კიდევ კარგი გოგო არ ვარ!!!


ღამესა ამას ბნელსა მუნ უსაქმურობითა და წერის წყურვილებითა დაღლილი დავჯექ სავარძელსა ამასა შიდა და მოვიდა იგი, ყვავილი რომელსა სახელად გვირილა რქმეოდა და შემომთავაზა მან დაწერაი პოსტისა ამისა!
ეს გრიგოლ ხანძთელის დროა, ახლა კი მეოცდაერთე საუკუნეა და აღარც გრამატიკას ენიჭება დიდი მნიშვნელობა და აღარც სქესს! ყველაფერი მარტივადაა, ვწეროთ და ვილაპარაკოთ გასაგებად და სქესი კი გავიზარდოთ და მერე ავირჩიოთ , ვითარცა მერი ქარელისა!
გავიზარდე კიდეც და სქესის არჩევაც არ დამჭირდა, რაც ვარ ის ვარ! ანდა სად მეცალა ამისთვის, რომ სქესები მერჩია?! აქეთ ომი, იქით უშუქობა, შიმშილი და კომუნიზმი… ასე თუ ისე კაცი დავიბადე და კაცად დავრჩი. არც ვაპირებ რამის ცვლილებას და ან ძალიანაც რომ მომინდეს ვერანაირად ვერ გამოვა ეგ საქმე, მე ხომ საოცრად მეშინია ქალის ცხოვრების!
წავალ ტყეში დავიკარგები, მაღაროში ვიმუშავებ, ჩანჩქერიდან გადმოვხტები და ყოველ დღე საჭმელს კი ვერ დავამზადებ! გინდა სარეცხი და ჭურჭელი ავიღოთ ეს ხომ მონური შრომაა. აუფ რამ დამავიწყა ყველაზე საშინელება, მშობიარობა! თავისი წინარე და პოსტ პერიოდებით! ამის გადატანა გვერდიდანაც კი ძნელია და მე რომ მთავარ როლში ვიყო, გამორიცხულია! 
საკითხი სერიიდან ,,ყოველდღიურობა”: ლიფი!!! რენესანსის ხანაზე საერთოდ ხმას არ ვიღებ, მაგრამ კორსეტის გადმონაშთის ტარება აზღუდის სახით ასევე დიდი მაზოხისტობისა და გმირობის ტოლფასია ჩემთვის! გაუმართლათ პატარამკერდიან გოგოებს, მაგრამ ბუნება მრავალფეროვანია და ზოგი აშკარად დაჩაგრული გამოდის!
ოცდამეერთე ისევ მძვინვარებს და ტანსაცმელიც, სტილიც არჩევანზეა, მაგრამ ქალი ქალად რჩება და ყველაზე თავისუფალი და ,,კეტებიანი” გოგოც კი იყურება სარკეში ერთხელ მაინც. ეს აუცილებელიცაა რომ მან საზოგადო სახელი, ,,ქალი” არ დაკარგოს! გინდა არ გინდა ყოველი პატარა მოძრაობის წინ 5-10 წუთი (თუ ერთი საათი არა) მაინც უნდა დაუთმო თავს, დაფიქრდე კარგად რა ჩაიცვა და ა.შ. დამეთანხმებით ამ სრულიად უწყინარ პროცედურებს განუზომელი რაოდენობის დრო და ენერგია მიაქვს, რაც ასევე დაუშვებელია ჩემთვის!
ბატონმა ბიჭოლამ კი შემოგვთავაზა მამაკაცებს თავისუფლების ,,ბოლო კივილი”, ქუსლები, მაგრამ ესეც შეგვიძლია მივაბათ ღრუბელისა და რკინებისაგან დამზადებულ მოაჯირს ჩვენსა და ცოცხალ ძუძუს შორის და ასევე ქალების სატანჯავ სკივრში მოვათავსოთ! 
ყოველდღიურობამ უკვე დამღალა და პერიოდს გავზრდი თქვენის ნებვართვით… ამას წინ ზღვაზე ვისვენებდი და მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღე პლიაჟზე მომიწია გდებამ რაც საერთოდ არ შემეფერება ხოლმე. მეზობლად შეზლონგზე 2 გოგო გავიცანით და მეორე დღესაც წავისაუბრეთ უფრო ახლოს! ამინდი გადასარევი იყო, ზღვა ხანდახან გამაღიზიანებლად ცხელიც კი და მესამე დღეს ერთ-ერთმა მათგანმა უსასტიკესი უარი განაცხადა წყალში ჩამოსვლაზე, არადა იხრუკებოდა ორმოც გრადუს სიცხეში. დაჟინებულ თხოვნებზე ავად ვარო მოიგონა ჯერ და მერე ალერგია დაიბრალა კიდე თუმცა მიზეზი ისეთივე ნათელი იყო, როგორც მისი მომდევნო რამდენიმე უძილო ღამე სასტიკი დამწვრობის გამო! კრიტიკული დღეები, ეს ის ბოლო პიკია სადაც ამ პოსტს გავწყვეტ, თორემ უკვე სერიოზულად დავიგრუზე და სასწრაფოდ უნდა მივიღო რეგის ძლიერი დოზა! გაძლება მოგცეთ ღმერთმა ქალებო, უსინდისოდ გეძახით სუსტ სქესს ან ეს მხოლოდ ინტრიგაა! ასეა თუ ისე, მაგრები ხართ და თან ძალიან მაგრები, ისეთები, ჩვენ კაცები რომ ვერასოდეს გავხდებით და ღმერთმა დაგვიფაროს კიდეც ამისგან! 🙂

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

24 Comments

  1. შიო, გადავბჟირდი 😀 შენს პოსტს გავატანე მთელი დღის დებილი განწყობა. მე იუმორი ნაკლებად გამომივიდა, სწორედ ამ დებილი განწყობის გამო, მარა შენი პოსტის გამო ღირდა მარტო ეს წამოწყება. უმაგრესია, მართლა. მშვენივრად მოირგე ქალის ტყავი და თან გამოჩნდა როგორია მამაკაცის თვალით დანახული ქალი 🙂
    ნუ, ახლა, ბოლო ფრაზებიც რომ განსაკუთრებით მომეწონა, ამას აღარც უნდა ლაპარაკი.

    პასუხი
  2. ნათია

     /  აპრილი 9, 2011

    ვაიმეე, რა კარგი რამეა! 😀 😀 ვიხალისე და თან არც ვიხალისე, მახსენდებოდა თან რომ მეც გოგო ვარ და ეს რამე-რუმეები მაწუხებს 😀 😀

    პასუხი
    • ანუ ბიჭობა გირჩევნია?! ხი ხი ხი 🙂 გვირილას პოსტი ნახე და დამშვიდდები 😉

      პასუხი
      • ნათია

         /  აპრილი 9, 2011

        გვირილას პოსტში რაც ჩამოთვლილია ეგ ზედაპირული პრობლემებია რაც ბიჭებს აქვთ, მათი ცხოვრების სირთულე, ქალების ცხოვრების სირთულესთან შედარებით, გაცილებით ღრმაა, ვიდრე იქ ჩამოთვლილი მიზეზები, რის გამოც არ ღირს ბიჭად ყოფნა.

        ბევრ სულელ გოგოს და მათ თავდაჯერებულობას, პაემანზე ლოდინს, სუნამოების კოლექციას, მამასთან უხერხულ საუბარს, თვეში ერთხელ დათრობას და ა.შ. როგორმე აიტანს კაცი, ადვილია, მაგრამ რაც შენ ჩამოთვალე აქ, ესენი გაცილებით რთულად ასატანები მგონია მე.

        ჩემი აზრით ბიჭად ყოფნა იმიტომ არის რთული რომ მას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ცხოვრებაში ოჯახის შექმნის დროს, მას უნდა ჰქონდეს სახლი (საქართველოში ასეა ნუ) 🙂 ), უნდა ჰქონდეს შემოსავალი, უნდა შეეძლოს უზრუნველყოს ოჯახი და მაშინ, როდესაც ცოლი ბავშვებს უვლის და ნასკებს რეცხავს, ქმარი სამსახურში უნდა იყოს და თუ ეს სამსახური თუ დაკარგა ჰო მორჩა, ეს საშინელებაა. ქალი გადაიტანს უსამსახურობას, დიასახლისობასაც მშვენივრად მოირგებს, მაგრამ უმუშევარი კაცი თავს ცუდად გრძნობს, არასრულყოფილად ალბათ… მოკლედ ეს რთული საკითხია, ამაზე ბევრის დაწერა შეიძლება… მართალია ისიც, რომ ქალისთვის ბავშვების აღზრდა რთული და საპასუხისმგებლოა, მაგრამ სამაგიეროდ ის თავის შვილებთან გაცილებით მეტ დროს ატარებს ვიდრე მამა, ეს ძირიოთადად ასეა, ამიტომ მერე შვილებს დედები უფრო უყვართ ხოლმე ვიდრე მამები და ეს ფაქტორი კაცისთვის ძალიან საშინელი უნდა იყოს მგონი, ქალი გმირია, ზრდის შვილებს, არავინ ხედავს რის გაკეთება უწევს კაცს რომ არჩინოს ოჯახი…

        მოკლედ, ბევრი რამის თქმა შემიძლია კიდევ, ძალიან დიიდ კომენტარი გამომივიდა ისედაც, აქ ვერ დავტევ სულ, რისი თქმაც მინდა…

        პასუხი
  3. ვაიმეეეე რა მაგარი პოსტია შიო! :))))) თურმე რა რთულია ქალობა ხო?????? 😀 ძალიან მომეწონა, კარგად გამოგივიდა, განსაკუთრებით დაბოლოება 😛

    პასუხი
  4. რთულია მაშ! სამაგიეროდ გოგოები ქარაფშუტები ხართ და მთელი ცხოვრების დინჯი გადახარშვა ტვინში ჩვენ გვიწევს კაცებს! 🙂 ამიტომაც გვეკუთვნის ნასკის გახდა, ტაშტში ფეხების ჩაყოფა და ლუდი თავისთავად! 😀 😀 😀

    პასუხი
  5. ვაიმე რამდენი ვიცინე:დ საერთოდ კი ყველაფერი შეჩვევაზეა:)

    პასუხი
  6. Dzalian saxalisoa, like like like :* 😀
    Magram 40 gradusshi plajze gashxlartva sxva temaa saertod 😀

    პასუხი
  7. კი და წარმოიდგინე მაინც არ წავიდა სახლში რამეთუ მეგობარმა ჩემზე მეტი ზაგარი არ მიიღოსო არადა აშკარად კვდებოდა და არ ნებდებოდა! :)))

    პასუხი
  8. :bravobravobravo:
    ai, uzeesi posti..
    axlac cudad var..
    vaime, ramdeni vicine..
    muceli amtkivda.
    :bravooo:
    😀

    პასუხი
  9. გიორგი

     /  აპრილი 9, 2011

    კიდევ კაი ბიჭი ვარ!!!

    პასუხი
  10. გიორგი

     /  აპრილი 9, 2011

    რაც შეეხება “დახრუკვას”- ქობულეთში დღის განმავლობაში მწვადის სუნი ორჯერ დგება ქალაქში 3-დან 5 საათამდე და 8 საათის მერე!!! :D:D:D

    პასუხი
  11. უი, თქვენ რა გითხარით 🙂 🙂 კარგად კი მაცინე..:)

    პასუხი
  12. კარგი იყოო :)))) ბოლო ორი წინადადება განსაკუთრებით მომეწონა 😀

    პასუხი
  13. ღრუბელისა და რკინისაგან დამზადებული მოაჯირი :):):)

    პასუხი
    • ღრუბელს რა უჭირს კიდე, ციგნებთან 2 ლარად და ქართველებთან 7-ად რომ იყიდება პოლიეთილენის ლიფი! ეს ხომ სადიზმის უმაღლესი დონეა!!! 🙂

      პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: