წავიცეკვოთ?

მეცეკვება! მიუხადავად იმისა, რომ საუკუნეა ალკოჰოლი არ მიმიღია და არც საცეკვაო გარემოში მოვმხდარვარ, მაინც მეცეკვება! ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ადამიანი ვარ და ასეთი კონსტრუქცია ვარ! ხოო დიდი ხიდები ირწევა, კორპუსები ქანაობს და რა გასაკვირია რომ ისეთი უდრეკი სხეულიც კი, რომელსაც მე ვფლობ  ათასში ერთხელ გაინძრეს, რომ როგორღაც აჰყვეს ცხოვრების საამო რიტმებს! მელოდია, მუსიკა ეს ჯადოსნობაა ის გაფანტულია და ყველგან არის ჩვენს გარშემო, ისევე როგორც ფიჭური კავშირგაბმულობა ოღონდ მისი საზღვრები გაცილებით სცდება ნებისმიერი ფიჭური კომპანიის დაფარვის ზონას და გალაქტიკებს მოიცავს. საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ ამ ტალღურ ჯადოსნობას და უნარი აქვთ იგი ჩვენამდე მოიტანონ გასაგებ ენაზე… ნუთუ მაგარი არაა როცა ადამიანი რაღაცას გიყვება, გასწავლის და ამას მელოდიურად აკეთებს და შენც ათასჯერ უფრო მეტად იწოვ მის ინფორმაციას იმიტომ, რომ მის რიტმს მიყვები, სადღაც მიყვები ფეხის გამოზომილი ბაკუნით…
მახსოვს 6-7 წლის ბავშვები საღამოობით დისკოტეკას რომ ვმართავდით უბნის ბირჟასთან. დიდი მაგნიტოფონი გვქონდა და რამოდენიმე სიმღერას ვატრიალებით სულ. მაშინ არც აზრი გვესმოდა არც კონკრეტული გემოვნება და ჟანრი მაგრამ მაინც მხიარულად ვარხევდით პატარა სხეულებს 🙂 იმის მერე დიდი ხანი გავიდა, ჩემი და ცეკვის ურთიერთობა კი ვერანაირად ვერ დალაგდა რამოდენიმე მცდელობის მიუხედავად შეზარხოშებულ გონებაზე. ახლა მხოლოდ ნერწყვმომდგარი მაყურებელი ვარ მაგრამ რად მინდა რთული ილეთები და სარკე? მე ჩემი სტილი ვიპოვე, ჩემი ცეკვა, ყურსასმენები ყურებში და იმ ზეგლობალურ ქსელს ვუერთდები რომელსაც მუსიკა ჰქვია! უკიდეგანო, უსაზღვრო მოძრაობის შესაძლებლობებით და რაც მთავარია განმარტოვების საუკეთესო საშუალებაა შენს ერთ-ერთ მოგონებასთან! ყოველი მელოდია ხომ ცხოვრების ცალკე წუთს გვახსენებს და თუ არ გვახსენებს კიდე, მაშინ არც უნდა მოვუსმინოთ ჩემი აზრით! მაგალითად ამ გენიალური ნოტების თანხლებით ვცდილობდი ბოლოს დილის 6 საათზე ცარიელ დარბაზში პროფესიაონალური ცეკვის ერთი ილეთის დამუღამებას და ამით კიდეც დაიწყო და კიდეც მორჩა ეგ საქმე, მაგრამ ამ სიმღერის ყოველი გაგონებისას ხომ ყოველთვის ის მომენტი და ის დღე გამახსენდება რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს…
ამჯერად მხოლოდ მინუსს შევეხები თორემ ტექსტებზე რომ გადავიდე, ბობ მარლის გვერდს ვერ ავუვლი და ეს იმპერია კი ცალკე თემაა აშკარად!
იცეკვეთ ხალხო და უსმინეთ რიტმს. არსებოს მოსაზრება რომ რადგან ბგერა, ენერგია, სინათლე, წყალი და ყველაფერი ტალღოვანი ბუნებისაა, ადამიანიც ტალღაა და აქედან გამომდინარე მას რეალურად შეუძლია შეერწყას სხვა სხეულებს. ეძებეთ თქვენი დინება და მიარგეთ თქვენი ტალღა მის რიტმს!

Advertisements
წინა ჩანაწერი
შემდეგი ჩანაწერი
დატოვე კომენტარი

9 Comments

  1. შიო, ცეკვა მომინდა!..
    უმაგრესია, მართლა. მოგონებებზე 100%-იანი ხარ, დროის მანქანის ეფექტი აქვს მელოდიებს.
    ძალიან ვისიამოვნე. ეს სიმღერები ალბათ არც გამახსენდებოდა კაი ხანს, არადა მეტისმეტად კაი იყო ახლა. ხოდა, მადლობა შიოს, სადღაც, შორეულ მოგონებებში რომ გადამიშვა თავით ამ შუაღამისას 🙂

    პასუხი
    • მე რავი დაძრწოდი უაზროდ და გაგიშვი საქმეზე, ახლა მიდი და მაგ მოგონებებში მოქექე რამე და დილით რომ გავიღვიძებ პოსტი დამხვდეს 🙂

      პასუხი
      • ვახ, შენ ჯადოქარი ხარ?! სანამ მოგწერდი იქ, მანამდე დაწერე ეს თუ რომ გაგიმხილე მომავალი პოსტის იდეა, მერე მოასწარი? 🙂

        პასუხი
  2. ვაა ხომ ვამბობ, მუსიკა ჯადოქრობაათქო 😉

    პასუხი
    • მე კი ვიცი რაცაა ჯადოქრობა და რა იწვევს ცეკვის სურვილს, მარა ახლა მაგაზე არ გეტყვი არაფერს 😛
      მარა რამხელა ჯადოქრობა უნდა მოხდეს ამ მიზეზით, რომ ვიღაცის მომავალი პოსტის იდეა გამოიცნო, ეგ არ ვიცი უკვე. აქ სხვა ჯადოქრობასთან გვაქვს აშკარად საქმე 🙂

      პასუხი
  3. კი, კი, სუუულ 🙂 ვიცი მე რაცაა 😛

    პასუხი
  4. ცეკვა ათავისუფლებს!!! მართლა მაგარი რამეა! ისეთი პოსტია ცეკვა მომენატრა უცებ! :))))

    პასუხი
  5. როგორ მიყვარს ცეკვა და მუსიკა!! როგორც კი გავიგონებ რაიმე კარგ გემრიელ საცეკვაოს სხეული თავისით აყვება ხოლმე :))) მიყვარს!!!!!!!!!!!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: