ვე.ვე.ვე.თანაკლასელები.რუ

იყო დრო, როცა პულტიანი ტელევიზორები გვიკვირდა და მერე ის, რომ მეცხრე ბლოკის გამო შუქი აღარ ითიშებოდა… ეს უკვე ის დროა როცა სერიალებზე შევჯექით და პრინციპში დემოკრატიისკენაც იყო ნაბიჯი იმიტომ, რომ ნელ-ნელა ქრებოდა მონოპოლიზმი და მონარქი ,,სანტა ბარბარა” ვეღარ ებრძოდა ლათინოს ახალგაზრდებს, რომლებმაც აგვღზარდეს და დაგვანახეს რა არის გვარების ნამდვილი ბრძოლა! ხუანი საოცარი იყო მაშინ, მაგრამ კიდევ უფრო საოცრად წინ წაიწია სარეკლამო ბიზნესმაც, რომელსაც დიდიან-პატარიანად ყველა კასანდრას ცეკვაზე არანაკლები ინტერესით ვადევნებდით თვალს და ყველას გვახსოვს ბანკის რეკლამა, კაცი, რომელმაც ლექსიკონში ახალი ქართული სიტყვა იპოვა ,,ქართუ”… მოკლედ ძალიან გადავვარდი წარსულში, ამ სიტყვას არც ლექსიკონი დაჭირვებია და არც სატელევიზიო რეკლამა. იგი უბრალოდ მოვიდა, დაგვაცხრა, მოგვეტმასნა და ჩვენი ნაწილი გახდა… ოდნო! საოცრად ჟღერს ხომ? არა? აბა დააკვირდით, ოდნო! მარტივი, ნაზი, თოთო ბავშვსაც კი არ გაუჭირდება მისი წარმოთმა, უბრალოდ ეს ალბათ იმიტომ არ ხდება რომ დემოკრატია ჯერ არ ყვავის და ,,აბეზალოვკაა” პირველი სიტყვა იყოს დედა! არადა გარკვეულ წილად რატომაც არ შეიძლება? ზოგი ბავშვის დედ-მამაც ხომ ოდნოზე აკეთებდა მას? ანუ ლოგიკურად ,,ოდნო” მშობელზე მატად უნდა უყვარდეს იმიტომ, რომ რომ არა იგი, დედამისი ალბათ სადმე ბალი-ჩატში ან რამე-ჩატში ,,იმოღვაწევებდა” და დამეთანხმებით რომ მათი ეფექტი გაცილებით ნაკლებია! ალბათ მომიტევებთ ცოტა ირონიას და კრიტიკას, რა თქმა უნდა კარგიც კეთდება, რამდენმა იპოვა თავისი ნაცნობი რომელიც საერთოდ დაკარგული ეგონა. ბევრი რაღაც სასარგებლოსაც აკეთებს, ქველმომედება თუნდაც, ასე თუ ისე სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია, ზოგი რაღაც ჯგუფებს ხსნის საინტერესო თემებზე დაობენ, აქვეყნებენ…. მაგრამ!!! მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ? მთელი ამ მასის 95%??? ჩვენ ვიღვიძებთ ვრთავთ კომპს, რომელსაც ძლივს ჩაეძინა და შევცქერით სტაფილოსფერ ფონს, ვათვალიერებთ! ვათვალიერებთ! კიდევ ვათვალირებთ იმას რაც არ დევს გამოფენებზე, მუზეუმებში, თეატრებში. ხოო თქვენ ვარ ნახავთ მაგალითად გასული წლის საუკეთესო ,,ოდნო-კომენტარებს” მუზეუმში ეს ფაქტია! მოვრჩით, წავიკითხეთ, გავიგეთ სად? რატომ? რისთვის იყიდა ანუკიმ ეს მაიკა და გული ბოღმით აგვევსო რომ ანგარიშზე ფასიანი სმაილები დაგვიმთავრდა და სათანადო კომენტარს ვერ დავწერთ. არ ვღონდებით იმიტომ რომ ჩვენ შევალთ ნებისმიერ ,,გრუპა”-ში და გადმოვიკოპირებთ ვიღაცის ლექსს ან ჩანაწერს ისე რომ არც წავიკითხავთ ნორმალურად სამაგიეროდ ამაზეც კომენტარების ზღვას მივიღებთ… ვაიმე რა სიტყვებიააა!!!! საოცრებააა! მაგარი ხაააარ! რაღაც მომწყინდა ეს ყველაფერი, რაღაც ახალი მინდა, წავალ ოდნოსთვის ეფექტურ სურათს გადავიღებ! ეს ძალიან საპასუხისმგებლო ფაქტია. ახალი ფოტო-ახალი კომენტარები! ყველას უნდა მოეწონოს! როცა ციებ-ცხელება ჩაქრება თავზე წავაწერ: ,,by nanukiii” და ისევ ზღვა კომენტარები ნანუკის საოცარი ნიჭისა და ჩემი ფოტოგენურობის შესახებ! ცალკე თემაა ფორუმი! როგორ წავბილწეთ ეს ძველისძველი სიტყვა… ადგილი სადაც უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, გაზიარება კამათი, შეთანხმება, გადაქცეულია მოპარული ლექსების და ნახატების საწყობად, რომლებზეც ავტორმა ვინ იცის რამდენი საათი იწვალა და ჩვენ ასე უგულოდ მივითვისეთ და სამაგიეროდ ,,+” დავიწერეთ ფორუმის პატრონის თვალში. წინასწარ ვგრძნობ ამ თემის გამოხმაურებებს და მოწონებას არც ველოდები. თუნდაც იმიტომ რომ მეც www-ნარკომანი ვარ და ჩემი ლეპტოპის დილის მისალმებაც გაწითლებული notifications-ით იწყება Facebook-ში, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა! მე არ ვიყენებ საიტს უკიდურესი მდგომარეობის გარდა, რომელსაც აფხაზეთი როგორც ქვეყანა აქვს მითითებული!!! მე არ ვიყენებ საიტს რომელიც მეგობრისთვის ელექტრონულ გაღიმებაში სადაც სულის ნასახი არაა ფულს მთხოვს!!! არ ვიყენებ საიტს, სადაც მით მაგრად მიყვარს მეგობრები, გარე თვალისთვის, რაც უფრო დიდი ჯიბე მაქვს და შემიძლია სხვაზე მეტი და მაგარი ანიმირებული, ფასიანი, კომენტარი დავუწერო! რაც მთავარია, მე არ ვიყენებ ჩემს კლასელებს, მე მათ უბრალოდ პატივს ვცემ! კიდევ ერთხელ ბოდიში მათ ვისაც ეს სისულელე დააინტერესებს და მის წაკითხვაში დროს დაკარგავს! არ მიიღოთ პირადულად ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია ჩემივე სუბიექტზე! 🙂 მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, რა გაგიხარდებოდათ მეგობრისგან დაწერილი ფასიანი კომენტარი (რომელიც ისედაც შეიძლება ლამაზად დაწერო) თუ იმ 5 ლარად ბუკუნისტებში ნაყიდი გაცრეცილი კაი წიგნი, რომელშიც იმდენი კომენტარის ,,მოპარვა” შეიძლება რომ ნახევარი წელი ვერ დაწერ?

Advertisements
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

7 Comments

  1. დღეს ეტყობა რადიაციული დღეა 😀 , მეც რაღაც მაგ ტიპის პოსტი დავწერე დღეს და facebook-ს გავუბრაზდი 😀

    პასუხი
  2. ბუკინისტების გახსენებაზე წიგნები მომინდა:( ბოდიში მიღებულია, მაგრამ საერთოდ მართალი ხარ:) უბრალოდ მარაზმი იცი რა არის? ასე ფიქრობს ძალიან, ძალიან ბევრი, მაგრამ რაღაც მაინც გვაიძულებს რომ ძველებური ინტერესით გამოვიყენოთ “ოდნოც” და “ფეისბუქიც”, აი ნახე მალე იგივე ბლოგებზეც განმეორდება:)ალბათ ესეც კანონზომიერებაა:) რამდენი ხანია ამ თემაზე რამის დაწერა მინდა:))

    პასუხი
  3. გიორგი

     /  აპრილი 10, 2011

    მერე ვისი შექმნილია ეგ საიტი?! ვინ დაამატა ცალკე ქვეყნად აფხაზეთ?!

    პასუხი
  4. დადე ეს პოსტი ხოოოომ?? სწორია, კარგი პოსტია მართლა.. ეზ აი ოლრედი თოლდ 🙂

    პასუხი
  5. Es is ar aris? 😀 like ^_^

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: