ირმა

გუშინ ახალ სამუშაო გარემოში მოვხვდი და საღამომ ადაპტაციის რეჟიმში ჩაიარა! მორცხვი ბავშვივით ვიჯექი და მხოლოდ ვაკვირდებოდი იქაურობას, ამ ყველაფერს კი მთლად სველი ტანსაცმელი და საშინელი თავის ტკივილი ერთვოდა… დღეს საქმე დილიდანვე წავიდა და მეც თითქოს დიდი ხნის თანამშრომელივით ჩავები მასში! შუადღისკენ ისე გავშინაურდი, რომ ყველას უკვე შენობით ველაპარაკებოდი და მათ შორის ირმასაც…
ირმა ჩემი მენეჯერია. ქალი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ადამიანი, რომელიც ადამიანია და მერე უფროსი! შეიძლება იფიქროთ რომ ორი დღის გაცნობილზე  ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს უკვე, მაგრამ მასთან ამ ხანმოკლე ურთიერთობამაც კი დამანახა ვისთან მქონდა საქმე! მიზეზი მხოლოდ ის არაა რომ ირაკლი ჩარკვიანი, მწვანე ოთახი, პინკ ფლოიდი და ასეთები მოწონს. არც ის რომ გენიალური კომპოზიტორები და რეჟისორები აინტერესებს! პირველ რიგში არაა შურიანი, სტერვა და დაბოღმილი უაზროდ, მის გარშემომყოფებისაგან განსხვავებით!  იმედი მაქვს რომ მის სამუშაო გარემოში კიდევ მომიწევს ყოფნა. უცებ მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი და მთელი გულით მეცოდება იმ პერსონალის ხელში, გარშემო რომ ახვევია. ეს წუხილი დღეს მეგობარსაც გავანდე და ცოტა ხანში ირმამ შემომჩივლა კიდეც, ,,სამსახურის შეცვლა მინდა ამათ ვეღარ ვუძლებო!” მის დაქვემდებარებაში 5-6 ახალგაზრდა ადამიანია და გაოცებული ვუყურებდი დღეს მათ ქცევას, რომელიც გუშინ მხოლოდ დროებითი მეგონა და აწი მივხვდი რომ ყოველ დღე ასეა. დილიდან საღამომდე კვირაში ყოველ სამუშაო დღეს! არანაირი ერთი პირი, მუდმივი ჭორაობა ერთმანეთზე და სხვებზე ერთიანი ძალებით, ამით დაღლილები გადადიან პირადულ  ქიშპზე და ასე დაუსრულებლად! მთელი დღე ამაზე ვიფიქრე და მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შევძელი, რომ ისინი არ არიან ცუდი ადამიანები, რომლებსაც გია სურამელაშვილის რეპერტუარი აგიჟებთ… მათ უბრალოდ სალაპარაკო თემა აღარ აქვთ!!!
ასი პროცენტით განსხვავებული ირმა, რომელთანაც მთელი დღე ვერ გავძეხი საუბრით. ნებისმიერი თემა, მანქანები, წიგნები, ფილმები, მუსიკა, ადამიანი… ქალი რომელიც ყველაფერზე დაგელაპარაკება! ის ერთ დღეში გახდა ჩემი მეგობარი!!! ერთ დღეში მოიპოვა იმხელა პატივისცემა ჩემი მხრიდან, რომელსაც ზოგმა წლობით ვერ მიაღწია! ვიცი რომ მისი იმედი შემიძლია მქონდეს. ვიცი რომ ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად უნდა ვაკეთო იმიტომ რომ მენდობა და ვიცი რომ მისი იმედების გამართლებას უნდა ვეცადო! ყველაზე ძაან გამაოცა მისმა დამოკიდებულებამ თანამშრომლებისადმი, რომელთა მიმართაც ანტისიმპატიის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ყველას ერთად გადაეფარება და ამას დაუნანებლად გააკეთებს! სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ძალიან პატარა რაოდენობით მოიპოვება ამ პატარა პლანეტაზე და საოცრად ბედნიერი ვარ, რომ ცოტა ხანი მაინც მომიწევს ერთ-ერთ მათგანთან ურთიერთობა! ხვალინდელ დღეს უკვე ისე მოჯღანული აღარ ველი. ვიცი, სამსახურში დებილივით ჯდომა არ მომიწევს, ჯერ ერთი იმიტომ რომ ქვეყნის საქმეა და მეორეც იმიტომ რომ ახლო-მახლო ადამიანი მეყოლება, რომლესაც გამოველაპარაკები და ბევრ ახალს გავიგებ!
ამდენი იმიტომ ვურახუნე კლავიატურას, რომ მეთქვა რამხელა მნიშვნელობა აქვს სამუშაო გარემოს! ადამიანებს, რომლებთანაც გიხდება ურთიერთობა, რომლებიც ან დილიდან საღამომდე წინა დღის პროფილის გადაცემას არჩევენ, ან სულში გწვდებიან და იმ დიალოგს გთავაზობენ რაც იმ მომენტში ასე გჭირდება! ეს ყველაფერი კი უშველებელ გავლენას ახდენს ჩვენზე და ყველანაირად უნდა ვეცადოთ შევიქმნათ გარშემო წრე, რომელიც იმდენადვე იქნება კარგად ჩაკეტილი რამდენადაც ღია! ასეთია ირმა, ის კეთილია და სიკეთისთვის ღიაა მუდამ. ამავდროულად იმდენადაა კეთილი, რომ ცუდი მასთან უბრალოდ ვერ გაჩერდება და გაეცლება მოშორებით, რათა იქიდან იჭორაოს ჩურჩულით, ეს კი ამ წრის საკმაოდ კარგ დაცვად წარმოგვიდგება!
მოკლედ ძალიან რომ არ გავფილოსოფოსდე და გამიგრძელდეს ამ ხალხზე ჭორაობა, ბარემ ყველას ერთად გისურვებთ გარშემო ისეთ გარემოს (უმრავლესობის სახით მაინც), როგორიც თქვენ გაგიხარდებათ და როგორიც თქვენს ინს იანით შეავსებს!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

12 Comments

  1. აუ, რა კაია ირმასნაირი ხელმძღვანელი.
    მე იქ ორი ხელმძღვანელი მყავდა, მათ შორის ერთი მთლად შენი ირმა თუ არ იყო, ბევრი არაფრით ჩამოუვარდებოდა. მე ყოველ დღე რომ ვხედავდი მათ შორის განსხვავებას, უფრო და უფრო მიყვარდებოდა ის. დღესაც ვურეკავ და ვკითხულობ.
    ხოდა, გეთანხმები პათოსში.
    მარა მაგ ხალხს მთლად ნუ გაამტყუნებ ახლა, ჩაის ხომ ამზადებენ გემრიელს? 😛

    პასუხი
  2. გნახავ მალე ირმა მოგივლის შენ!!!! არ ენდოთ მენეჯერებს!!! :)))

    პასუხი
    • მაგ ლოგიკით საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო… 🙂

      პასუხი
      • საკუთარ თავს –მითუმეტეს. დამიჯერე, ცოტა მეტი გამოცდილება მაქვს და არ მინდა მომავალში იმედგაცრუებული დარჩე. მენეჯერებს არ ენდოთ და საერთოდ უფროსებს. 🙂

        პასუხი
  3. -იცით,რას მივხვდი?-ყველას არ შეუძლია ადამიანში დაინახოს სიკეთე,ეს შენ შესძელი,რაც იმაზე მეტყველებს,რომ კარგი ადამიანი ხარ!-ძალიან მიყვარს შენი ნაწერების კითხვა,ახალგაზრდა კაცი ასე კარგად აზროვნებდეს,მართლაც საამაყოა,გაფასებ და პატივს გცემ!

    პასუხი
  4. ჩემთვის აქვს სამუშაო გარემოს და კოლექტივს უდიდესი მნშვნელობა.. მქონდა სამსახური, ძალზე საინტერესო, პერსპექტიული, იდეალური ჩემთვის და ჩემმა მენეჯერმა შემაზიზღა მთელი სფერო. უბრალოდ იქ ვერ გავჩრდებოდი ვერც ხელფასის და ვერაფრის გამო.. ამიტომ ძალიან ვაფასებ კარგ გარემოს.. და მომილოცავს, რომ გაგიმართლა მაგ მხრივ.. 🙂 🙂 მაინც, ყურადღებით, როცა საქმეს ვერ შეასრულებ ან რამერუმე–ეგ ირმა იქნება რომ ჩაგიკაკუნებს 🙂 🙂 გუდ ლაკ შენ 🙂 მიხარია რომ ყველაფერი ასე კარგადაა 🙂

    პასუხი
  5. გიორგი

     /  აპრილი 9, 2011

    უკეთესი სამუშაო გარემო არც მე არ მაწყენდა!!!

    პასუხი
  6. გიორგი

     /  აპრილი 9, 2011

    დიდი სიამოვნებით გავიცნობდი ქალბატონ ირმას!

    პასუხი
  7. mec myavs erti dadebiti adamiani samsaxurshiii..magram misi xatritac ki agar shemidzlia ik gachereba..need another job:D

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: