! მერე ცოტა წამოვიზარდე, ოცნებებმა ფერი გაიმუქეს… ყველა არქეოლოგიურ ექსპედიციას, წიგნებში თუ ფილმებში ჭირდებოდა სპონსორი და ყოველთვის ძნელი საშოვნელი იყო. როცა ყველა ეს ისტორია მაშინდელ რეალობას დავადე ზემოდან და გავაშუქე, აბა რა უნდა მიმეღო? კელტების უძველესი ქალაქების აღმოსაჩენად გამზადებული ჯგუფი ელის დაფინანსებას და ამ დროს რა ხდება ქვეყანაში? უშუქობა, უგზოობა, შიმშილის საოცარი დონე, ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ სიტყვაა და მეტი არაფერი მსგავსი არ არსებობს… კიდევ უამრავი ასეთი ფაქტორი, რომლების ჩამოთვლასაც არ დავიწყებ იმიტომ რომ ყველას მოგეხსენებათ რა იყო საქართველოში თხუთმეტი წლის წინ!
რეალობის შეგრძნების მატებასთან ერთად ჩემი მომავალი პროფესიაც კარგავდა ფერს სანამ გამჭირვალე ტკბილ მოგონებად არ დარჩა სამუდამოდ. მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა და საკამოდ სწრაფადაც. ქიმიკოსიბიდან დაწყებული რალის მრბოლელით დამთავრებული ყველა ჩემი პროფესია იყო, ერთადერთი რაც ყოველთვის ვიცოდი პატარაობიდან, ის იყო, რომ ექიმი არასოდეს დადგებოდა ჩემგან და ამის არანაირი სურვილიც არ მქონია! ბოლოს კი წარმატებული ეკონომისტიდან მანქანათმშენებლობის ინჟინერად გადავკეთდი! შემიძლია ჩემ თავს უნივერსალური ,,სპეციალისტი’’ ვუწოდო… 🙂
ზოგი მხატვარი გამოვა, ზოგიც მფრინავი, მაგრამ ყველას გექნებოდათ ბავშვობის ოცნება პროფესიულ სფეროში და ზოგმა ალბათ აისრულა კიდეც ის. ასე რომ აქსიომ, ჯესი და ქეთუსი ველით პოსტებს…

 

Advertisements
დატოვე კომენტარი

13 Comments

  1. 😀 კარგი პოსტი გამოვიდა 🙂 არქეოლოგობა მეც მინდოდა, აუ გამომრჩა 😦 მეც წიგნების გავლენით :))) უნივერსალი და მრავალპროფილიანი ხარ რა გინდა 🙂 😀 😀 nuuuuuuuuuuuuu 😀 ისე, ამ საქათველოშ სადაც არ უნდა ამოთხარო რამეს წააწყდები და რავიცი, გეცადა??? :)))))))))))))))))))

    პასუხი
    • არა მე უკვე მოვხუცდი მაგ საქმისთვის აწი ახალგაზრდების ჯერია, მათია მომავალი! 😀

      პასუხი
      • ბურთი და მოედანი დაგითმია ხო?? 😀 ეეჰ, შენს ასაკში სადღა შეგიძლია…. თუ კაია იმათმა ჩიჩქნონ მიწა ფუნჯებით :)))) 😀

        პასუხი
  2. არქეოლოგობამ სასიამოვნოდ გამაოცა, ყოჩაღ შენ. ქიმიაც ასევე 🙂
    რალის რა მოგახსენო, კი იცი ჩემი დამოკიდებულება მანქანებისადმი 😀
    ხოდა, წადი ახლა და დაიძინე ბოლოსდაბოლოს, რა მწერლობა აგივარდა? 😀 😀

    (ხომ ვიცი რომ უკვე გძინავს, მარა დილით მოგეშლება ნერვები :-P)

    პასუხი
  3. მომეწონა ლამაზი პოსტია, ბავშვობა გამახსენდა.მადლობა დათაგვისთვის, აუცილებლად დავწერ. 🙂

    პასუხი
  4. გიორგი

     /  აპრილი 12, 2011

    ისე, შიო, ბავშვობაში მრბოლელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ რომ გავიზარდე, სამწუხარო რეალობა აღმოვაჩინე, სიჩქარის მეშინია!!! 😦 ასე რომ, მემგონი მე მართვის მოწმობასაც არ ავიღებ. :)))

    პასუხი
  5. აიღებ აბა სად წახვალ ზუსტად მაგ დროისთვის ელექტრომობილები შემოვა და საშენოა 😉

    პასუხი
  6. გიორგი

     /  აპრილი 12, 2011

    ისე ჰიბრიდზე უკვე ვფიქრობ :)))

    პასუხი
  7. ვაიი :))) შემთვევით შემოვედი და დათგული დამხვდა თავი :))) შიო აუცილებლად დავწერ 🙂 ცოტა მოგვიანებით მაგრამ დავწერ 🙂

    პასუხი
  8. სად დაიკარგე? მ?

    პასუხი
  9. მოველოდი… 🙂 სინამდვილეში სულ აქ ვარ, აი ახლა თუნდაც. გაკვირდებით და არაფწრს გთავაზობთ. გამოვასწორებ პირობას ვიძლევი 😀

    პასუხი
  10. ნუ ზარმაცობ შიო!!! (წარბაწეულისმაილი)

    პასუხი
  1. პატარა ფსიქოპატის ნანატრი პროფესიები… « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპატი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: